ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თორნიკეს ყველა სურვილი აუხდა!

თორნიკეს ყველა სურვილი აუხდა!

შეგროვებულია:
1,113.61 ₾
(დონორი: 147)
თორნიკე: პლანშეტი რომ მომცეს და მითხრეს, რომ კეთილმა ადამიანებმა მაჩუქეს, ტირილი დავიწყე. წიგნიც რომ მაჩუქეს, კიდევ უფრო გამიხარდა. იცით, მერე რა მოხდა?
-  მოდი, გამოვიცნობ! კიდევ გაგახარეს?
თორნიკე: კი! მითხრეს: „თორნიკე, გადი ეზოში, იქ რაღაც გელოდებაო“. გავიქეცი და იქ ულამაზესი ველოსიპედი დამხვდა! მაშინვე კი არ დავჯექი, ჯერ ჩავეხუტე! იცით, საერთოდ აღარ დამრჩა სურვილები! არა, ერთი მაინც დამრჩა. ახლა, მჭირდება ახალი ფეხსაცმელი, ველოსიპედით რომ ვიარო!