ელფრიდა ოვჩარენკო - 89 წლის - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ელფრიდა ოვჩარენკო - 89 წლის

page info icon
2018 იანვარი 23
page info icon
624
მეგობრებო, იზრუნეთ ამ კეთილ ქალბატონზე, გაუთბეთ მას გული და აჩუქეთ ცხოვრების ლამაზი წლები!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
180 ₾
( 11 დონორი )
დასრულებულია
89 წლის ელფრიდა ოვჩარენკო განგებამ 3 წლის ასაკში დაჩაგრა. მას ზურგის დამბლა დაემართა, რამაც ბავშვი საწოლს მიაჯაჭვა.  მოგვიანებით, როდესაც წამოიზარდა და „1 ჯგუფის ინვალიდის სტატუსი“ მიიღო, ელფრიდამ კერვა შეისწავლა და მთელი ცხოვრება მკერავად მუშაობდა. იგი სახლში შეკვეთებს იღებდა და ამით გაჰქონდა თავი. ეს მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან არ გრძნობდა მარტოობას, უმწეობას და  თანაც ორ კაპის აკეთებდა! 
მიდიოდნენ წლები, გარდაიცვალნენ მშობლები, მიმოიფანტნენ ნათესავები და ხანდაზმულობის პერიოდში ქალი დარჩა სრულიად მარტო. იგი ცხოვრობს თბილისის შემოგარენში, ბარაკის ტიპის ძველ სახლში. ერთი მეზობლის გარდა, რომელიც ეხმარება ელფრიდას რითიც შეუძლია, არავინაა მისი მომკითხავი. ფაქტიურად,  მთელ დღეს ეს ხანდაზმული ადამიანი მარტოობაში ატარებს. 
უყურებ მას და ფიქრობ - საიდან აქვს 89 წლის ქალს ასეთი უშრეტი ნებისყოფა, რომელიც იცავს მას სასოწარკვეთისგან. რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში იგი მწარედ განიცდის  მის არშემდგარ ცხოვრებას, თუმცა როგორც ღვთისმოსავი ადამიანი, იგი ფიქრობს, რომ ყველაფერი  არის უფლის ნება და რაც არ უნდა ხდებოდეს, ადამიანმა ყოველივე მორჩილებით უნდა მიიღოს!
მეგობრებო, აიღეთ ზრუნვა ამ კეთილ ქალბატონზე, გაუთბეთ მას გული და აჩუქეთ ცხოვრების ლამაზი წლები!  დიახ, ელფრიდა  ოვჩარენკო ძლიერ საჭიროებს მედიკამენტებს და საკვებ პროდუქტებს, მაგრამ არანაკლებად საჭიროებს იგი ადამიანურ თანადგომასა და სითბოს. მიანიჭეთ მას ასეთი სიხარული!