ოთხ კედელში გამომწყვდეული..! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ოთხ კედელში გამომწყვდეული..!

page info icon
2019 სექტემბერი 18
71 წლის ლენა კოჭუაშვილისთვის თავისი ორ ოთახიანი ბინა მთელ სამყაროდ იქცა..!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
182 ₾
( 18 დონორი )
დასრულებულია

მოხუცებულ, ავადმყოფ ქალბატონს წყლის მიმწოდებელიც არ ჰყავს. 7 წელია, რაც გადატანილი ინსულტის გამო, საწოლიდან გაჭირვებით დგება. უკანასკნელად გარეთ როდის გავიდა აღარც კი ახსოვს. შაქრიანი დიაბეტი და მაღალი წნევა კი მის ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. 
არ შეიძლება ამ ქალით არ აღფრთოვანდე! ყველაფერთან ერთად, თავს იმაში იდანაშაულებს, რომ ზრდასრულ, ავადმყოფ შვილზე ვერ ზრუნავს, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს.
და ახლა, ეს კეთილი მოხუცი, თვითონ, როგორ არასდროს ისე საჭიროებს ჩვენს დახმარებას. 
„ჩემი მაცივარი ცარიელია, რამდენიმე დღეა რაც ვშიმშილობ“, - გვითხრა ლენა კოჭუაშვილმა. სხვადასხვა სახის დაავადებების გამო, მას ბევრი რამის გახსენება უჭირს, მათ შორის მისი საყვარელი მეუღლის გარდაცვალებაც არ ახსოვს, მაგრამ საუკეთესო მომენტები ჯერ არ დავიწყებია...
ლენა კოჭუაშვილი მცირე ასაკში, გარიგებით გაათხოვეს, მაგრამ ოჯახური ცხოვრებით ბედნიერი იყო. ქმარს სიყვარულით იხსენებს. მათ ბიჭი და გოგო ეყოლათ. დღეს დღეობით, გოგო იძულებულია ავადმყოფ ქმარს მოუაროს, ამიტომ დედას და ძმას ხშირად ვერ ნახულობს. 
ისინი მუხიანში ცხოვრობენ. მაცივარი და გაზქურა ახალგაზრდობაში იყიდეს, იმ წლებში, როდესაც შესაძლებლობა ჰქონდათ რაიმე ეყიდათ. ახლა კი ფული, იმისთვისაც არ ჰყოფნით, რომ მაცივარი პროდუქტებით შეავსონ.
ლენა კოჭუაშვილი: ჩვენ მხოლოდ პურის ჭამით გაგვაქვს თავი, ხორცის გემო აღარც გვახსოვს... ჩვენ მისი ყიდვა არ შეგვიძლია. კარაქი ბოლოს მაშინ ვჭამე, როდესაც ჩერნოვეცკის ფონდის სოციალური პატრული საჭმელს არიგებდა. ისეთი მადლიერები ვართ მათი! ადრე კარტოფილსა და მაკარონს უბნის მაღაზიიდან ვიღებდით ნისიად, ახლა კი ისიც დაიხურა. ვინ მოგვცემს ახლა საკვებს... შიმშილით ვიხოცებით. 
-პენსია ხომ გაქვთ, სოციალური შემწეობა, შვილის პენსია, როგორ ანაწილებთ ხარჯებზე?
ლენა კოჭუაშვილი: ჩემო გოგო, განა ეს საკმარისია? ყველაფერი გაძვირდა, ეს ფული მხოლოდ პურის საყიდლად და კომუნალურების გადასახდელად თუ გვყოფნის. ყოველ ჯერზე, როდესაც ნისიად ვიღებდით პროდუქტებს, ჩემი ბიჭი თავისი პენსიით იხდიდა ამ ვალს. საკვები პროდუქტების გარდა, სასიცოცხლოდ გვესაჭიროება მედიკამენტები და ექიმთანაც ვერ წავსულვარ, დანიშნულების მისაღებად... ან რომ დამინიშნოს წამლები, როგორ ვიყიდი? წნევის წამალსაც გაჭირვებით ვყიდულობთ. თან დიაბეტი მაქვს და სპეციალური კვება მესაჭიროება, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს, შესაბამისად ჩემი ჯანმრთელობაც უარესდება. აი, ავდგები, რამდენიმე ნაბიჯს გადავდგამ და ფეხს ვეღარ ვიმორჩილებ, ჩემ ბიჭის ვეძახი, საწოლამდე რომ მიმიყვანოს... ეს პამპერსები კი, ისე მრცხვენია, მაგრამ რა ვქნა, მათ გარეშე ძალიან მიჭირს... ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა... არ ვიცი როგორც გავუმკლავდე ყველაფერ ამას...
-ნათესავებიდან ვინმე გეხმარებათ?
ლენა კოჭუაშვილი: ჩემი და! ხანდახან, როდესაც სცალია მოდის, მასაც ხომ ოჯახი ჰყავს, მაგრამ ბედი ანაბარა არ მტოვებს. ხან სახლს მილაგებს, წვნიანს მიმზადებს, შიმშილით რომ არ მოვკვდეთ... ჩემი ერთადერთი იმედი, ჩემი დაა! ჩემი გოგონა კი, ისიც გაწვალდა! საბრალო, ავადმყოფ ქმარს უვლის და ჩვენთან ხშირად მოსვლას ვერ ახერხებს...
-ამდენი რამ გამოიარეთ ცხოვრების გზაზე, რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს,?
ლენა კოჭუაშვილი: არ ვიცი! აი, ვცხოვრობდი, ჩემთვის, ოჯახისთვის, ცუდს არაფერს ვაკეთებდი, ამ სიბერემ კი რა დღეში ჩამაგდო?.. - ლოგინად ჩამაგდო და ახლა თქვენ, კეთილ და დიდსულოვან ადამიანებს, დახმარებას გთხოვთ. ღმერთს შევთხოვ, ქველმოქმედ ადამიანებს დაეხმაროს, ის ხომ ყველაფერს ხედავს, მე მჯერა ამის! 
ჩვენი მოხუცი და ავადმყოფი ბენეფიციარი, რომელიც ერთდროულად ტკივილებისგან და გაჭირვებისგან იტანჯება, დახმარებას გთხოვთ. ღმერთმა არ ქნას, სიბერეში ჩვენც ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ!
თუ არ შეგიძლიათ, მატერიალურად დაეხმაროთ ამ ქალბატონს, გადააზიარეთ ეს ისტორია. ასე, თქვენ კეთილი საქმის თანაზიარი იქნებით!
ჩვენი ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლენა კოჭუაშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).