სასოწარკვეთილი მოხუცები დახმარებას ითხოვენ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სასოწარკვეთილი მოხუცები დახმარებას ითხოვენ!

page info icon
2019 აპრილი 15
page info icon
3564
მეგობრებო, ეს ორი ადამიანი ძალიან წვალობს, ისინი სიკვდილის პირას არიან. მათი დამხმარე, სამწუხაროდ, არავინაა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,141 ₾
( 149 დონორი )
დასრულებულია

მეგობრებო, ეს ორი ადამიანი ძალიან წვალობს, ისინი სიკვდილის პირას არიან. მათი დამხმარე, სამწუხაროდ, არავინაა. ღმერთმა აშოროს თითოეულ ჩვენგანს ის მძიმე ხვედრი, რაც განგებამ მათ არგუნა, არადა ჩვენ შეგვიძლია მათი დახმარება და მხარში ამოდგომა, საქართველოში ხომ საოცრად კეთილი ადამიანები ცხოვრობენ! 
64 წლის ნუნუ შარიქაძეს დიაბეტი აწუხებს.  ორი თვის წინ მას ცალი ფეხი მოკვეთეს, ხოლო მეორე - ჩირქოვანი წყლულებით დაიფარა. ახლა ეს ხანდაზმული ქალი საწოლს არის მიჯაჭვული. 
კარგად დააკვირდით ამ ფოტოს. ნუნუ შარიქაძის გვერდით კიდევ ერთი საწოლს მიჯაჭვული ადამიანი წევს, მისი მეუღლე, 72 წლის ფრიდონი. 8 წლის წინ მან ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც ვერ გადაადგილდება, არ შეუძლია ლაპარაკი, უჭირს ყლაპვა და საშინლად იტანჯება. 
ჯანდაცვის სამინისტრომ ნუნუ შარიქაძეს უარი უთხრა ინსულინით მომარაგებაზე და აჭიანურებს ამ ავადმყოფი ქალის სახელმწიფო პროგრამაში ჩასმას. პირდაპირ გასაკვირია, როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ უწყების გულგრილი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ!   
ჩვენ ვესაუბრეთ ნუნუ შარიქაძეს:
-როგორ მოხვდით თბილისში? 
ნუნუ შარიქაძე: ზესტაფონის რაიონში ვცხოვრობდით. 20 წლის წინ გავყიდეთ იქ სახლი და გადმოვედით თბილისში. ავაშენეთ ბარაკის ტიპის სახლი, სადაც დღემდე ვცხოვრობთ. საცხოვრებელი ცუდ მდგომარეობაშია და ყოველ წუთს შეიძლება ჭერი ჩამოიქცეს. გვეგონა, რომ დედაქალაქში ავაწყობდით ცხოვრებას, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ჩემი მეუღლე პროფესიით არის მძღოლი, შოულობდა, როგორც იტყვიან, 2 კაპიკს, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი მძიმე სენით დაავადდა. 
-თქვენ როდის დაგისვეს დიაბეტის დიაგნოზი?   
         ნუნუ შარიქაძე: რამდენიმე წლის წინ, ნერვიულობის ნიადაგზე...
        -შვილები გყავთ?
         ნუნუ შარიქაძე:  ერთი ბიჭი მყავს. იგი ახლა 46 წლისაა. სამსახური ვერსად იშოვა. ხანდახან გამოჩნდება ხოლმე ერთდღიანი სამუშაო - ან რამეა  დასანგრევი ან გადასატანი, მეტი არაფერი...
        -ოჯახი ჰყავს?
       ნუნუ შარიქაძე: დიახ. უფროსი გოგო 3 წლისაა, ხოლო მეორე 9 თვის. იგი დღენაკლული დაიბადა და დღემდე საავადმყოფოში წევს. 
        -რა წარმოადგენს თქვენს შემოსავალს: 
           ნუნუ შარიქაძე: პენსია და სოციალური შემწეობა - ეს არის ჩვენი შემოსავალი. ამ ფულით მედიკამენტეиს და ელემენტარულ საკვებს ვყიდულობთ. 
          -ჯანდაცვის სამინისტროს ბოლოს როდის მიმართეთ ინსულინის თაობაზე? 
         ნუნუ შარიქაძე: 3 კვირის წინ იყო ჩემი რძალი მისული. უთხრეს, რომ დამატებით რაღაც დოკუმენტები არისო შესაგროვებელი. არ მესმის რატომ აჭიანურებენ და მაწვალებენ...
        -ვინ გეხმარებათ?
       ნუნუ შარიქაძე: თქვენი ფონდის გარდა არავინ გვეხმარება. ჩვენ თქვენი „შინ მოვლის“ პროგრამის აღრიცხვაზე ვართ. დიდი მადლობა ამ დახმარებისთვის, ის ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. 
       -ჩვენ აუცილებლად მივმართავთ თქვენი საარჩევნო უბნის დეპუტატს და მერიას, რომ მათ გაგიწიონ შუამდგომლობა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე. თუ ვერ მივიღებთ გარკვეულ პასუხს, დავწერთ „ფეისბუქის გვერდზე, ჩვენ ხომ თითქმის ნახევარ მილიონზე მეტი მკითხველი გვყავს!
      ნუნუ შარიქაძე:  დიდი მადლობა. მე მორწმუნე ადამიანი ვარ და ღმერთს ვთხოვ, რომ კარგად ამყოფის კეთილი ადამიანები! 
     -რაზე ოცნებობთ? 
      ნუნუ შარიქაძე: ახლა მთელი ჩემი გონება ავადმყოფი შვილიშვილისკენაა მიმართული... ვოცნებობ ნორმალურ საცხოვრებელზე, ჩემი შვილის ოჯახის ბედნიერებაზე...
მეგობრებო, ნუნუ შარიქაძეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება. მის ოჯახს უაღრესად უჭირს. მოდით, გავუწოდოთ მას და მის მეუღლეს დახმარების ხელი, ვანუგეშოთ და ვაჩუქოთ მომავლის იმედი! 
ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ სურვილი პირადად აღმოუჩინოთ დახმარება, გაწვდით მისამართს: თბილისი, დელისი მესამე ქუჩა,  24, ტელ.: 571001177, იკითხეთ სოფო (რძალი) ან ზურა (შვილი). თქვენ ასევე შეგიძლიათ მათ დასახმარებლად თანხა გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნუნუ შარიქაძე). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი

(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)


მსგავსი პროექტები: