ბავშვების ახდენილი სურვილები
ერთი გასაყოფი ველოსიპედი კი არა, ჩვენ-ჩვენი გვაქვს ორივეს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გოჩას! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
გოჩა: რა მაგარია! ველოსიპედი რომ დავინახე, მეგონა, რომ ორივეს ერთი მოგვიტანეთ! რიგრიგობით რომ ვისეირნოთ, მე და ჩემმა ძმამ! მაგრამ, მეც მაჩუქეთ! ახლა, შეჯიბრსაც ვმართავთ, ხოლმე! მაგარია! ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ორი ველოსიპედი შეიძლება გვქონოდა ოჯახში! როგორ მიყვარხართ! ღმერთო ჩემო! სულ ასეთი გახარებულები ყოფილიყავით, როგორიც ახლა მე ვარ!
ჩემი ახალი ველოსიპედისთვის სახელს მომაფიქრებინებთ?
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ბექას! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
ბექა: ჩემო კარგო! ჩემო ლამაზო, ჩემო საყვარელო... როგორ მიყვარხარ... თქვენ არა, ჩემს ახალ ველოსიპედს ვეუბნები! მოდით, გაგაცნობთ! როგორ ფიქრობთ, ველოსიპედს სახელი უნდა დავარქვა? თუ, სისულელეა? სიგიჟემდე მიყვარს! დაბადებიდან ვოცნებობდი ველოსიპედზე! უფრო სწორად, დაბადებიდან კი არა, რაც ფეხი ავიდგი. ყველა ბავშვს ჰქონდა ველოსიპედი, მე კი - არა! ახლა კი, მაქვს და თანაც, ძალიან მაგარი! ყველაზე ბედნიერი ბიჭი ვარ ახლა, მადლობა ყველას!
თიკას ყველაზე დიდი ოცნება აუხდა!
თიკა: ახლა, ყველაზე ბედნიერი გოგო ვარ! ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნება ახდა - ტელეფონი მაქვს! ახლა, სურათების გადაღება შემიძლია, მეგობრებთან საუბარი და დედაჩემთან დარეკვა, რომ ვუთხრა: „დე, მალე მოვალ, არ ინერვიულო“.
- ახლა, რაზე ოცნებობს უბედნიერესი გოგო?
თიკა: კარგი იქნება, ლამაზი კაბები და ფეხსაცმელი რომ მქონდეს. და მორჩა, სახიდან ღიმილი არ მომშორდება!
მაქსს სანუკვარი ოცნება აუხდა - ის ახლა, ყველაზე მაგარი ბიჭია!
მაქსი: ასეთ მაგარ ტელეფონზე ვერც ვიოცნებებდი! როდესაც გეუბნებოდით, რომ ტელეფონი მინდოდა, ვგულისხმობდი რამე უბრალოს, ძველს. რას წარმოვიდგენდი, რომ მოდელსაც კი გამოიცნობდით! ეს ხომ, პოკოა! ყველაზე მაგარი ტელეფონი! ღმერთო, ღმერთო, როგორ მიხარია! მადლობა ყველას! მინდა, ყველას რომ ჩაგეხუტოთ. თქვენც ყველა ოცნების ახდენას გისურვებთ!
შემომხედე, ხომ ვარ ძალიან მაგარი ბიჭი?!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ირაკლის! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ირაკლი: შემომხედე, როგორ მიხდება ველოსიპედი! რა მაგარია, რა ლამაზია, ღმერთო! მალე კარგად ტარებას ვისწავლი და ზედმეტ ბორბლებსაც მოვხსნი, ა-ა-ა-ი, მაშინ მოდი და შემომხედე! იტყვი: "ოჰ, რა სწრაფი და მაგარი ბიჭია"! დიახაც! ასეთი ვარ! მადლობა ყველას, ვისი დამსახურებითაც ასეთი მაგარი გავხდი!
ყველაზე კეთილმა ქართველებმა ჩემი ოცნება მაჩუქეს!
დაჩი: ამ ყუთის გახსნისაც კი მეშინოდა... რომ არ იდოს, ის რაც უნდა იდოს? იქნებ, ეს ხუმრობაა? არაა ხუმრობა? მართლა მაჩუქეთ ტელეფონი? ახლა, სულ ჩემი იქნება? და მულტფილმების ყურებას შევძლებ? დედიკო მეუბნებოდა, რომ თქვენ სხვებივით არ ხართ, რომ რასაც ამბობთ, აუცილებლად აკეთებთ... მე კი, სულელმა, არ დავუჯერე! ყველას, გთხოვთ, ყველას გადაეცით ჩემგან, რომ "აი, ამხელაზე" ბედნიერი ვარ!
მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურეთ ჩვენს ახალ ტელევიზორში!
ლუკა: ვგიჟდები ფეხბურთზე, მესის გულშემატკივარი ვარ. თქვენ ვერც კი წარმოდიგენთ, რამხელა ბედნიერებაა მისი თამაშის ყურება საკუთარ ტელევიზორში. ადრე, მეზობლებს ვთხოვდით: „შეიძლება, თქვენთან ვუყუროთ? შეიძლება, თქვენთან მოვიდეთ და ვუყუროთ?" ახლა კი, ყველაზე უზარმაზარი ტელევიზორი ჩვენ გვაქვს. ყველაზე ფერადი და ყველაზე ლამაზი!
- ესე იგი, შევძელით შენი ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულება?
ლუკა: კი, ეს უფრო მაგარია, ვიდრე ჩემპიონატის ცოცხლად ყურება! შემდეგს, ალბათ, ესე ვერ ვუყურებ - ჯერ მაინც პატარა ვიქნები. მაგრამ ჩემპიონატს, რომელიც 12 წლის მერე გაიმართება, აუცილებლად სტადიონზე დავჯდები და ისე ვუყურებ! როგორ ფიქრობ, მესი მაშინაც ითამაშებს თუ უკვე ძალიან ბებერი იქნება?
ყველა ჩემი სათამაშო გატეხილია, ბურთიც კი!
ავთანდილი: როცა ჩემი ძმა მეზღვაური გახდება, და ხელფასი ექნება, თქვენ აღარ გთხოვთ, ეს მინდა, ის მინდაო. მაგრამ ამას, უჰ, რამდენი წელი უნდა ველოდო? ის ახლა 14 წლისაა. იმდენი წელი უნდა ისწავლოს, რამდენიც თითები მაქვს ხელზე! მე კი ახლა მჭირდება ნორმალური სათამაშოები. ბურთი, ველოსიპედი და პლანშეტი. თორემ, მერე რომ გავიზრდები იქნებ არაფერიც არ დამჭირდეს.
„ვოცნებობ, შავი ველოსიპედი და სკეიტი მქონდეს. ჯართი რომ შევაგროვო და ჩავაბარო, ფული არ მეყოფა საყიდლად?“
გაბრიელი (8 წლის): „ველოსიპედსა და სკეიტზე ვოცნებობ. უჰ, როგორ მინდა შავი ველოსიპედი. ყველა ჩემს მეგობრებს აქვს. მთხოვნიან ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ მერიდება, რომ ვთხოვო. ჩემმა მეგობარმა მითხრა, დედამ ხელფასი რომ აიღო, მაშინ მიყიდაო. ჩემი დედიკო კი არ მუშაობს და ხელფასს ვინ მისცემს? ნეტავ, ძვირი ღირს ველოსიპედი? ჯართი რომ ჩავაბარო, ის ფული ველოსიპედის საყიდლად საკმარისი არ იქნება? ოღონდ, დედას არ უთხრა (მიმართავს კორესპონდენტს), ჯართის შეგროვებას რომ ვაპირებ. შარშან, ჯართს ვაგროვებდი, 3 მარტს დედისთვის ყვავილები რომ მეყიდა, რაღაც ჟანგიანი რკინის „წვეტი“ შემერჭო ხელში და სისხლი წამოვიდა.
რომ დავინახეთ, ჩვენი ყველა სხვა სურვილი გადაგვავიწყდა, მართლა!
„მე... ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ბედნიერები მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა. ალბათ, ახლა, ჩვენთან ერთად მასაც უხარია. ვცდილობთ, ფრთხილად ვიაროთ, მამა რომ არ ვანერვიულოთ. თორემ, ძალიან განიცდის, თუ გადმოვვარდებით. შენც გქონდა ბავშვობაში ველოსიპედი? ხო? მაშინ, ალბათ არ გჭირდება იმის ახსნა, რამხელა ბედნიერება არის! რომ დავინახეთ, ჩვენი ყველა სხვა სურვილი გადაგვავიწყდა, მართლა!“
ობლებს, რომლებმაც დაკარგეს დედა, ჩვენგან ბევრად მეტი ყურადღება სჭირდებათ, ვიდრე ვინმე სხვას. მთელმა საზოგადოებამ უნდა შევუვსოთ ეს სიცარიელე და დანაკარგი. ჩვენი აზრით, ვეკუების ოჯახის შემთხვევაში, ეს გამოგვივიდა. თითოეული მათი ღიმილი, მათი სიცილი და მათი ნატკენი მუხლებიც კი, გარკვეულწილად საამაყოა ჩვენთვის.
აღარასდროს ვეტყვი დედიკოს, რომ სადმე წასვლა მეზარება!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა თამაზს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
თამაზი: ნუთუ, მართლაც ასე ხდება? ნუთუ, ოცნებები სრულდება? ჩემისთანა ღარიბი ბიჭის ოცნებებიც კი? თუ განსაკუთრებულ ადამიანებს უნდა გააგებინო შენი სურვილი? დიდი მადლობა, "განსაკუთრებულო ადამიანებო", რომ მომისმინეთ და ამიხდინეთ ჩემი ოცნება!
გაიცანით ნიკოლოზის ახალი მეგობარი - ველოსიპედი!
ნიკოლოზი: ნახე, ჩემს ველოსიპედს კიდევ ორი ბორბალი აქვს, დამატებითი. იცი როსთვის? რომ არ ჩამოვვარდე. რომ ხელები აი ასე გავშალო.
- შენ მაგარი ბიჭი ხარ. და თოვლის ბაბუას რას სთხოვდი?
ნიკოლოზი: 2023 წელს მე სკოლაში უნდა წავიდე და თოვლის ბაბუას სასკოლო ჩანთას, ბევრ ფერად ფანქარს და სახატავ რვეულებს ვთხოვ!
|