საბას დაბადების დღე! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საბას დაბადების დღე!

page info icon
2019 აპრილი 30
მე გავხდები პოლიციელი და ყველას დავიცავ!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
191 ₾
( 20 დონორი )
დასრულებულია


მტერს არ უსურვებთ იმას, რაც 10 წლის საბას გადახდა! იყო ქუჩაც,  „მეგობრებისგან“ სასტიკი დამოკიდებულება, მარტოობა, შიმშილი, სიცივე, შეურაცხყოფა... მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და დღეს იუბილარის მთავარი ამოცანაა - კარგი სწავლა, იყოს საუკეთესო სპორტში და დაიცვას მეგობრები!

საბას, ჩვენ დავუსვით რამოდენიმე კითხვა:

-საბა, გახსოვს, როდის მოხვედი ჩვენს სახლში?

-რა თქმა უნდა, მახსოვს. არც თუ ისე დიდი ხნის, 2 წლის წინ, მე და ჩემი ძამიკო ერთად მოგვიყვანეს.

- და რატომ მოგიყვანეს აქ? როგორ ცხოვრობდი ადრე?

-ჩვენ სამი ძმა ვართ, მე მალე 10 წლის გავხდები, ყველაზე უმცროსი 4 წლისაა. ის დღესაც დედასთან ერთადაა. ჩვენ კი, პირველად თავშესაფარში წაგვიყვანეს, საიდანაც გამოვიქეცით, იქ ძალიან ცუდი იყო. შემდეგ მოვხვდით აქ და შეგვიყვარდა აქაურობა! და დღეს, როდესაც დასვენების დღეებში დედას მივყავართ, გვენატრება აქაურობა, ჩვენი მეგობრები, ჩვენი აღმზრდელები!

- ვინ გინდა გამოხვიდე და რაზე ოცნებობ?

- მე ვოცნებობ გავხდე პოლიციელი! ისინი ყველაზე ძლირები, მამაცები არიან. ისინი ბევჯერ დაგვხმარებიან, დავუხსნივართ გასაჭირისგან. ასე რომ, მეც პოლიციელი ვიქნები და თვითონ დავიცავ ბავშვებს, რომ ისინი არავინ არ დაჩაგროს.

- იცი რომ, ამისთვის საჭიროა კარგი სწავლა?

- ვიცი... მე კარგად ვსწავლობ. ვიღებ მხოლოდ ათიანებს და ცხრიანებს... ნუ, ხანდახან რვიანებიც გამომერევა ხოლმე,მაგრამ მალევე ვასწორებ. ხო მართლა, მე კარგად ვთამაშობ ფეხბურთს, კალათბურთს... და ეს იმიტომ, რომ პოლიციელი უნდა იყოს ძალიან ძლიერი!

- ეხლა რაზე ოცნებობ? რა საჩუქარს ინატრებდი დაბადების დღისთვის?

- ძალიან მინდა ბურთი. მინდა ტორტი და რაც მთავარია, მინდა, რომ ბავშვებს არასდროს არ აბრაზებდნენ, არ ჩაგრავდნენ...

რა შეიძლება რომ დავამატოთ? რა შეიძლება ვუსურვოთ ამ არაჩვეულებრივ ბიჭს? ალბათ, ჯანმრთელობა და ყველა სურვილის ასრულება. ღმერთმა ინებოს, რომ მისი კეთილი სურვილები ასრულდეს, რომ ყველა ბავშვისთვის უცხო იყოს გასაჭირი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, შევუსრულებთ ჩვენს პატარა მეგობარს თავის ოცნებებს. მაგრამ, თუ თქვენც გინდათ შემოგვიერთდეთ და მიულოცოთ საბას დაბადების დღე, მოუტანოთ საჩუქრები, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ფონდში ან გადმორიცხოთ თანხა ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საჩუქარი საბასთვის)

ასევე, შემოწიროთ თანხა პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/198-family/

თქვენ, ასევე, შეგიძლიათთანხისგადარიცხვასწრაფიგადახდისტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი.

მეგობრებო, მოდით ვაჩუქოთ ჩვენი სითბო და სიყვარული ამ ბიჭუნას! ბავშვები ხომ, - როგორც უფალი ამბობს, - მიწიერი ანგელოზები არიან!