ერთად გავახაროთ მარიამი - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ერთად გავახაროთ მარიამი

page info icon
2018 ოქტომბერი 2
page info icon
342
მარიამი ძალიან გულკეთილი, ლამაზი და ჭკვიანი გოგონაა. ბევრს მეცადინეობს. იცის, რომ მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ მისი, არამედ სამშობლოს მომავალიც.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
174 ₾
( 13 დონორი )
დასრულებულია
მეგობრებო, გვინდა მარიამი გაგაცნოთ, ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი. მარიამი 22 ოქტომბერს 13 წლის გახდება. თავს არ შეგაწყენთ იმის მოყოლით, თუ როგორი მძიმე ბავშვობა ჰქონდათ ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს. რომ ზოგიერთმა არც კი იცოდა რა არის „დაბადების დღე“, რომ ამ დღეს სტუმრები მოდიან, რომ უნდა გქონდეს ლამაზი ტორტი და მიიღო საჩუქრები... რომ ამ დღეს იუბილართან ერთად სხვა ადამიანებიც ბედნიერები და გახარებულები არიან... ჰო, ეს მათ არ იცოდნენ... და სავარაუდოდ ვერც გაიგებდნენ. 
მარიამი ძალიან გულკეთილი, ლამაზი და ჭკვიანი გოგონაა. ბევრს მეცადინეობს. იცის, რომ მხოლოდ კარგი განათლების მიღებაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ მისი, არამედ სამშობლოს მომავალიც. 
მართალია, ის ჯერ პატარაა, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას ძალიან მძაფრად გრძნობს. ბედნიერები ვართ, რომ მარიამს მისი ოცნებების და სამომავლო გეგმების განხორციელებაში ვეხმარებით და ხელს ვუწყობთ!
და როგორ ფიქრობთ, რა უნდა ამ მშვენიერ გოგონას დაბადების დღეზე საჩუქრად? სიმართლე გითხრათ ჩვენც ვერ გამოვიცანით და თავიდან ვერც დავიჯერეთ. მარიამი ოცნებობს საჩუქრად მიიღოს უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი... წარმოგიდგენიათ?
დარწმუნებულები ვართ, თქვენც მოგინდებათ მონაწილეობა მიიღოთ მარიამის გახარებაში. თქვენი მხარდაჭერა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება! იცოდეთ, რომ არიან ბავშვები, რომლებმაც უნდა იცოდნე, რომ ზედმეტები არ არიან და რომ ისინი ძალიან უყვართ! ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ გიორგაძე) ან ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი