ნუთუ ისინი ვერასდროს იხილავენ დღის სინათლეს - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნუთუ ისინი ვერასდროს იხილავენ დღის სინათლეს

page info icon
2018 მარტი 5
ისინი ვერ ხედავენ ვერც მზეს და ვერ ცას, არ შეუძიათ გარეთ გავიდნენ და ისუნთქონ სუფთა ჰაერით, რამეთუ მიჯაჭვულნი არიან საწოლს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
160 ₾
( 8 დონორი )
დასრულებულია
ღმერთმა დაიფაროს ყოველი ჩვენგანი იმ აუტანელი პირობებისგან, რომელშიც ამ ადამიანებს უწევთ ცხოვრება. ისინი ვერ ხედავენ ვერც მზეს და ვერ ცას, არ შეუძიათ გარეთ გავიდნენ და ისუნთქონ სუფთა ჰაერით, რამეთუ მიჯაჭვულნი არიან საწოლს. სიცოცხლის უკანასკნელ წლებს ისინი ნესტიან და ცივ ოთახში ატარებენ სრულ მარტოობაში და საშინელ სიდუხჭირეში.  დღის სინათლე, მზის სხივები, ადამიანური ურთიერთობები - ეს მათთვის აუხდენელი ოცნებაა...
ჩვენი ფონდის შინ მოვლის პროგრამის ბენეფიციართა შორის არის 3 ადამიანი რომლებიც საჭიროებენ ეტლს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ზოგჯერ შეუძლებელსაც კი, რომ ეს ადამიანები გამოვიყვანოთ უმძიმესი მდგომარეობიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დროს  ერთგვარად გაუმჯობესდა...თუმცა იმისთვის, რომ გაუჩნდეთ სიცოცხლის სურვილი და ჰქონდეთ გარე სამყაროსთან უშუალო კონტაქტი, აუცილებელია ეტლი. სამწუხაროდ, ჩვენს ბენეფიციარებს მისი შეძენის საშუალება არ აქვთ, ხოლო სახელმწიფო უარს ეუბნება ამა თუ იმ მიზეზის გამო. 
ნუთუ ისინი ვერასდროს იხილავენ დღის სინათლეს და დარჩენილი წლების გატარება საწოლში მოუწევთ?
მეგობრებო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ თუ რა რთულია ადამიანმა იცხოვროს მოძრაობის, ადამიანებთან ურთიერთობის და ბუნებასთან შეხების გარეშე! ჩვენ მოგიწოდებთ, რომ გამოიჩინოთ ჩვეული გულისხმიერება და შემოუერთდეთ ჩვენს საქველმოქმედო აქციას - შევაგროვოთ თანხა და ვაჩუქოთ ჩვენს ბენეფიციარების სანატრელი ეტლი! 
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა და...სულაც არ არის აუცილებელი, რომ იგი ახლო ნათესავი ან ნაცნობი იყოს! 
შემოუერთდით ჩვენს აქციას! თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შინ მოვლა) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან    https://chernovetskyifund.ge/ge/projects. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).     
ჭეშმარიტი სიკეთე გულიდან მოდის!


თეგები:
#შინ მოვლა