SOS! მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალებისა და უმცროსი შვილის, გოჩას უმძიმესი დაავადების გამო, ოდესღაც ბედნიერი მრავალშვილიანი ქართული ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

SOS! მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალებისა და უმცროსი შვილის, გოჩას უმძიმესი დაავადების გამო, ოდესღაც ბედნიერი მრავალშვილიანი ქართული ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა!

page info icon
2024 აპრილი 16
სიკვდილი, ბავშვების შიმშილობა და სნეული ბავშვის არაადამიანური ტანჯვა... მეგობრებო, ჩვენ წილად გვხვდა ეს ყველაფერი, რათა ეს საბრალო ადამიანები გადავარჩინოთ! ამ საბრალო ბიჭუნას დედიკოსთან ურთიერთობა ენით აღუწერელია! მაია ყოველთვის გრძნობს, რა სტკივა მის შვილს და იმ წამსვე დააფრთხობს ხოლმე სიკვდილს, რომელიც მისი უსაყვარლესი შვილის წაყვანას ლამობს! მაიას ისეთი სიყვარულით არ უყვარს არცერთი შვილი, როგორითაც გოჩა! მისი ტკივილი მაიას ტკივილია! სამყარო ასეა მოწყობილი! რვა წლის განმავლობაში დედის ერთადერთი მიზანია, შვილი ნაწოლებისგან, პერიტონიტისა და სეფსისგან გადაარჩინოს... უნდა მიხვდეს, სად და რა სტკივა მის შვილს. გოჩას ხომ ლაპარაკი არ შეუძლია! ის მხოლოდ ჩუმად, ძალიან ჩუმად, დაჭრილი კნუტივით კვნესის! ცხოვრების უმეტესი ნაწილი გოჩამ საავადმყოფოში გაატარა. მაია კი მისი სიცოცხლისთვის მედგრად აგრძელებს ბრძოლას! ნაწოლების გამო ბავშვის კანი და კუნთები ნელ-ნელა კვდება, სხეულზე ჭრილობები აქვს, სისხლი სდის... სუსტი ნერვების მქონე ადამიანებმა არ ნახოთ!!!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
7,353 ₾
( 521 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
SOS! მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალებისა და უმცროსი შვილის, გოჩას უმძიმესი დაავადების გამო, ოდესღაც ბედნიერი მრავალშვილიანი ქართული ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

სიკვდილი, ბავშვების შიმშილობა და სნეული ბავშვის არაადამიანური ტანჯვა... მეგობრებო, ჩვენ წილად გვხვდა ეს ყველაფერი, რათა ეს საბრალო ადამიანები გადავარჩინოთ!

ამ საბრალო ბიჭუნას დედიკოსთან ურთიერთობა ენით აღუწერელია! მაია ყოველთვის გრძნობს, რა სტკივა მის შვილს და იმ წამსვე დააფრთხობს ხოლმე სიკვდილს, რომელიც მისი უსაყვარლესი შვილის წაყვანას ლამობს!

მაიას ისეთი სიყვარულით არ უყვარს არცერთი შვილი, როგორითაც გოჩა! მისი ტკივილი მაიას ტკივილია! სამყარო ასეა მოწყობილი!

რვა წლის განმავლობაში დედის ერთადერთი მიზანია, შვილი ნაწოლებისგან, პერიტონიტისა  და სეფსისგან გადაარჩინოს... უნდა მიხვდეს, სად და რა სტკივა მის შვილს. გოჩას ხომ ლაპარაკი არ შეუძლია! ის მხოლოდ ჩუმად, ძალიან ჩუმად, დაჭრილი კნუტივით კვნესის!

ცხოვრების უმეტესი ნაწილი გოჩამ საავადმყოფოში გაატარა. მაია კი მისი სიცოცხლისთვის მედგრად აგრძელებს ბრძოლას! ნაწოლების გამო ბავშვის კანი და კუნთები ნელ-ნელა კვდება, სხეულზე ჭრილობები აქვს, სისხლი სდის...

სუსტი ნერვების მქონე ადამიანებმა არ ნახოთ!!!

რვა საშინელი წელიწადის განმავლობაში დედა თავისი შვილისთვის იბრძვის! ძეგლს იმსახურებს სიცოცხლეშივე! ნამდვილი საშინელებაა მარჩენალის დაკარგვის შემდეგ ასეთ გაჭირვებაში ცხოვრება!

მაია (გოჩას დედა): ძალიან ბედნიერები ვიყავით, გოჩა რომ დაიბადა! მესამე შვილის მშობლები გავხდით! მაგრამ მალევე თბილისში ექიმებმა განაჩენი გამოუტანეს: ამქვეყნად ყველაზე საშინელი დიაგნოზი, ოჰტაჰარას სინდრომი — ეს არის ეპილეფსია ადრეული დასაწყისით, ცერებრული დამბლა, მიკროცეფალია. მაშინვე კლინიკაში დააწვინეს. ამ კლინიკაში რვა წლის განმავლობაში გოჩამ მეტი დრო გაატარა, ვიდრე საკუთარ სახლში! 

„ჩემი ბიჭის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება... მთლიანად განადგურებულია მისი სხეული!“

მეუღლეს სიგიჟემდე უყვარდა ჩვენი შვილები. დარდს გადაჰყვა! მისი გარდაცვალების მერე კი შეუძლებელი გახდა ასეთ გაჭირვებასთან გამკლავება! დამხმარეც არავინ გვყავს, არც ახლობელი, არც ნათესავი...

 „დღესდღეობით, ყოველთვის არ მაქვს საშუალება, ბავშვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლები ვუყიდო“

იზა (9 წლის, გოჩას დაიკო): „მილის მეშვეობით ვაჭმევ ცხვირიდან. დაქუცმაცებულ საჭმელს ვასხამ შპრიცით... დედიკოს ვეხმარები, რითაც შემიძლია. ჩემი ძამიკო მეც ძალიან, ძალიან მიყვარს“

— შემწეობის თანხა რა საჭიროებებისთვის გყოფნით?

მაია: ყოველთვე წამლების, საკვები ზონდების, პამპერსის საყიდლად და კომუნალური გადასახადებისთვის უნდა გადავდო 700 ლარი. ბავშვებისთვის იმ თანხით ვყიდულობ საკვებს, რაც მრჩება. კიდევ კარგი, კეთილი მეზობლები გვყავს, როდესაც ხედავენ, ბავშვები მშიერი მყავს, საჭმელს გვაწვდიან ან სადილზე ეპატიჟებიან. დანარჩენზე მხოლოდ თუ იოცნებებენ ჩემი შვილები... საერთოდ ვერაფერს ვაკეთებ მათთვის.

 „ჩემი შვილის უსიტყვოდ მესმის. თვალებით მაგებინებს ყველაფერს“

— აი, ახლა, გოჩა ხელში რომ აიყვანეთ, ფონდის მეგობრებს უთხარით, როგორ მიხვდით, რომ სწორედ ეს უნდოდა?

მაია: ჩემი პატარა!.. მის თვალებში ყველაფერს ვხედავ. აი, ნახეთ, თითი გაამოძრავა და ეს ნიშნავს იმას, რომ ხელში აყვანა უნდა (ხელში აჰყავს და ნაზად კოცნის თითქმის მომაკვდავ კნუტს). თევზივით რომ ამოძრავებს ტუჩებს, ნიშნავს იმას, რომ საჭმელს ითხოვს. ფანჯარას რომ უყურებს, ვხვდები, რომ მისი სუფთა ჰაერზე გაყვანის დროა.

— როგორ შეეგუეთ ასეთ მდგომარეობას? ასეთ ჯვარს ყველა კი ვერ ზიდავს!

მაია: რა უფლება მაქვს, რომ მოვკვდე? ბავშვები ვის დავუტოვო? ყველაზე მეტად ეშინიათ, თუ ვეუბნები, რომ თავს ცუდად ვგრძნობ. „დედა, დედიკო, არ მოკვდე, გთხოვთ!“ — შიშისგან ლამისაა, კივილი დაიწყონ. თავიდან საშინელება იყო, მერე კი ადამიანი აცნობიერებს, რომ მხოლოდ უფლის გადასაწყვეტია, ჯანმრთელი თუ სნეული შვილი გვეყოლება. ჩემი ცხოვრების ერთადერთი ოცნება და უფლის საჩუქარი შვილები არიან.

 „გოჩას მკურნალობასა და წამლებზე იხარჯება მთლიანად ჩვენი შემოსავალი. მისი სიცოცხლის ყოველი მომდევნო დღე ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარულია! მე ხომ დედა ვარ და ვიცი, როგორ სწყურია სიცოცხლე! ნიკოლოზი და იზა კი, ყველაფერს მოკლებულები არიან! მათაც დაეხმარეთ, გთხოვთ! მათ არაფერი გააჩნიათ, რაც აქვთ სხვა ბავშვებს! რა დააშავეს, ასე რომ ისჯებიან?! რა?!“ — ატირდა ცხარე ცრემლებით.

მეგობრებო, დღეს ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ გაგრძელდება ამ ოჯახის ცხოვრება! მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი! სხვა არავინ ჰყავთ, დახმარება რომ სთხოვონ!

ამ ოჯახში ჯანმრთელ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ყველაფერი, რაც აქვთ ჩვენს შვილებს. ქართველები ხომ ერთი ოჯახი ვართ!

 — იზა და ნიკოლოზ, რა სურვილები გაქვთ?

 იზა (9 წლის): ნიკოლოზი არაფერს გთხოვთ! ის ხომ კაცია. მამასავით ამაყი არის! ორივეს გვინდა, დედამ დიდხანს რომ იცოცხლოს! დედიკომ სიმართლე თქვა, საერთოდ არაფერი გვაქვს... ნიკოლოზი ველოსიპედზე ოცნებობს, მე კი პლანშეტსა და კაბებზე. მამიკო აუცილებლად გვიყიდიდა ამ ყველაფერს. იცი, დეიდა, კიდევ სიყვარული გვჭირდება ყველაზე მეტად!!!

— როგორ რეაგირებენ იზა და ნიკოლოზი, გოჩა ცუდად რომ ხდება? 

მაია: თავადაც პატარები რომ იყვნენ, ძალიან ეშინოდათ. ახლა უკვე მიჩვეულები არიან. ძალიან მეხმარებიან გოჩას მოვლაში. შეუძლიათ პამპერსი გამოუცვალონ და ზონდით აჭამონ კიდეც.

ნიკოლოზი (10 წლის): ცუდად რომ ხდება, მეშინია ხოლმე. ისე, სულ ვუვლი. ხელშიც კი ამყავს, რომ ტირის, ვარწევ, ვეფერები. ახლახან ფეხი ძალიან სტკიოდა. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ იმხელა ნახვრეტი ჰქონდა ფეხზე! უკანა მხარეს. დედამ თბილისში წაიყვანა, საავადმყოფოში და იქ განკურნეს. ღმერთო, რა საშინელება იყო!

 „ჩემი ძმისთვის მეორე დედა ვარ“

— ეხმარები ხოლმე დედიკოს, იზა?

იზა: ხან კი, ხან ვერა. რაც მამა გარდაიცვალა, საერთოდ არაფრის კეთება არ მინდა. ძალიან მენატრება, მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბობდა ხოლმე.

— შენი აზრით, რის გაკეთება შეგვიძლია შენთვის და ნიკოლოზისთვის, რომ გაიღიმოთ? ისეთი მოწყენილები ჩანხართ...

იზა: ნიკოლოზს ერიდება და ვერ გეუბნებათ, ამიტომ მე გეტყვით. მას ველოსიპედი უნდა, მე კი პლანშეტი. კიდევ, ძალიან მინდა ერთი-ორი ლამაზი კაბა. ვიცი, რომ დედა ამ ყველაფერს ვერასდროს გვიყიდის... რომ გვიყიდოს, გოჩა მოკვდება, ეს კი დაუშვებელია. ისეთი საყვარელი და საწყალი არის!

 „მხოლოდ ორი საწოლი გვაქვს და ისიც იშლება“

— ბავშვების სურვილები ჩავიწერე. მაია, თქვენ რა გჭირდებათ პირველ რიგში?

მაია: ძალიან გვჭირდება პროდუქტი, წამლები, პამპერსი, ზონდები და შპრიცები გოჩასთვის. კიდევ, ძალიან გვჭირდება საწოლები და ლოგინის თეთრეული. თავადაც ხედავთ, სად გვძინავს. იშლება ეს საწოლები. კიდევ, ეტლს გთხოვდით, ჩემი საბრალო შვილის ჰაერზე გაყვანა რომ შევძლო. ასევე, კარადა ან კომოდი მჭირდება... ღმერთო, რამდენი რამ ჩამოვთვალე!.. მერიდება...

 — რის გეშინიათ ყველაზე მეტად, მაია?

მაია: შვილის დაკარგვის. მხოლოდ რვა წლის არის და რეანიმაციაში უკვე იმდენჯერ აღმოჩნდა! არასდროს ვიცი, რას მიმზადებს ხვალინდელი დღე. ღმერთს ვთხოვ, დიდხანს იცოცხლოს ჩემმა ბიჭმა. კეთილ ადამიანებსაც ვთხოვ: დამეხმარეთ, ჩემი შვილისთვის ყველაფერი გავაკეთო, რაც საჭიროა. იმედი მაქვს, რომ ფონდი იზრუნებს ჩვენზე. კიდევ ერთი დედა ვარ, რომელმაც დახმარებისთვის მოგმართათ...

მეგობრებო! დროა ვიმოქმედოთ! ჩვენს ქვეყანაში ათასობით ასეთი ოჯახი იბრძვის შვილების სიცოცხლისთვის და ჩვენი სახელმწიფო თავის პატარა, ყველაზე უბედურ მოქალაქეებს ყველაფრით, რაც საჭიროა, ვერ უზრუნველყოფს! ვერ გავჩუმდებით, როდესაც ამდენი ადამიანი საჭიროებს მხარდაჭერასა და თანადგომას. ამიტომაც, თხოვნით მოგმართავთ თქვენ — გულკეთილ ადამიანებს: დაეხმარეთ!

პატარა გოჩას ცხოვრება იმედისა და სასოწარკვეთის, სიცოცხლის წყურვილისა და სიკვდილის შიშის ბრძოლის ველია. ის გადარჩენისთვის იბრძვის, ჩვენ კი ცხოვრების დაუნდობელი გამოწვევების წინაშე ჩვენს უსუსურობას ვაცნობიერებთ.

 ამ ბიჭის ხსნა ჩვენივე ხსნის სიმბოლო არის. მისი ბრძოლა შეგვახსენებს, რაოდენ ძვირფასია ყოველი წამი და დასაფასებელია ცხოვრების ყოველგვარი გამოვლინება. თუ ჩვენ შეგვიძლია, გადავლახოთ საკუთარი დაბრკოლებები და მხარში დავუდგეთ მსგავს სიტუაციებში მყოფ ადამიანებს, არა მხოლოდ ცხოვრების აზრს, არამედ საკუთარ ადამიანობას ვპოვებთ.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფელი გამოღმა ზანათი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: გოჩა რუსია).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 კორ.: ნინო  

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: