ვეტერანებო, გვახსოვხართ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ვეტერანებო, გვახსოვხართ!

page info icon
2018 აპრილი 11
page info icon
912
ჩვენ ვერ შევცვლით ისტორიას, თუმცა შეგვიძლია დახმარების ხელი გავუწოდოთ და სიხარული ვაჩუქოთ ომის ვეტერანებს!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
133 ₾
( 4 დონორი )
დასრულებულია
73 წელი გვაშორებს მაისის იმ დღეს, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვებას საზეიმო წერტილი დაუსვა! შეუძლებელია დავივიწყოთ ოთხი უმძიმესი წელი, რომელთა გადატანა მთელ მსოფლიოს მოუხდა და საქართველოს ამ დიდი საქმეში თავისი წვლილი აქვს შეტანილი! 
მეორე მსოფლიო ომში 750 000 ქართველი მონაწილეობდა, აქედან თითქმის ნახევარი ფრონტის ველზე დარჩა... 170 ადამიანი გმირი გახდა, ხოლო 600 000 დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით წინა ხაზზე და ზურგში გაწეული დამსახურებისთვის. 
სამწუხაროდ, ვეტერანთა რიცხვი ყოველ წელს კლებულობს. მაგალითად, გასულ წელს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა ალექსანდრე არგუტინსკი, რომელსაც ჩვენი ფონდი მფარველობდა და არ აკლებდა მზრუნველობას...
ჩვენ ვერ შევცვლით ისტორიას, თუმცა შეგვიძლია დახმარების ხელი გავუწოდოთ და სიხარული ვაჩუქოთ ომის ვეტერანებს! 
მეგობრებო, ვიწყებთ ტრადიციულ საქველმოქმედო აქციას, რომლის მიზანია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების საყიდლად თანხის შეგროვება! 
ჩვენი ფონდის აღრიცხვაზე ორი ვეტერანია: ვერა ლამბრიანოვა და ქეთევან ჯღარკავა. ამ შესანიშნავ ქალბატონებს ძალიან ვუფრთხილდებით, ვცდილობთ მზრუნველობა არ მოვაკლოთ და გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე! 
აქციის მიზანი მხოლოდ მატერიალური მხარე არ არის. ჩვენ გვინდა ამ ადამიანებს ვაჩუქოთ ადამიანური სითბო, ვაგრძნობინოთ, რომ ისინი არ არიან დავიწყებულნი! 
სამწუხაროდ, ეს ქალბატონები მარტოხელები არიან, მათ არ ჰყავთ ნათესავები და ახლობლები, ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში და ხშირად შიმშილობენ. მოდით, დავეხმაროთ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში! 
შემოუერთდით ჩვენს აქციას! თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შინ მოვლა) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან    https://chernovetskyifund.ge/ge/projects. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).     
ჭეშმარიტი სიკეთე გულიდან მოდის!

თეგები:
#შინ მოვლა