მას ხშირად ესიზმრება გარდაცვლილი შვილი და გული ტირის - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მას ხშირად ესიზმრება გარდაცვლილი შვილი და გული ტირის

page info icon
2019 ივნისი 27
page info icon
2959
ეს ლანა ლეჟავაა 75 წლის, გარდაცვლილი შვილის დედა, უსინათლო, მარტოხელა...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
423 ₾
( 44 დონორი )
დასრულებულია

მეგობრებო, გაიცანით - 75 წლის მუსიკის მასწავლებელი ლანა ლეჟავა, რომელმაც მხედველობა დაკარგა! მას თითქმის ყოველდღე ესიზმრება მისი ვაჟი, რომელიც 28 წლის წინ გარდაიცვალა. „დედა,  ძალიან მომენატრე“, - გამუდმებით ჩაესმის ხანდაზმულ ქალს გარდაცვლილი შვილის ხმა. 

ლანა ლეჟავა ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს მარტოდმარტო. მას ჭიქა წლის მიმწოდებელიც კი არ ჰყავს, თუმცა ისწავლა დამოუკიდებლად გადაადგილება, საჭმლის მომზადება, საკუთარი თავის მოვლა.

ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ მას:

-რა დაემართა თქვენს შვილს?

ლანა ლეჟავა: 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთში წავიდა და რაღაც პერიოდი იქ ცხოვრობდა. საუბედუროდ, მოიწამლა და გარდაიცვალა. ღმერთო, როგორ მიყვარდა! ახლა არც შვილი მყავს და არც შვილიშვილი....სრულიად მარტო ვარ!

-რომელ წელს დაკარგეთ მხედველობა?

ლანა ლეჟავა: 1981 წელს ავტოავარიაში მოვხვდი, ძლივს გადავრჩი ცოცხალი. აი, სწორედ მაშინ დავკარგე მხედველობა. სანამ ჩემი შვილი ცოცხალი იყო, მივლიდა, ეზოში გამიყვანდა, საჭმელს გამიკეთებდა...

 -ამჟამად როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ლანა ლეჟავა:  სუსტად ვარ, მაღალი წნევა მაწუხებს, თავის ტკივილები დამეწყო საშინელი...

- შვილი ხშირად გესიზმრებათ?

ლანა ლეჟავა:  ძალიან ხშირად. მეუბნება - წამოდიო, მაგრამ ყველაფერი უფლის ნებაა...

-როგორია თქვენი „შემოსავალი“?

ლანა ლეჟავა:  პენსია - 200 ლარი და სოციალური შემწეობა - 50 ლარი. ძირითადად, წამლებში მეხარჯება ეს ფული, ხანდახან საჭმლის ფულიც არ მრჩება...

-რა არის თქვენი ოცნება?

ლანა ლეჟავა:  რა ოცნება უნდა ჰქონდეს უსინათლო ხანდაზმულ ქალს? ამიტომ პირდაპირ გიპასუხებთ - ვოცნებობ, რომ რაც შეიძლება მალე შევხვდე ჩემს შვილს!

მეგობრებო, ლანა ლეჟავა საზოგადოების მხარდაჭერას საჭიროებს. მან უამრავი სირთულე გადაიტანა ცხოვრებაში, მაგრამ გაუძლო. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ მას გაუწვდით დახმარების ხელს! იგი საჭიროებს მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საკვებ პროდუქტებს, მაცივარს.

შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლანა ლეჟავა). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

კეთილი ადამიანი ეს იგივეა, რაც სინათლე გვირაბის ბოლოს!

 

მსგავსი პროექტები: