ეს საბრალო ქართველი ბავშვები ნაცარსა და ჭუჭყში ეძებენ წარსული ბედნიერების ნარჩენებს! ისინი უსახლკაროდ დარჩენენ 10 წუთში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ეს საბრალო ქართველი ბავშვები ნაცარსა და ჭუჭყში ეძებენ წარსული ბედნიერების ნარჩენებს! ისინი უსახლკაროდ დარჩენენ 10 წუთში!

page info icon
2023 აგვისტო 4
მათი სახლი დაიწვა, მხოლოდ ქვის კედლები დარჩა. ეს ფიცრული, საქათმეს რომელიც წააგავს, თავისი ხელით ააშენა მამამ, მიხეილმა, გადაყრილი ფიცრებით. ასე უკეთესია, თავს უსახლკაროდ არ გრძნობ. „22 ნოემბერს, ჩემი საყვარელი სახლიდან წავედი სკოლაში, რომ დავბრუნდი, უკვე უსახლკარო ვიყავი. ყველა ტიროდა, სახლს ცეცხლი ეკიდა, საშინელი კვამლი იდგა და ვიფიქრე, რომ ობლად დავრჩი.“ - ამბობს 10 წლის ნოდიკო და ფერფლში იქექება, ცდილობს, იპოვოს საყვარელი ნივთების რაღაც ნაწილი მაინც, რაც ხანძარს გადაურჩა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,895 ₾
( 292 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ეს საბრალო ქართველი ბავშვები ნაცარსა დაჭუჭყში ეძებენ წარსული ბედნიერებისნარჩენებს! ისინი უსახლკაროდ დარჩენენ 10 წუთში!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

მათი სახლი დაიწვა, მხოლოდ ქვის კედლები დარჩა. ეს ფიცრული, საქათმეს რომელიც წააგავს, თავისი ხელით ააშენა მამამ, მიხეილმა, გადაყრილი ფიცრებით. ასე უკეთესია, თავს უსახლკაროდ არ გრძნობ.

წუთებში 10 წლის ნოდიკო უსახლკაროდ დარჩა

 „22 ნოემბერს, ჩემი საყვარელი სახლიდან წავედი სკოლაში, რომ დავბრუნდი, უკვე უსახლკარო ვიყავი. ყველა ტიროდა, სახლს ცეცხლი ეკიდა, საშინელი კვამლი იდგა და ვიფიქრე, რომ ობლად დავრჩი.“ - ამბობს 10 წლის ნოდიკო და ფერფლში იქექება, ცდილობს, იპოვოს საყვარელი ნივთების რაღაც ნაწილი მაინც, რაც ხანძარს გადაურჩა.

„ამ ფერფლში შეიძლება რაღაც ნარჩენის შეგხვდეს, იმ ბედნიერი ბავშვობის, რომელიც აღარ მაქვს.“

 ნოდიკო (10 წლის): ჩემი მანაქანის ნაწილები ვიპოვე. კიდევ, კომპიუტერი მქონდა, მაგრამ მის ერთ პატარა ნაწილაკსაც ვერ ვპოულობ. დედიკო ამბობს, რომ თამარი რომ არა, ახლა, აქ მისი ძვლების ძებნა მომიწევდა. რომ წარმოვიდგენ ხოლმე, გული მისკდება, ისე მეშინია!

 - ვაიმე, რა საშინელებებს ამბობ!

 ნოდიკო: კი, უკვე ამდენი დღე გავიდა, დედა კი ისევ ტირის, ის საშინელი დღე რომ ახსენდება.

„ამ ხანძრის დროს, შეიძლებოდა ბავშვები დაღუპულიყვნენ, მაგრამ უფალმა ისინი დაიფარა!“

 - ირმა, გვიამბეთ, რა მოხდა იმ დღეს, როდესაც სახლი დაკარგეთ და კინაღამ თავადაც დაიღუპეთ?

 ირმა: 22 ნოემბერი! ეს იყო უსაშინლესი დღე და მუდამ მემახსოვრება. ნოდიკო სკოლაში იყო, თამარი და ბარბარე კი, სახლში დარჩნენ. უცებ, ღუმელიდან ნაკვერჩხალი გადმოცვივდა. ერთი ცალი ტახტზე დაეცა, საბანი დავაფარე, რამდენიმე წამში კი - ბუმ! შეშის ღუმელი აფეთქდა და გარშემო ყველაფერს, ტახტს, საწოლებს, კედლებს ცეცხლი მოედო, მე კი ვიდექი და ამ ყველაფერს ვუყურებდი! დავინახე, რომ ჩემმა შვილებმა მოასწრეს გარეთ გასვლა, მე კი ვერ ვინძრეოდი, გავქვავდი შიშისგან. მეც ცეცხლში გავეხვიე, ვგრძნობდი, რომ ვიწვოდი. მაგრამ, ვერ ვინძრეოდი! ჩემი შვილების კივილი მესმოდა: „დედა, დედა, მოკვდები, გამოდი!“ თვალიდან ცრემლები მდიოდა, მაგრამ ერთი ნაბიჯიც კი ვერ გადავდგი. ჩემი შვილის, თამარის დამსახურებაა, ახლა ცოცხალი რომ ვარ. ალმოდებულ სახლში შესვლა გაბედა.

„აქ ჩვენი ოთახი იყო. დიდი წიგნების კარადა იდგა. აქ, მე და ჩემი დები ვმეცადინეობდით... ახლა კი, მხოლოდ კედლები დარჩა!“

 - როგორ ფიქრობთ, ასეთ მტანჯველ სიკვდილს რამ გადაგარჩინათ?

 ირმა: ჩემი აზრით, გადავრჩი იმიტომ, რომ ჩემი თამარი ასეთი გაბედულია და უშიშარი. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ მოიკრიბა ძალა, არ შეეშინდა და იქიდან გამომიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან საშიში იყო, მან სიცოცხლე მაჩუქა.

„დამწვარი ფეხი და ჭრილობა ხელზე კიდევ დიდი ხანს გაახსენებს ირმას იმ საშინელ დღეს. მკურნალობისთვის ხომ მას არანაირი საშუალება არ აქვს“

 თამარი (12 წლის): წარმოვიდგინე, რომ დედიკო შეიძლება დაიწვას, რომ ძალიან ეტკინება, სახლში შევვარდი და იმ საშინელი ოთახიდან გამოვიყვანე. რომ გამოვაღწიეთ, ჩვენმა ძველმა ტელევიზორმა, დაიგრუხუნა და აფეთქდა. რკინა და შუშები კედელს შეერჭო, რამდენიმე წამით გვიან რომ შევსულიყავი, დედას ის ნამსხვრევები მოკლავდა... ცეცხლში რომც გადარჩენილიყო, მაინც. იმ დღის გახსენებაც კი არ შემიძლია. ძალიან შეშინებული ვარ, ვერც კი ვუყურებ ჩვენს სახლს.

„ცხოვრების ახლიდან დაწყება რომ შეძლონ, სახლი უნდა გადაიხუროს... დროთა განმავლობაში კი, დანარჩენსაც ეშველება!“

 - ნამდვილად მძიმეა თქვენი მდგომარეობა, რთულია ყველაფრის ნულიდან დაწყება. რა იქნებოდა თქვენთვის ახალი ცხოვრების საწყისი?

 ირმა: არც კი ვიცი. ნამდვილად ახლიდან უნდა დავიწყოთ ცხოვრება. ყველაფერი ახლიდან უნდა შევქმნათ... მაგრამ, როგორ? ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ჩვენი სახლის აღდგენის იმედის ნატამალიც არ დაგვიტოვა. 4 000 ლარი მოგვცეს და გვითხრეს: „აჰა და თქვენი ხმა აღარ გავიგოთო.“ გეფიცებით, როგორც ვირთხებს, ისე გველაპარაკებიან. რაზე უნდა გვეყოს ეს თანხა? ყველაზე იაფფასიანი მასალითაც კი ვერ გადავხურავთ სახლის სახურავს. მინიმუმ ორჯერ დიდი თანხა გვჭირდება. დღეს, მხოლოდ სახურავზე ვოცნებობთ, მერე სახლსაც ნელ-ნელა შევაკეთებდით... აღვდგებით ფერფლიდან.

აქ არც ფანჯარაა, არც კარი. სამაგიეროდ სახურავი აქვთ და თავზე არ აწვიმთ. ამ საქათმეში 8 ადამიანი ეტევა

 - ამჟამად სად ცხოვრობთ?

 ირმა: ქმარმა ნაგვისგან და ფიცრებისგან ააშენა საქათმისხელა ოთახი. აქ როგორ ვეტევით - არც კი ვიცი. ჩვენს გარდა აქ კიდევ მეუღლის მამა, ძმა და დისშვილი ცხოვრობენ. მათ ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, თავის თავსაც ვერ უვლიან და ბავშვებივით მიხდება მათი მოვლა. უნდა ჩავაცვა, ვაჭამო... არაფერი გაგვაჩნია, არც საწოლები, არც ავეჯი, აბსოლუტურად არაფერი!

„ჩემი ქმრის მამა, ძმა და დიშვილი ბავშვებივით არიან. მათ უნდა ვაჭამო, ჩავაცვა. მუდმივი ყურადღება სჭირდებათ, რომ თავის თავს არაფერი ავნონ“

 - თქვენი საარსებო წყარო რა არის?

 ირმა: სოციალური შემწეობა, ჩემი მეუღლე ფიზიკურად შრომობს და სამწუხაროდ, არ აქვს მუდმივი სამსახური...

 ბარბარე (7 წლის): აი, ჩემი ძამიკო შემპირდა, რომ გაიზრდება, მუშაობას დაიწყებს და მიყიდის ყველაფერს, რაც დამეწვა. ისეთ კარგ რაღაცეებს ამბობს, ხანდახან!

„ჩემი ძმა ამბობს, რომ გაიზრდება და ახალ სახლს გვიყიდის.“

 - ვინ გინდა გამოხვიდე, ნოდო?

 ნოდიკო: ბევრი ვიფიქრე და ალბათ, მოჭიდავე გამოვალ. ძალიან მიყვარს კრივი და ММА ბრძოლა. იცი, რამხელა ფულს შოულობენ, როდესაც ჩემპიონებთან „ჩხუბობენ“? მილიონებს! ზუსტად ვიცი, ვის რას ვუყიდი, მილიონი როდესაც მექნება.

 - შენთვის რას იყიდი?

 ნოდიკო: რაღა უნდა მომინდეს?! ადამიანს თუ მილიონი გაქვს, სხვა აღარაფერი უნდა.

„ყველაზე ძლიერი მოჭიდავე უნდა გამოვიდე.“

 ირმა: მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მდგომარეობაში ვართ, მეც და ჩემი მეუღლეც, ვცდილობთ, ჩვენს შვილებს დარდი არ დავანახოთ. ვცდილობთ, სიმტკიცე შევინარჩუნოთ და ვამბობთ, რომ უფალი ხედავს, როგორ ვწვალობთ და რამდენს ვშრომობთ. ის ხედავს, რომ ზედმეტს არაფერს ვითხოვთ, მხოლოდ იმას, რაც გვეკუთვნის... ალბათ, თქვენი თავიც ამიტომ ამოგვიგზავნა!

 - შევაჯამოთ, რა გჭირდებათ ახალი ცხოვრების დასაწყებად? 

 ირმა:   უპირველეს ყოვლისა, სახლი უნდა გადაიხუროს. კედლები ჩემი მეუღლის პაპის დროს არის აგებული და მყარი გამოდგა. უბრალოდ მოპირკეთება უნდა. ბეტონის იატაკზეც ვიცხოვრებთ, მთავარია სახურავი იყოს და წვიმის დროს წყალი არ ჩამოვიდეს სახლში. ავეჯი და ტექნიკა კი, დროის ამბავია. კეთილი ადამიანები დაგვეხმარებიან, ან ფიცრებისგან ავაწყობთ... ოღონდ ჩვენს სახლში დავბრუნდეთ და იატაკზეც კი დავიძინებთ! ძალიან გვენატრება ყველას.

„სანამ ჩემი ძმა გაიზრდება და ბევრ ფულს იშოვნის, თქვენ ხომ დაგვეხმარებით?“

 ნოდიკო: კი, მაგრამ ფიცრებით, ვერც კომპიუტერს ააწყობ და ვერც ველოსიპედს... რა ცუდია... არადა, ხომ მქონდა. ბევრი წიგნებიც მქონდა. ერთი წიგნებით სავსე დიდი კარადა. საწერი მაგიდაც მქონდა.

 ბარბარე: მე კი, სათამაშოებიც მქონდა და ლამაზი კაბებიც. ახლა კი, დახეულია ყველაფერი, რაც მაცვია. ზოგს ვერც დაკემსავ.

„კანფეტებს მხოლოდ სიზმარში ვხედავთ.“

 ნოდიკო: გახსოვს, მამას კანფეტები რომ მოჰქონდა ჩვენთვის?

 ბარბარე: როგორ არა... შენ გახსოვს, დედიკო „ალადიკებს“ რომ გვიცხობდა ხოლმე და რძეც გვქონდა ყოველთვის...

 ირმა: ორი ძროხა და ღორი გვყავდა. ხანძრის მერე, გაყიდვა მოგვიწია, შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით. ყველაფერი გაიყიდა, ყველაფერი დაიწვა... უფლის წყალობით, სიკვდილს მაინც გადავურჩით.

 დღეს, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, უკეთესობისკენ შევცვალოთ მათი ცხოვრება. შეგვიძლია, გავაფერადოთ მათი პირქუში ყოველდღიურობა, ვაჩუქოთ მომავლის რწმენა და იმედი. არ შეიძლება გულგრილად ვუყუროთ, როგორ კარგავენ ყველაფერს თანდათან.

 უპირველეს ყოვლისა, ოჯახს სახლის აღდგენა უნდა. მათ ყველაზე მთავარი დაკარგეს - საკუთარი ჭერი. ეს ჭერი მათთვის ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლო უნდა გახდეს.

 მოდით, გავერთიანდეთ და ჩვენი პატარა წვლილი მაინც შევიტანოთ ამ ოჯახის აღორძინების ისტორიაში. თქვენს მიერ შემოწირული ყოველი ლარი, დაეხმარება და უკეთესი მომავლის იმედს აჩუქებს მათ. 

 სახარებაში ნათქვამია: „რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ.“ (მათეს 25:40)  შემოგვიერთდით დღეს და თქვენი წვლილი შეიტანეთ ხარებოვების ოჯახის აღორძინების ისტორიაში.

თუ გსურთ, მოინახულოთ და პირადად გაუწიოთ დახმარება ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყინწვისი. 

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ხარებოვების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: