პროექტის რეპორტი ეს საბრალო ქართველი ბავშვები ნაცარსა და ჭუჭყში ეძებენ წარსული ბედნიერების ნარჩენებს! ისინი უსახლკაროდ დარჩენენ 10 წუთში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ეს საბრალო ქართველი ბავშვები ნაცარსა და ჭუჭყში ეძებენ წარსული ბედნიერების ნარჩენებს! ისინი უსახლკაროდ დარჩენენ 10 წუთში!

page info icon
2023 აგვისტო 4
მათი სახლი დაიწვა, მხოლოდ ქვის კედლები დარჩა. ეს ფიცრული, საქათმეს რომელიც წააგავს, თავისი ხელით ააშენა მამამ, მიხეილმა, გადაყრილი ფიცრებით. ასე უკეთესია, თავს უსახლკაროდ არ გრძნობ. „22 ნოემბერს, ჩემი საყვარელი სახლიდან წავედი სკოლაში, რომ დავბრუნდი, უკვე უსახლკარო ვიყავი. ყველა ტიროდა, სახლს ცეცხლი ეკიდა, საშინელი კვამლი იდგა და ვიფიქრე, რომ ობლად დავრჩი.“ - ამბობს 10 წლის ნოდიკო და ფერფლში იქექება, ცდილობს, იპოვოს საყვარელი ნივთების რაღაც ნაწილი მაინც, რაც ხანძარს გადაურჩა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,895 ₾
( 292 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ბავშვებს ისე უხარიათ, რომ ველოსიპედებთან ჩახუტებულებს სძინავთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

თამარი: „ჯერ დავიბენი და თვალებს არ დავუჯერე, მერე კი სიხარულისგან ვკიოდი: „ეს ტელეფონი ჩემია!“

 „ყველაფერი გვქონდა, გლეხის ოჯახს რაც უნდა ჰქონოდა, უბრალო ტექნიკაც, მუშა მდგომარეობაში, - ამბობს ირმა. - საქონელიც გვყავდა - ძროხა და ღორები. ყველაფერი წამებში ნაცარტუტად აქცია ცეცხლმა - ჩვენი სახლიც და ნივთებიც... უფლის წყალობით, ჩვენ მაინც გადავურჩით ცოცხლები ხანძარს.“

 „უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე დავრჩით რვა ადამიანი! ასეთ მძიმე ჟამს, ერთი ჭიქა წყალიც კი გაგვახარებდა, - იხსენებს ირმა. - თქვენ კი, საოჯახო ტექნიკის სრულ კომპლექტთან ერთად, ბავშვებს ველოსიპედები მოუტანეთ, რაც ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებით, ნამდვილი ფუფუნებაა. იმედიც არ ჰქონდათ, მე რომ მოვახერხებდი ყიდვას. რამხელა ბედნიერებაა! მგონი, ამ ველოსიპედებს ძილშიც კი გვერდიდან არ იშორებენ!“

თამარი: „ნოდიკო და ბარბარე გიჟდებიან ველოსიპედებზე. სეირნობის გარდა, აღარაფერი ახსოვთ - არც ჭამა, არც სწავლა!“

ირმა: შვიდ ადამიანს ვუვლი, სამს გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს: მაზლს, მამამთილსა და მეუღლის ძმიშვილს. როგორ მოვუვლიდი ტექნიკის გარეშე? სანამ ხანძარი მოხდებოდა, ჩემს „OKA-7“-ში ვრეცხავდი სარეცხს. უბრალო სარეცხ მანქანაში, რომელიც ბაკს ჰგავს, მაგრამ საქმეს კი მიკეთებდა. მერე, თავად ვიქეცი სარეცხ მანქანად, ერთი წელი ვრეცხავდი ხელით, სანამ თქვენ გვიშველიდით. უდიდეს მადლობას გიხდით! ახლა, ერთ ჯერზე ბევრად მეტ სარეცხს ვრეცხავ, ვიდრე ჩემს „OKA“-ში.

ირმა: „მთელი წელი, თავად ვიყავი სარეცხი მანქანა. ბავშვებს უხარიათ, რომ გამანთავისუფლეთ ამ საქმისგან.“

წინა ზაფხულს სარეცხი მანქანის გარეშე ვიტანჯებოდი. დროულად რომ არ გვეჭამა, საჭმელი გადასაყრელი იყო. ბავშვები ხომ, მთელი დღე გარეთ არიან და არ სცალიათ საჭმელად. მერე კი, საჭმელიც აღარ იყო... ახლა კი, აღარ ვდარდობ, რადგან ეს პრობლემაც მოგვარებულია. გაზქურას ვერ ვხმარობთ ჯერჯერობით, რადგან სახლში გაზია შესაყვანი. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში, მოგვარდება ეს ყველაფერი. ახლა, მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს და ვცდილობ, არაფერზე ვიდარდო წინასწარ. განა, უფლის ნება არ იყო, თქვენ რომ ჩვენს დასახმარებლად მოხვედით? სწორედ ასე აღვიქვი გამოხმაურება მკითხველთა მხრიდან. იცით, პატარა სასწაულებიც მოხდა!

 „ახლა, ხანძრის დროს დამწვარი მაცივარი აღარ გვენანება, რადგან სრულიად ახალი აჩუქეთ ჩვენს ოჯახს!’

- გვიამბეთ, ირმა! 

ირმა: სექტემბერში, სწავლის დაწყების წინ, ერთი თეთრიც კი არ მქონდა. ბავშვები დარდობდნენ, რადგან ვერაფერი ვუყიდე ახალი - ვერც ტანსაცმელი, ვერც სასკოლო ნივთები. მე და ჩემი მეუღლეც უმუშევრად დარჩენილი და დამწუხრებულები ვიყავით. მოულოდნელად გვესტუმრა ოჯახი - ცოლ-ქმარი, ორი შვილით, თქვენი მკითხველები. თითქოს შეკვეთით, ბავშვებს სკოლის ჩანთები აჩუქეს - თამარს, ნოდიკოს, ბარბარეს. რვეულებით, კალმებით, ფლომასტერებით, საჭმლის კონტეინერებით, წყლის ბოთლებით მოამარაგეს... გარდა ამისა, სათამაშოები, პროდუქტი, ტკბილეული ჩამოუტანეს... გვკითხეს, კიდევ რა გვჭირდებოდა. ბავშვებიც მაშინვე გამოცოცხლდნენ, გაინაწილეს საკანცელარიო ნივთები და ტკბილეული. ეს საჩუქრები ყველაზე აუცილებელი და დროული იყო! მთელი გულით მადლობას ვუხდი ამ შესანიშნავ ოჯახს!

ჩვენი ფონდის მთელი კოლექტივიც მადლობას უხდის ამ კეთილშობილ ადამიანებს, ვინც ოჯახს აჩუქა სწორედ ის, რაც ჩვენ გამოგვრჩა! ეჭვგარეშეა, რომ ეს მოხდა უფლის ნებით! მადლობა!

ბავშვების რეაქცია წარმოუდგენელი, ემოციები კი უსაზღვრო იყო, უბრალოდ დაფრინავდნენ.

თამარი (13 წლის): ენა ჩამივარდა, მობილური ტელეფონი რომ მაჩუქეს, ხმა ვერ ამოვიღე! მერე კი, სიხარულისგან ხმამაღლა კივილი დავიწყე: „დედა, ეს ტელეფონი ჩემია!“ თქვენი თანამშრომელიც, ძია ცისფერი თვალებით და კეთილი ღიმილით, გახარებული იყო და იცინოდა.

ადრე, სკოლის დავალებებს საერთოდ ვერ ვაკეთებდი, ყოველთვის ვაცდენდი გაკვეთილებს, ინტერნეტით რომ ტარდებოდა. ახლა, არ ჩამოვრჩები. თანაც, ფეისბუქის, ვატსაპის, მესინჯრის გარეშე, ვიყავი ძალიან მოწყენილი. ახლა, მეც შემიძლია პოსტების გამოქვეყნება, სიახლეების კითხვა, ბავშვებთან დარეკვა და მიმოწერა.

 „მშობლები ჩემთვის ტელეფონის ყიდვას ვერასდროს შეძლებდნენ, მხოლოდ პროდუქტებს ვყიდულობთ. რა მაგარია, რომ მაჩუქეთ, ძალიან მჭირდებოდა!“

- ნოდიკო და ბარბარე, დედიკო ამბობს, რომ ველოსიპედებთან ჩახუტებულებს გძინავთ. როგორ უვლით თქვენს საკუთარ ტრანსპორტს?

ნოდიკო (10 წლის): სეირნობის მერე, ყოველდღე ვრეცხავ. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო. ყოველთვის ისეთივე სუფთაა, როგორიც იყო, რომ მომიტანეთ. ველოსიპედი საუკეთესო რამ არის ამქვეყნად! მთელი დღე შემიძლია ვისეირნო, ფეხები საერთოდ არ მტკივა.

ნოდიკო: „ცივ ნიავს არ ვაკარებ ჩემს ველოსიპედს. სეირნობის შემდეგ, ყოველდღე ვრეცხავ“

ბარბარე (8 წლის): მეც მთელი დღე შემიძლია სეირნობა.

ნოდიკო: შენზე უკეთესად გამომდის ტარებაც და მოტრიალებაც. შენ კი აჩერებ და ისე ატრიალებ, მერე კი აგრძელებ გზას.

ბარბარე: მეც ვრეცხავ ხოლმე.

თამარი: ველოსიპედებმა ეს ორი სულ გააგიჟა. არც ჭამა ახსოვთ, არც სწავლა... გაიღვიძებენ თუ არა, მხოლოდ სასეირნოდ გასვლაზე ფიქრობენ.

ირმა: გაიხარონ ბავშვებმა, იმხელა უბედურება გადავიტანეთ, რომ ახლა, ეს ყველას გვჭირდება. მინდა ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო ყველას, ვინც ჩვენზე იზრუნა. ღმერთი აუცილებლად გაგახარებთ და დაგაჯილდოვებთ, ნახავთ. მინდა, საქართველოში ყველა ოჯახს წარმატება და კეთილდღეობა ვუსურვო! მინდა, მშვიდ და აყვავებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ ყველამ, სადაც გაჭირვებას, უმუშევრობას და უიმედობას აღარ ექნება ადგილი. როგორ მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ამდენი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, ვინც სხვებზე ფიქრობს. სიხარულით ჩავიკრავდი გულში თქვენს მკითხველებს!

 ამხელა უბედურების მერე, გვჭირდება სიხარული, ტკბილეული კი, ნამდვილად საუკეთესო თერაპიაა!

 „გულში ვიკრავთ თქვეს მკითხველებს და ჩვენს გულებს ვჩუქნით!“

- ირმა, ამჟამად, ხანძრის მერე, როგორია თქვენი სახლის მდგომარეობა? რა არის საჭირო მის აღსადგენად და ადგილობრივმა ხელისუფლებამ რა მოიმოქმედა?

ირმა: მაშინ, როდესაც ხანძარი მოხდა, გამგეობამ ერთ თვეში ჩაგვირიცხა 4 000 ლარი, სახლის გადასახურად. მაგრამ, მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა გადახურვა, თანხა არ გვეყო. აღარ გვეხმარებიან. ახლა კი ვდარდობთ, რომ წვიმა იმასაც გააფუჭებს, რაც უკვე გაკეთდა. კიდევ ორი ოთახი უნდა გადავხუროთ. სახურავისთვის და კედლებისთვის სამშენებლო მასალა გვჭირდება; კარ-ფანჯარა და გაყვანილობა... არ ვიცით, როდის შევძლებთ ჩვენს სახლში დაბრუნებას. ისევ იმ ნაგებობაში ვცხოვრობთ, რომელიც ფიცრებით, მუყაოთი და საბნებით ავაგეთ დროებით...

 გადაუდებელი დახმარება გაუწიეთ ხანძრის დროს დაზარალებულ ხარებოვების ოჯახს, რომელმაც დაკარგა ყველაფერი - თქვენი დახმარებით, მათი საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა. მეგობრებო, მადლობას გიხდით, გულთან ახლოს რომ მიიტანეთ მათი ტკივილი! მაგრამ, მათი ხანძრისგან განადგურებული სახლი სერიოზულ პრობლემად რჩება, მხოლოდ მეოთხედი ნაწილის აღდგენა მოხერხდა და სამშენებლო მასალა სჭირდებათ. იმისთვის, რომ ოჯახმა აღარ იცხოვროს არასაიმედო, დროებით ნაგებობაში და საკუთარ სახლში დაბრუნდეს, ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობა მნიშვნელოვანია.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ხარებოვების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!



მსგავსი პროექტები: