როდესაც დედიკოს თავი ძალიან სტკივა, იმასაც კი ვერ ვახერხებ, რომ წამლები და წყალი მივუტანო. ის ცხარე ცრემლით ტირის და მასთან ერთად მეც ვტირი!.. ჩვენ ხომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს! მაგრამ ხშირად მასთან მისასვლელადაც არ მყოფნის ძალა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როდესაც დედიკოს თავი ძალიან სტკივა, იმასაც კი ვერ ვახერხებ, რომ წამლები და წყალი მივუტანო. ის ცხარე ცრემლით ტირის და მასთან ერთად მეც ვტირი!.. ჩვენ ხომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს! მაგრამ ხშირად მასთან მისასვლელადაც არ მყოფნის ძალა!

page info icon
2024 აპრილი 27
კარინა: „მე და ჩემი გოგონა ასე ვვარჯიშობთ ყოველდღე. ჩვენი მკურნალობაც სულ ეს არის! ხანდახან საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს! მე კი დახეული ფეხსაცმლით დავდივარ!“ „უბედურება კიდევ ის არის, რომ მეც საშინელი თავის ტკივილი მაწუხებს! კონსულტაციაზე წასასვლელად კი ფული არ მაქვს! ხანდახან განძრევაც არ შემიძლია... და გული მიკვდება, შვილს რომ ვუყურებ!“ შვილის ჯანმრთელობის გამო, რის გაკეთება შეუძლია დედას? რაზეა წამსვლელი? რამდენი დღე უნდა იშიმშილოს ან დახეული ფეხსაცმლით იაროს, ოღონდ თავის ერთადერთ სიხარულს არ მოაკლდეს რამე? ნეტავ, რამდენი ხნის განმავლობაში შეძლებს ჯოჯოხეთურ, მომაკვდინებელ თავის ტკივილებს ყურადღება არ მიაქციოს? „შვილი ჩემთვის მთელი სამყაროა. მის გარდა, არავინ მყავს, სრულიად მარტონი ვართ ამქვეყნად! არც კი ვიცი, თავის გატანას როგორ ვახერხებთ. მაგრამ ვფიქრობ, ღმერთს უყვარს ჩემი ჯულიეტა და არ მიგვატოვებს“.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,699 ₾
( 135 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

როდესაც დედიკოს თავი ძალიან სტკივა, იმასაც კი ვერ ვახერხებ, რომ წამლები და წყალი მივუტანო. ის ცხარე ცრემლით ტირის და მასთან ერთად მეც ვტირი!.. ჩვენ ხომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს! მაგრამ ხშირად მასთან მისასვლელადაც არ მყოფნის ძალა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

 „ვიცი, — მეუბნება მე, ანუ ფონდის კორესპონდენტს, კარინა, ჯულიეტას დედა, — ერთ მშვენიერ დღეს ის ნაბიჯების გადადგმას დამოუკიდებლად შეძლებს! აი, თქვენც მოხვედით, რომ დაგვეხმაროთ!..“

კარინა: „მე და ჩემი გოგონა ასე ვვარჯიშობთ ყოველდღე. ჩვენი მკურნალობაც სულ ეს არის! ხანდახან საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს! მე კი დახეული ფეხსაცმლით დავდივარ!“

 „უბედურება კიდევ ის არის, რომ მეც საშინელი თავის ტკივილი მაწუხებს! კონსულტაციაზე წასასვლელად კი ფული არ მაქვს! ხანდახან განძრევაც არ შემიძლია... და გული მიკვდება, შვილს რომ ვუყურებ!“

შვილის ჯანმრთელობის გამო, რის გაკეთება შეუძლია დედას? რაზეა წამსვლელი? რამდენი დღე უნდა იშიმშილოს ან დახეული ფეხსაცმლით იაროს, ოღონდ თავის ერთადერთ სიხარულს არ მოაკლდეს რამე? ნეტავ, რამდენი ხნის განმავლობაში შეძლებს ჯოჯოხეთურ, მომაკვდინებელ თავის ტკივილებს ყურადღება არ მიაქციოს?

 „შვილი ჩემთვის მთელი სამყაროა. მის გარდა, არავინ მყავს, სრულიად მარტონი ვართ ამქვეყნად! არც კი ვიცი, თავის გატანას როგორ ვახერხებთ. მაგრამ ვფიქრობ, ღმერთს უყვარს ჩემი ჯულიეტა და არ მიგვატოვებს“.

— დიდი ხანია ასე, მარტონი ცხოვრობთ? როგორ აღმოჩნდით მარტო?

კარინა: წელიწადზე მეტია, რაც მარტოდმარტონი დავრჩით. ჩემმა მეუღლემ მიგვატოვა. ერთ დღეს წავიდა ისე, რომ არც დაგვემშვიდობა!

ჯულიეტა (12 წლის): „ხშირად, დედიკოს თავი ძალიან, ძალიან სტკივა, მე კი იმასაც ვერ ვახერხებ, რომ წყალი მივუტანო. აუცილებლად უნდა ვისწავლო სიარული“

 „ახლა დედიკო ზრუნავს ჩემზე, მერე კი მე უნდა მოვუარო“

 „არაფრის მეშინია, როდესაც დედიკო ჩემ გვერდით არის!“

— როგორ ფიქრობ, რატომ სტკივა დედიკოს თავი?

ჯულიეტა (12 წლის): იმიტომ, რომ ექიმთან არასდროს დადის. მე დავყავარ, თვითონ კი არ მიდის. ყველაფერი ჩემთვის უნდა. თავისთვის კი ფული არ აქვს.

— ალბათ, ყველა დედა იქცევა ასე?

ჯულიეტა: არა-ა-ა, განსაკუთრებულია ჩემი დედიკო! ძალიან მიყვარს!

ჯულიეტა: „მინდა, ჩემ გარშემო მხოლოდ კარგი ადამიანები იყვნენ, ცუდებმა კი სხვებთან იმეგობრონ, ცუდებთან“

 „მგონი, ლამაზი გოგო ვარ. შენ როგორ ფიქრობ?“

— რას ნიშნავს კარგი ადამიანები“?

ჯულიეტა: ისინი, ვინც არ დამცინის იმის გამო, რომ არ შემიძლია სხვებივით სიარული.

— მაშინ ისიც ამიხსენი, „ცუდები“ რას ნიშნავს. ვინ არიან ისინი?

ჯულიეტა: ისინი, ვინც ყოველთვის ცდილობს, გული გვატკინოს. აი, მაგალითად, ვინმე თუ მეტყვის: „ფუ, რას გავხარ?!“ — ცუდია ასეთი ადამიანი და მასთან მეგობრობა არ შეიძლება. ისინი არიან ძალიან, ძალიან ბოროტები და უშნოები. კიდევ იცი, მათ არავინ უყვართ! შენც ნუ იმეგობრებ ასეთებთან (რჩევა მომცა გამომშვიდობების წინ).

ხვალ ლამაზ წითელ გულს დავხატავ და პირდაპირ ფონდში გამოგიგზავნი! ის ძალიან, ძალიან დიდ ბედნიერებას მოგიტანთ შენც და შენს მეგობრებსაც!!!

— ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ! ზოგიერთი ადამიანი იზრდება და მაინც ვერ სწავლობს ადამიანების ცნობას...

ჯულიეტა: იმიტომ რომ მე ვუყვარვარ ღმერთს!

— რის გაკეთება შეგვიძლია გოგონასთვის, რომელიც ღმერთს ასე ძალიან უყვარს?

კარინა: მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, არაფერი მჭირდება, რეაბილიტაციის კურსის საფასურის დაფარვის გარდა. ჩემმა გოგონამ უნდა ისწავლოს სიარული და ის ამას აუცილებლად შეძლებს. შესაძლოა, ეს მალე არ მოხდეს, შესაძლოა, ძალიან რთულიც იყოს ან იქნებ, ხელჯოხის დახმარებით, მაგრამ აუცილებლად უნდა შეძლოს. დაგვეხმარებით?

— ვფიქრობ, რომ გარდა ამისა, თქვენც გჭირდებათ გამოკვლევების ჩატარება. თავის ტკივილის მოთმენა არ შეიძლება. შესაძლოა, შეუქცევადი პროცესი დაგეწყოთ.

კარინა: რას ამბობთ! ჩემთვის არაფერს გთხოვთ, პროდუქტების ყიდვასაც მოვახერხებ. მზად ვარ, მშიერმა და დახეული ტანსაცმლით ვიარო, მაგრამ ჯულიეტასთვის გავაკეთებ ყველაფერს!

— ჯულიეტა, რადგან შენი დედიკო ასეთი პრინციპულია და არაფერს ამბობს, შენ გვითხარი, სახლში რა გჭირდებათ?

ჯულიეტა: მე გთხოვთ, დედიკო ექიმთან წაიყვანოთ, კიდევ, სახლში გემრიელი საჭმელი რომ გვქონდეს, ბე-ე-ე-ევრი იოგურტი, მაგალითად. სიგიჟემდე მიყვარს. მაგრამ ძალიან ძვირი ღირს. კიდევ, ტელევიზორი გვჭირდება. დანარჩენი კი, ყველაფერი გვაქვს აქ. კიდევ ერთი დიდი ოცნება მაქვს, ძალიან დიდი! მაგრამ არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, რომ ახდეს...

 „უბრალოდ, ძალიან მინდა, სიარული რომ შევძლო... დამეხმარეთ“

— მოდი, გამოვიცნობ... ალბათ, პლანშეტი გინდა?

ჯულიეტა: უი! როგორ გამოიცანი? რა ჭკვიანი ყოფილხარ! პლანშეტი კი არ მინდა, ჩემი ოცნებაა, მაბოდებს... როგორ უნდა ვთქვა სწორად? პლანშეტი თუ მექნება, ვიქნები უზომოდ ბედნიერი! 

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ჯულიეტას და მისი დედიკოს, კარინას, ისტორია წარმოუდგენელი სიყვარულის, სულიერი სიმტკიცისა და თავგანწირვის ისტორია გახლავთ. დედა ყველაფერზე მზად არის, ყველანაირი სირთულის მიუხედავად, უკეთესობისკენ რომ შეცვალოს შვილის ცხოვრება. ჯულიეტა კი, მიუხედავად იმისა, რომ უნარშეზღუდულია ფიზიკურად, სულიერად  უსაზღვროდ ძლიერი არის და სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება მთელი არსებით უნდა. მაგრამ ამ გულთბილ და კეთილ გოგონას თრგუნავს ყოველდღიური პრობლემები, რომელსაც ის და მისი დედიკო ვერაფრით უმკლავდებიან.

ამქვეყნად არსებობს წარმოუდგენელი ძალა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სირთულის დაძლევა, ეს ძალა სიყვარულია. მცირედი შემოწირულობაც კი, ჯულიეტას გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება და მის დედიკოს, კარინას, ცხოვრებას შეუმსუბუქებს. სწორედ ჩვენ, უბრალო ადამიანებს, ერთობლივი ძალებით უფლის ნების აღსრულება და სასწაულების მოხდენა შეგვიძლია.

მოდი, ვაკეთოთ სიკეთე და მივუახლოვდეთ ღმერთს. ბიბლიაში ხომ ნათქვამია: „მეფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ“ (მათე 25:40). გახსოვდეთ, რომ ერთად შეგვიძლია უკეთესობისკენ შევცვალოთ სამყარო და იმედი ვაჩუქოთ მათ, ვისაც ძალიან სჭირდება.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ახალციხე, დავით და კონსტანტინეს ქ. ბინა № 44.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ! 

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: შაშვერდიანების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 კორ.: ნინო  




ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: