დედამ ჩვენი მესამე და დაახრჩო, მამამ კი ვეღარ გაუძლო და მალევე, მას გადაჰყვა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედამ ჩვენი მესამე და დაახრჩო, მამამ კი ვეღარ გაუძლო და მალევე, მას გადაჰყვა

page info icon
2021 იანვარი 8
კითხვაზე - „შეგიძლიათ, რამე კარგი გაიხსენოთ?“ გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს. მათ ცხოვრებაში ერთი ნათელი მოგონებაც კი არ აქვთ, არადა, ისინი უკვე ზრდასრულები არიან: ანა 17 წლის არის, ბარბარე კი 16-ის. მათ დედა არ ახსოვთ, მამასაც ძლივს იხსენებენ; ახსოვთ ბებია - მოხუცი, ავადმყოფი... ეს ერთადერთი ახლობელი ადამიანი მათ ხელებში ჩააკვდათ. ეს საახალწლო ამბავი არ არის; ის ვერც სულს გაგვითბობს და ვერც ამ დების წარსულის შეცვლას შეგვაძლებინებს, მაგრამ იქნებ, მათი მომავალის შეცვლა შევძლოთ… ვინ იცის? შობის წინა დღეებში ხომ სასწაულები ხდება? ტრაგედია მაშინ დაიწყო, როდესაც ანას და ბარბარეს და შეეძინათ... დიახ, არ მოგესმათ! კვების დროს, მათმა დედამ ბავშვი დაახრჩო. „ალბათ შემთხვევით“, - ამბობს ანა. „ან შეიძლება, არა...“, - ამატებს ბარბარე. 2006 წელს, მათი დედა 9 წლით დააპატიმრეს. მას შემდეგ, ის გოგონებს აღარც უნახავთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,305 ₾
( 267 დონორი )
დასრულებულია

„ის უკვე გამოუშვეს და ახლა თავისუფალია. სადღაც ცხოვრობს, არ ვიცით... მან ჩვენი ნახვა აღარ ისურვა და სიმართლე გითხრათ, ის აღარც ჩვენ გვახსოვს.“

მამა 2010 წელს გარდაიცვალა. ვეღარ გაუძლო. „დღემუდამ ტიროდა, - ამბობს ბარბარე. - მე ის ასეთი მახსოვს.“

პატარა გოგონები, ბებიასთან ერთად, მარტო დარჩნენ. მოხუცი ბებია ლოგინად ჩავარდა და პატარა გოგონებმა მისი მოვლა ისწავლეს; „მაგრამ ასე უკეთესი იყო. ჩვენ მარტო არ ვიყავით, საყვარელი ადამიანი გვყავდა“, - ამბობს ანა.

სამი წლის წინ, გოგონებს ბებიაც ხელებში ჩააკვდათ და ისინი ძველ, დანგრეულ სახლში სრულიად მარტო დარჩნენ. „აი, კნუტები შევიფარეთ. ვინმე ცოცხალი მაინც გვყავს გვერდით.“

გოგოებო, მოდით, თქვენზე ვისაუბროთ. როგორ ცხოვრობთ?

  ანა (17 წლის):რადგან უფროსი ვარ, მოდით, მე დავიწყებ. მე და ჩემი და მარტო დავრჩით. უკვე 3 წელია, სულ მარტო ვცხოვრობთ. დედა არ გვახსოვს, მამა - ძლივძლივობით... დედაზე ამბობენ, რომ მან ჩვენი და დაახრჩო, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა. ასეთ რამეს დედა ვერ იზამს, ხომ ასეა?

  ბებია კარგად გახსოვთ?

  ანა:მოხუცი იყოდა ავადმყოფობდა. სულ ტიროდა. ამბობდა, მე რომ მოვკვდები, ობლებს, რა გეშველებათო? მას მე და ბარბარე ვუვლიდით. როდესაც ძალიან ცუდად გახდა, სკოლაში სიარულიც კი შევწყვიტეთ. რომ გარდაიცვალა, ჩვენი მეურვე ბიძა გახდა, მაგრამ ისიც ავად შეიქნა - თავზე სჭირდა რაღაც და საავადმყოფოში წაიყვანეს. ჩვენ ისევ მარტონი დავრჩით... მერე, ვიღაც სხვა მეურვე დაგვინიშნეს... ის იშვიათად გვნახულობდა. ახლა, ჩვენზე მხოლოდ ერთი კეთილი მეზობელი ზრუნავს - დეიდა იზო. ის ყველაზე კეთილი ქალია და რომ გავიზრდები, მინდა, მას დავემსგავსო!

საერთოდ, რას საქმიანობთ?

  ანა: ყველაზე მეტად წიგნების კითხვა და ტელევიზორის, სერიალების ყურება გვიყვარს. იქ ყველაფერი ისეთი ლამაზი და კარგია. დილას ვიღვიძებთ, რაც გვაქვს, იმას ვჭამთ; თუ არაფერია, იზო დეიდასთან მივდივართ. ის გვათბობს, ჩაის გვასმევს, გვაჭმევს. ის ჩვენთვის დედასავით არის, ძალიან ტკბილია. საოჯახო საქმეებს - დალაგებას, საჭმლის კეთებას გვასწავლის.

  შენ და შენი და რაზე ოცნებობთ? გაქვთ ოცნებები?

  ბარბარე (16 წლის): გვინდა, ბედნიერები ვიყოთ...

  რა არის ბედნიერება, ბარბარე?

  ბარბარე:ბედნიერება - ეს... ბედნიერებაა, როცა… არც კი ვიცი…

  ბედნიერები როდის იყავით? შეგიძლიათ, ასეთი დღე გაიხსენოთ?

  ანა:არ მახსოვს… ალბათ, ძალიან პატარები ვიყავით და არ დაგვამახსოვრდა.

  ბარბარე: მე კიყველაზე ბედნიერი ცხოვრებაში ერთადერთხელ ვიყავი! ჩემს დაბადების დღეზე! ტორტი მქონდა! ნამდვილი! ფოტოს ახლავე გაჩვენებთ! წარმოგიდგენიათ? ნამდვილი დაბადების დღის ტორტი!

  შენ რა, დაბადების დღე არასდროს გადაგიხდია?

  ანა: რა დაბადების დღე? ზოგჯერ, ისიც კი არ ვიცოდით, რა დღე იყო. აი, ბარბარეს კი, წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, 17 დეკემბერს, დაბადების დღე ჰქონდა და ჩვენმა მეზობელმა, ყველაზე კეთილმა იზო დეიდამ და მისმა შვილმა, თიკომ, ტორტი მოგვიტანეს! ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ!

  სანთლის ჩაქრობისას, სურვილი თუ ჩაიფიქრე?

  ბარბარე: დიახ,ჩავიფიქრე! როდესაც გავიზრდები, მინდა, იზო დეიდას დავემსგავსო! მინდა, მასავით კეთილი ვიყო და მასავით ვახარებდე ბავშვებს, რომლებსაც მშობლები არ ჰყავთ.

  ახლა მითხარით, რა გჭირდებათ პირველ რიგში იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს?

  ანა:იცით, ჩვენ უკვე დიდები ვართ, სათამაშოები და ნაირ-ნაირი სამშვენისი არ გვჭირდება, მაგრამ სარეცხი მანქანა, მაცივარი და გაზქურა ძალიან გვჭირდება. ასევე, კარგი იქნება, ახალი საწოლები რომ გვქონდეს. რაზეც ახლა გვძინავს, ისინი უკვე იშლება. ერთზე ბებია გარდაიცვალა და როდესაც დასაძინებლად ვწვები, სულ ეგ მახსენდება.

  ბარბარე, შენ რაზე ოცნებობ?

  ბარბარე: იცით, მე და ჩემს დას ძალიან გვიყვარს ფილმების ყურება...ნეტავ, ლამაზი ტელევიზორი გვქონდეს! ტელეფონებიც ძალიან გვჭირდება. ვიცი, არ გამოვა, მაგრამ იქნებ ვინმეს ზედმეტი ჰქონდეს და გვაჩუქოს?

  ანა:კიდევ ერთი სურვილი შეიძლება?

  რა თქმა უნდა, გოგოებო. არ მოგერიდოთ, გვითხარით.

  ანა:ვიცი, ჩვენს ამბავს ბევრი წაიკითხავს! მინდა, მათ საახალწლო სურვილები და მოკითხვა შევუთვალო. მინდა, რომ დედ-მამა გვერდით ყველას გყავდეთ! და თუ არ გყავთ, მაშინ ის ადამიანები გყოლოდეთ გვერდით, ვინც თქვენს თავს არავის დააჩაგვრინებს! მინდა, სიყვარულში იზო დეიდასაც გამოვუტყდე! ის ჩვენთვის დედასავით გახდა!

  ბარბარე: დიახ, იზო დეიდა, ძალიან გვიყვარხარ! და დიდი მადლობა ყველაფრისთვის! ჩვენ ყველა კეთილი ადამიანიც გვიყვარს! თქვენს ფონდში, ყველას მოკითხვა და ვინც ამას კითხულობს, ყველას გილოცავთ ახალ წელს!

***

აი, ეს საახალწლო ზღაპარიც დასრულდა, ხოლოვინც მოისმინა - კარგად მოქცეულა!სამწუხაროდ, თუ მხოლოდ მოვისმინეთ, ეს არანაირ სარგებელს არ მოიტანს. მოქმედებაა საჭირო და რაც მალე, მით უკეთესი!

ბარბარეს და ანას ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ, მეგობრებო! ისინი საშინელ სიღარიბეში, სიცივესა და შიმშილში ცხოვრობენ, მაგრამ მათ სასწაულებისა და უცხო ადამიანების სიკეთის რწმენა არ განელებიათ!  

მათ არ სჯერათ თოვლის ბაბუის, მათ არასდროს მიუღიათ საჩუქრები, არასდროს ყოფილან ბედნიერები, მაგრამ მათ მაინც სწამთ, რომ ბედნიერება, ოდესმე, მათ კარზეც დააკაკუნებს! ან იქნებ, ამ დების ბედნიერება თქვენ ხართ? მათ ხომ ბედნიერებისთვის ცოტა სჭირდებათ: ახალი საწოლები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა ცარიელი სახლისთვის, საკვები და ტანსაცმელი.

ბარბარე და ანა ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები იქნებიან.

მათი მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მათი მისამართია: ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძმუისი. ტელეფონი:595 76 80 98

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ გოგონების გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: #GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:ბარბარე და ანა ერაძეები). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდისმეშვეობითაც.

  თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, დებს - ბარბარე და ანა ერაძეებსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: