ზაირა გოგიბერიძე - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ზაირა გოგიბერიძე

page info icon
2018 აგვისტო 8
ორი წლის წინ ზაირა გოგიბერიძეს გარდაეცვალა ქალიშვილი და ახლა იგი მარტო უვლის შვილიშვილებს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
291 ₾
( 8 დონორი )
დასრულებულია

68 წლის ზაირა გოგიბერიძე სოციალურად დაუცველი მოქალაქეა. მას უამრავი დაავადება აწუხებს: სტენოკარდია. არტერიული ჰიპერტენზია, ცისტიტი, გადაიტანა იშემიური ინსულტი. 
იგი პროფესიით ექთანია. სამწუხაროდ, მისმა ოჯახმა დაკარგა ბინა, რომელიც იპოთეკაში ჩადეს და ვერ შესძლეს თანხის დაფარვა. 
ზაირამ დაიწყო სააგარაკო ნაკვეთზე პატარა სახლის მშენებლობა, თუმცა ავადმყოფობამ ხელი შეუშალა და დღეს მისი საცხოვრებელი მოკლებულია ელემენტარულ ნორმალურ პირობებს. 
ორი წლის წინ ზაირა გოგიბერიძეს გარდაეცვალა ქალიშვილი და ახლა იგი მარტო უვლის შვილიშვილებს. 
მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ ზაირას და მის შვილიშვილებს დახმარების ხელი, ვანუგეშოთ, დავაპუროთ და ვაჩუქოთ მომავლის იმედი!