ნუთუ ისე მოვკვდები, რომ დღის სინათლე ვერ ვიხილო?! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნუთუ ისე მოვკვდები, რომ დღის სინათლე ვერ ვიხილო?!

page info icon
2019 იანვარი 28
უკვე რამდენიმე წელია, რაც გულიკო გოცაძეს დღის სინათლე არ უნახავს, არ გასულა სუფთა ჰაერზე და ნალოლიავები ეზოსთვის თვალი არ შეუვლია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,663 ₾
( 115 დონორი )
დასრულებულია

76 წლის გულიკო გოცაძე უკვე რამდენიმე წელია, რაც საწოლს არის მიჯაჭვული. მას ხერხემლის გამრუდება აქვს და ნევროზით არის დაავადებული, ხოლო რევმატიზმის გართულებული ფორმა არ აძლევს ლოგინიდან წამოდგომის საშუალებას, თუნდაც რამდენიმე წუთით.  სახსრების და ზურგის გაუსაძლისი ტკივილები მის ცხოვრებას აუტანელს ხდის. 
უკვე რამდენიმე წელია, რაც გულიკო გოცაძეს დღის სინათლე არ უნახავს, არ გასულა სუფთა ჰაერზე და ნალოლიავები ეზოსთვის თვალი არ შეუვლია. მთელი დღე წევს საწოლში და ობიან კედლებს მისჩერებია. მას არც ტელევიზორი აქვს, რომ ცოტათი მაინც გული გადააყოლოს...
ეს ხანდაზმული ქალი საკუთარ სახლში ავადმყოფობამ დაატყვევა. სამწუხაროდ, არავინაა დაზღვეული მსგავსი პრობლემისგან და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ასეთ გამოუვალ  სიტუაციაში...
ბებიას შვილიშვილი უვლის, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მასზე გადაყოლილია. იგი ბებიას წამალს დაალევინებს, ჭიქა წყალს მიაწოდებს და დაანაყრებს კიდევაც, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა მოხუცის ნორმალური მოვლის საშუალებას.  სამწუხაროდ, მათ ხშირად უწევთ მწირი სადილით დაკმაყოფილება, რადგან მიზერული პენსია და სოციალური შემწეობის (280 ლარი თვეში) დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მიდის და პროდუქტების საყიდელი თანხა არ რჩება. გულიკოს მეუღლე 2005 წელს გარდაიცვალა. ჩვენ გავესაუბრეთ გულიკო გოცაძის შვილიშვილს:
-ლევან, როგორ ცხოვრობთ ასეთ პირობებში?
ლევანი: ბებიას თვეში 50 პამპერსი სჭირდება, კიდევ აუარებელი წამალია საჭირო. დედაჩემი დღეს და ღამეს მუშაობაში ასწორებს და მთელი ხელფასი სწორედ ასეთ საჭიროებებზე იხარჯება. პროდუქტებს მეზობელ ჯიხურში სესხით ვყიდულობთ, მისი მეპატრონე კეთილი ადამიანია და ასეთ დათმობაზე წამოვიდა.   
-თავად რაზე ოცნებობ?
-ბევრ რამეზე, მაგრამ ახლა ჩემი მთავარი სადარდებელი არის ბებოს ჯანმრთელობა. გული მტკივა, როდესაც ვუყურებ  თუ როგორ წვალობს ტკივილისგან და ვერაფრით ვშველი...
 გულიკო გოცაძის ოჯახი უზომოდ მადლიერი იქნება თქვენი თუ გაუწევთ მწოლიარე ხანდაზმულ ქალბატონს დახმარებას მედიკამენტების, პამპერსების,  საკვები პროდუქტების, ტელევიზორის, ორთოპედიული მატრასის სახით! 
მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ სურვილი და საშუალება, თანხა გულიკო გოცაძის დასახმარებლად შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გულიკო გოცაძე) ან გადარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/271-gotsadze/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
 „და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით“ (ფსალმუნი, 61).

მსგავსი პროექტები: