მთელი სკოლა დაეხმარა „უცნობ მეგობარს“! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მთელი სკოლა დაეხმარა „უცნობ მეგობარს“! image

მთელი სკოლა დაეხმარა „უცნობ მეგობარს“!

10 თვის წინ
სიახლეები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ჩერნოვეცკის ფონდმა რობერ შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებელში გრანდიოზული საქველმოქმედო აქციით აღნიშნა.


ყოველ ჯერზე ჩერნოვეცკის ფონდის აქცია „დაეხმარე უცნობ მეგობარს“ სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს და სულ უფრო მეტ გულისხმიერ ადამიანს აერთიანებს მთელ საქართველში. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისში, რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის 250-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში.

https://rschuman-europeanschool.edu.ge/

თითოეულმა მათგანმა კი სათამაშოს გარდა, გულის სითბოს ნაწილი აჩუქა ფონდის პატარა ბენეფიციარებს - ბავშვებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, შეჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახებიდან. 

კეთილი საქმეების კეთება ბევრად მარტივია, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ! არც ბევრი დრო, არც ბევრი ფული სჭირდება! ყველა ოჯახში არის სათამაშოები, რომლითაც ბავშვები დიდი ხანია არ თამაშობენ. ჩერნოვეცკის ფონდი მადლიერებით იღებს შემოწირულობას და შეგროვებულ ნივთებს მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს ურიგებს.

სიკეთის გრანდიოზულ დღესასწაულზე რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის ყველა მოსწავლე შეიკრიბა. ქველმოქმედებაში მონაწილეობა ამ საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ტრადიციულია. აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც პირველკლასელებმა, ასევე გამოსაშვები კლასის მოსწავლეებმა. აქტიურობდნენ მასწავლებლებიც და მშობლებიც.

ზოგიერთმა მოსწავლემ თავისი საყვარელი სათამაშოები მოიტანა. ზოგის მშობლებმა სრულიად ახალი იყიდეს, რათა გაეხარებინათ უცნობი მეგობრები შეჭირვებული ოჯახებიდან. ბიჭები მთელი გულით ჩუქნიდნენ მანქანებს, რობოტებს და თოფებს, გორიალაც კი მოიტანეს. გოგონებმა არ დაინანეს თოჯინები, ფუმფულა სათამაშოები, კუბიკები, წიგნები, გასაფერადებლები და ასევე... ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე პატარა ბენეფიციარს სიურპრიზი ელის - საბავშვო ეტლი.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა ნორჩი ქველმოქმედების დაჯილდოების ცერემონიალი. აქციის თითოეულ მონაწილეს გადაეცა მადლობის სიგელი გულუხვობისა და გულკეთილობისთვის! ბავშვები აღფრთოვანებულები იყვნენ და ერთმანეთს ტაშს უკრავდნენ, სანამ ხელისგულები არ ეტკინათ. მოსწავლეებმა მიიღეს დადებითი ემოციები და შესანიშნავი სადღესასწაულო განწყობა ჰქონდათ.

ჩერნოვეცკის ფონდი მადლობას უხდის რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის თანამშრომლებს და პირადად მის დირექტორს ხათუნა კერესელიძეს საქველმოქმედო დახმარებისთვის და აქტიური თანადგომისთვის.  მოუთმენლად ველით ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას. ვაქციოთ საქველმოქმედო დღესასწაულები საერთო კეთილ ტრადიციად!


ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები:

ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თუ არ დავეხმარებით, კიბომ შეიძლება პატარა ნატალია მოკლას! თურქმა ექიმებმა მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა ახლახან დაიწყეს! ყველას ერთად შეგვიძლია, ამქვეყნად ყველაზე საშინელი და ვერაგი დაავადების დამარცხებაში დავეხმაროთ! უფალო, გევედრებით, შეისმინე ჩვენი ლოცვა და შენი ანგელოზი გადაარჩინე!
ნამდვილი პატარა ქართველი, ნატალია, ყველა პროცედურას განსაკუთრებული სიმტკიცით უძლებს! უკვე უყვარს თურქეთის ონკოლოგიური კლინიკის ყველა ექიმს და მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობენ...
შეგროვებულია
11,252.95 ₾
დაეხმარა
648
მინდა დავეხმარო