- ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი ეძებს კორექტორს/მთარგმნელს (ქართული/რუსული) - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი ეძებს კორექტორს/მთარგმნელს (ქართული/რუსული)

ხელფასი - 600 დოლარი ლარში ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ხელფასის გაცემის დღეს. სტაჟირება - ერთ თვემდე, ანაზღაურება 500 დოლარი.

მოვალეობები:

  • ტექსტების (წერილების, პოსტების, ვიდეორგოლების ტიტრების, საბუთების) კორექტირება პუნქტუაციური და ორთოგრაფიული შეცდომების, სტილისტური და აზრობრივი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

  • ტექსტის განლაგების ტექნიკური წესების დაცვა;

  • საქველმოქმედო თემატიკის სტატიების წერილობითი თარგმანი.

  • აზრობრივი და სტილისტური ხარვეზების აღმოფხვრა.

მოთხოვნები:

● უმაღლესი სპეციალიზებული განათლება (ფილოლოგია, ლინგვისტიკა)

● გრამატიკის მაღალ დონეზე ცოდნა (რუსული და ქართული ენების გრამატიკისა და სტილისტიკის ცოდნა)

● მთარგმნელის/კორექტორის სამუშაო გამოცდილება, კორექტირების ტექნიკის ცოდნა

● კომპიუტერული უნარ-ჩვევები, MS Office-ის ცოდნა, აკრეფის მაღალი სიჩქარე

● ტექსტის კორექტირება და რედაქტირება

● კორექტორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

● ყურადღების, გრამატიკის ცოდნის, პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

პირობები:

● დისტანციური სამუშაო

პოტენციურ კანდიდატებს მოეთხოვებათ სატესტო თარგმანის შესრულება რუსულიდან ქართულ ენაზე.

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე mydreamwork999@gmail.com  სათაურით “კორექტორ-მთარგმნელი”