ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ღმერთო, დალოცე ყველა, ვინც ამ სიტყვებს კითხულობს!

ღმერთო, დალოცე ყველა, ვინც ამ სიტყვებს კითხულობს!

შეგროვებულია:
992.18 ₾
(დონორი: 117)

 იცით, რის თქმა მინდა თქვენთვის? ამ ბოლო დროს, იშვიათად ვახსენდებოდი ვინმეს. არავის ვჭირდებოდი და ასე, მშიერი და გაყინული ვატარებდი ჩემს უკანასკნელ დღეებს. ჩემს შვილს თავად არ ჰქონდა საჭმელი, საღამოს ცოტა მაინც რომ გადაედო ჩემთვის. ეს არის ცხოვრება? დედის გული როგორ არ გასკდა, არ ვიცი.
არაფერი გვქონდა - არც საკვები, არც წამლები. ჩემი მობილური ტელეფონი კი, უკვე ლამის ასი წლისაა, ამიტომაც ხშირად ითიშება. ვფიქრობდი, რა მოხდება, უცებ ცუდად თუ  გავხდი და ვერ დავურეკე ვერც ჩემს შვილს, ვერც სასწრაფო დახმარებას? როგორ ამბობენ? სინათლე გვირაბის ბოლოს? ის არსებობს! თქვენ გამოჩნდით როგორც სინათლის სხივი  და თქვენი სიკეთითა და სიყვარულით, გაანათეთ ჩემი ცხოვრება. უკვე ვფიქრობდი, რომ დავიმსახურე ეს ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ თქვენ დამიბრუნეთ რწმენა, რომ ცოტათი მაინც ვიმსახურებ ბედნიერებას, გამახსენეთ ჩემი საყვარელი საჭმლის გემო და იმედი მაჩუქეთ, რომ მარტო არ ვარ. გვერდში მიდგას მთელი საქართველო, მსოფლიოში ყველაზე კეთილი ხალხი! ღმერთო, შენ დალოცე და დაიფარე ყველა, ვინც ამ სიტყვებს კითხულობს!