შოთა კოჭლამაზიშვილი - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შოთა კოჭლამაზიშვილი

page info icon
2019 თებერვალი 5
page info icon
2283
ვოცნებობ, რომ მოძრაობა და ნორმალურად სუნთქვა შევძლო!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
393 ₾
( 42 დონორი )
დასრულებულია

„ადრე მძღოლად ვმუშაობდი, მაგრამ ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ აღარც კი მახსოვს.   ყოველთვის მხიარული კაცი ვიყავი, ვართობდი ოჯახის წევრებს და მეგობრებს, მიყვარდა სტუმრები. ჩვენს სახლში ყოველ დღე სუფრა იშლებოდა. ახლა კი აღარავინ მოდის,“ -  სევდიანად აღნიშნავს შოთა კოჭლამაზიშვილი.
72 წლის შოთას ჯანმრთელობა რამდენიმე წლის წინ გაუარესდა. მთელი ცხოვრება  მზრუნველი ქმარი და მამა ოჯახის კეთილდღეობისთვის თავს არ ზოგავდა. მან ჯანმრთელობა მძიმე 90-იან წლებში დაკარგა. ახლა კი მისი მდგომარეობა სავალალოა! შოთას შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული სინუსიტი, ბრონქიტი და პოდაგრა აქვს. 
ახალგაზრდობაში სუსტი ფილტვები ჰქონდა, სერიოზული პრობლემები ნესტიან და ცივ ოთახში ხანგრძლივად მუშაობის გამო დაეწყო. ოჯახის სარჩენად შოთამ სარდაფში შუშის ტარის მიმღები პუნქტი გახსნა და მთელ დღეს იქ ატარებდა. 
ბოლო ერთი წელია ჩვენი ბენეფიციარი ვერც კი დგება საწოლიდან. მას მეუღლე ნანული უვლის.
- ქალბატონო ნანული, ვიცით, რომ თქვენც ცუდად გრძნობთ თავს. როგორ ახერხებთ მწოლიარე მეუღლის მოვლას?   
- მე მხოლოდ დიდი სიყვარული მავსებს. ჩვენ ძალიან მეგობრული ოჯახი გვყავს. სამწუხაროდ ჩვენი ორი გოგო შორს ცხოვრობს - ერთი თელავში, მეორე რუსთავში, მაგრამ ისინი შვილიშვილებთან ერთად ხშირად ჩამოდიან, უბრალოდ ვერ გვეხმარებიან. უმუშევრები არიან, არ აქვთ შემოსავალი.   
ბატონი შოთას მდგომარეობა პერიოდულად უარესდება. მას სახსრების ძლიერი ტკივილები და ჰაერის უკმარისობა აწუხებს. სასწრაფო დახმარების ბრიგადა კოჭლამაზაშვილების სახლში დღეში რამდენჯერმე მიდის. ოჯახმა ძვირფასი სამედიცინო ხელსაწყოს - ჟანგბადის კონდენსატორის ყიდვა მოახერხა. ამ აპარატის წყალობით ჰაერის უკმარისობის შეტევები შემცირდა. ქალბატონ ნანულის ღამითაც არ სძინავს, ქმრის სუნთქვას აკონტროლებს, პერიოდულად შაქარსაც უზომავს. ამავე დროს თვითონაც შაქრიანი დიაბეტი და ვენების ვარიკოზული დაავადება აქვს. ბოლო დროს ნანულის ხერხემალზე სერიოზული პრობლემები დაეწყო. მას საფენების და თეთრეულის გამოსაცვლელად მძიმე მეუღლის ხელით აწევა უწევს. 
- ნანული, გვითხარით, რითი ცხოვრობთ? 
- ჩემს მეუღლეს მუდმივად წამლები სჭირდება, ორი პენსია და სოციალური დახმარება კი არ არის საკმარისი, ეს ფული კვებისთვის და კომუნალური გადასახადებისთვის არ გვყოფნის. კვებასთან დაკავშირებით სხვა პრობლემაც არის. შაქრიანი დიაბეტის გამო ჩვენ ყველაფრის ჭამა არ შეგვიძლია. განსაკუთრებით არ შეიძლება ასეთი იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტები, როგორიც არის მაკარონი ან პური. ძვირიანი დიეტური დელიკატესების ყიდვის საშუაელბა კი არ გვაქვს. როგორ უნდა ვიარსებოთ?!
ფონდის სამედიცინო მუშაკები უვლიან ბენეფიციარს, ახორციელებენ მისი მდგომარეობის მონიტორინგს. თავიდან, როცა შოთას ადგომა შეეძლო, ჩვენმა ექიმებმა მას მასაჟის და სამკურნალო ფიზკულტურის კურსი ჩაუტარეს. ახლა კი ეს უკვე შეუძლებელია.
- ბატონო შოთა, ყველაზე მეტად რას ნატრობთ ცხოვრებაში? 
- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა მე უსუსურობისგან დავიღალე!  მუდმივად არ მყოფნის ჰაერი, ვოცნებობ  თავისუფლად სუნთქვაზე და აქტიურ ცხოვრებაზე! 
მეგობრებო, დამეთანხმეთ, რომ ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანების დახმარება ყველაზე სათნო საქმეა! 
ამ მოსიყვარულე ცოლ-ქმარს ჩვენი ყურადღება და დახმარება სჭირდება! 
შოთა კოჭლამაზაშვილს სჭირდება მედიკამენტები, პროდუქტები, და სხვა ელემენტარული ნივთები!
თუ თქვენ გაქვთ ფინანსური დახმარების შესაძლებლობა, გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩვენი ფონდის ანგარიშზე  GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შოთა კოჭლამაზაშვილი) ან პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/270-ishvile/
ფულის გადარიცხვა შესაძლებელია ასევე ტერმინალებით NovaTechnology, TBCpay и ExpressPay. აირჩიეთ „ქველმოქმედება“ შემდეგ ჩვენი ფონდი.  (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს https://goo.gl/GY2Gus  ).