ლუბა ქარუმიძე - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ლუბა ქარუმიძე

page info icon
2019 იანვარი 31
მარტოობა - ყველაზე საშინელი სასჯელია!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
81 ₾
( 10 დონორი )
დასრულებულია

მიუხედავად საშინელი ტკივილებისა და გაჭირვებისთვის 85 წლის ლუბა ქარუმიძე ყველას კეთილგანწყობილი ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცი სრულიად მარტო, საშინელ პირობებში ცხოვრობს, მას ადამიანების ნდობა არ დაუკარგავს.  მისი სახლი - ერთი პატარა ოთახია ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის საერთო საცხოვრებელში. ბინაში არც აბაზანა არის, არც სამზარეულო, ტუალეტიც საერთოა - დერეფანში. ოთახში გაზიც არ არის შეყვანილი, საჭმელს ლუბა ქარუმიძე ელექტროღუმელზე ამზადებს, ტექნიკიდან კი მხოლოდ ტელევიზორი აქვს. 
ბოლო რამდენიმე წელი მას ცხვირის და ყურის სიმსივნე და ქვედა კიდურების ანთება – წითელი ქარი აწუხებს. სიმსივნური წამონაზარდი რამდენჯერმე ამოაჭრეს, მაგრამ დაავადება ისევ პროგრესირებს. პატარა ოთახში მოხუცი გაჭირვებით გადაადგილდება, გარეთ გასვლაზე არც კი ოცნებობს. იცის, თუ გავა, სახლში დასაბრუნებლად  ძალა აღარ ეყოფა. 
- ქალბატონო ლუბა, მოგვიყევით, როგორ ცხოვრობთ? 
- როდესაც პენსიაზე გავედი, ერთ ადგილას ჯდომა არ მიყვარდა. ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ახლა რა შემიძლია?  ამიტომაც ოთხ კედელში ჩაკეტილი  ვარ.  ცოტას რომ გავივლი-გამოვივლი ოთახში, მერე დასვენება მჭირდება - ფეხი მტკივდება, ძილშიც მაწუხებს ეს ტკივილი.  წამლები კი ძალიან ძვირია, ვერ ვყიდულობ, პენსია არ მყოფნის.
ლუბა ქარუმიძე პროფესიით ბუღალტერია, მან ჯერ აბრეშუმის ფაბრიკაში, შემდეგ კი თბილისის ტურისტულ ბაზაზე იმუშავა.მხიარულს და ხალისიანს, მას ყოველთვის ბევრი მეგობარი ჰყავდა, ახლა კი ბებია ლუბა მარტოობამ დაღალა. 
უფალმა ჩვენს ბენეფიციარს შვილი არ აჩუქა, თუმცა ქალი ამაზე ყოველთვის ოცნებობდა. ამიტომაც როცა მისი 10 თვის დისშვილი უდედოდ დარჩა, ლუბა არც დაფიქრებულა და ბავში გაზარდა.
- ქალბატონო ლუბა, რატომ მოხდა ისე, რომ თქვენ ზრუნვის და დახმარების გარეშე დარჩით?
- ჩემი შვილი თავის ოჯახთან ერთად ცალკე ცხოვრობს. არ იფიქროთ, რომ არ მაქცევს ყურადღებას. მირეკავს ხოლმე, მოდის კიდეც, მაგრამ დახმარება არ შეუძლია. ის უმუშევარია. თან ერთი წლის წინ მას 16 წლის გოგო დაეღუპა, მეორე შვილს კი გულის ოპერაცია ჩაუტარეს. აბა, ჩემი თავი აქვთ ახლა?   
ასე, სრულ სიმარტოვეში ცხოვრობს ჩვენი ბენეფიციარი, გამუდმებით ტელეფონს უყურებს, იქნებ ვინმემ დარეკოს.  თუმცა გაცილებით უფრო ხშირად მას ჩვენი ფონდის ყურადღებიანი თანამშრომლები ურეკავენ. სამედიცინო და სოციალური მუშაკები არა მარტო ურეკავენ, სახლშიც აკითხავენ, უვლიან ავადმყოფ ქალს. მაგრამ ეს დახმარება ლუბა ქარუმიძეს ყველა პრობლემებს ვერ გადაჭრის. 
ბინა, რომელშიც ცხოვრობს მარტოხელა პენსიონერი, ურემონტოა. სინესტის გამო ძველი შპალერი თითქმის მთლიანად მოსძვრა კედელს, ოთახში უსიამოვნო სუნი დგას, ბებია ლუბას აღარ შეუძლია სისუფთავეზე ზრუნვა. 
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენ გულთან მიიტანთ მარტოხელა მოხუცის ისტორიას!  ლუბა ქარუმიძეს ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა! 
თუ თქვენ გაქვთ საშუალება გაუწიოთ მას დახმარება გადარიცხეთ სასურველი თანხა ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლუბა ქარუმიძე) ან პირდაპირ საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/270-ishvile/ 
ფულის გადარიცხვა შესაძლებელია ასევე სწრაფი გადახდის ტერმინალებით NovaTechnology, TBCpay и ExpressPay. აირჩიეთ „ქველმოქმედება“, შემდეგ ჩვენი ფონდი.