რეზიკო თუ ტირის, ტირის მთელი მისი ოჯახიც. თან, რა მწარედ ტირის და საცოდავად კვნესის... გვიშველე, ღმერთო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რეზიკო თუ ტირის, ტირის მთელი მისი ოჯახიც. თან, რა მწარედ ტირის და საცოდავად კვნესის... გვიშველე, ღმერთო!

page info icon
2022 ნოემბერი 20
page info icon
4483
„წყნარად მოიქეცი, ბევრი არ ილაპარაკო, არ იხმაურო, რეზიკო ძლივს დავამშვიდე. მთელი დღე ტიროდა. მგონი, ყელი სტკივა ან მუცელი. იმხელაა, ჩემზე დიდი, მაგრამ პატარა ბაიასავით იქცევა“ - ამ სიტყვებით შემომეგება საქმიანი გოგონა ლიზი და ამიხსნა, როგორ უნდა მოვიქცე, რეზიკოს რომ არაფერი ვატკინო და როგორ ვილაპარაკო, რომ არ იტიროს მისმა ძამიკომ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,307 ₾
( 158 დონორი )
დასრულებულია
რეზიკო თუ ტირის, ტირის მთელი მისი ოჯახიც. თან, რა მწარედ ტირის და საცოდავად კვნესის... გვიშველე, ღმერთო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ოღონდ შენ არ იტირო, არ იტირო, ჩვენო საყვარელო ძამიკო! მთელი დღე ჩურჩულით ვილაპარაკებთ და სხვებსაც გავაჩუმებთ“
         „წყნარად მოიქეცი, ბევრი არ ილაპარაკო, არ იხმაურო, რეზიკო ძლივს დავამშვიდე. მთელი დღე ტიროდა. მგონი, ყელი სტკივა ან მუცელი. იმხელაა, ჩემზე დიდი, მაგრამ პატარა ბაიასავით იქცევა“ - ამ სიტყვებით შემომეგება საქმიანი გოგონა ლიზი და ამიხსნა, როგორ უნდა მოვიქცე, რეზიკოს რომ არაფერი ვატკინო და როგორ ვილაპარაკო, რომ არ იტიროს მისმა ძამიკომ.
„რეზიკოს ყველაზე მეტად უყვარს, დაიკო რომ უმღერის“
რეზიკო თუ ტირის, ტირის მთელი მისი ოჯახიც. თან, რა მწარედ ტირის და საცოდავად კვნესის... ის ხომ სხვაგვარად ვერ ხსნის, რომ რაღაც სტკივა, რაღაც აწუხებს და ამიტომ, თავად უნდა მიხვდნენ დედა და ბებია: „აი, ახლა ზურგი ასტკივდა - უნდა გადავაწვინო. ახლა, სწყურია, ეხლა კი - მარტო დარჩენა, სიჩუმე და სიმშვიდე უნდა.“
         - მომიყვები შენს ძმაზე, ლიზი?
         ლიზი (7 წლის): ჯობია, ბებომ მოგიყვეთ. თორემ მე და დედა ყოველთვის ვტირით, რეზიზე რომ ვლაპარაკობთ. მე შემიძლია გითხრა, რომ ყველაზე კარგი ბიჭია და სულ რაღაც სტკივა.
მზევინარი: მოდით, მე მოგიყვებით. უკვე 10 წელია, რაც გული გახეთქვაზე მაქვს. რეზი ჩემი პირველი შვილიშვილია. როგორ ველოდებოდით, რა ბედნიერები ვიყავით... სრულიად ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა. 8 თვის რომ იყო, უკვე „დედას“ ამბობდა, სიმღერებს ჰყვებოდა. ყველა, ვინც ნახავდა, გვეუბნებოდა: „ნამდვილი გენიოსი იზრდებაო!“
 „ღმერთს ვევედრებოდი, ჩემი შვილიშვილის დაავადებები ჩემთვის მოეცა - ეპილეფსია და დიაბეტი დამემართა“
         - შემდეგ რა მოხდა?
         მზევინარი: 8 თვის რომ იყო, ავად გახდა - ძალიან სტკიოდა ყურები. ვერ იძინებდა - სულ ტიროდა. წავიყვანეთ საავადმყოფოში, სადაც რაღაც გადასხმები გაუკეთეს და გაითიშა. სამ დღეში დავკარგეთ - კომაში იყო. მერე კი, გონს მოვიდა მაგრამ, თითქოს, გონება წაუშალეს: ვერ გვცნობდა, არ ესმოდა, რას ვეუბნებოდით. აი, ასე აქციეს ჩემი შვილიშვილი ხეიბრად. მერე კი, გვითხრეს, რომ ცერებრალური დამბლა აქვს და ეს არ იკურნება. მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება ისეთი მოვლა, როგორც სიცოცხლის პირველ დღეებში.
- წარმოდგენაც კი ძნელია, რის გადატანა მოგიხდათ.
მზევინარი: არც ეცადოთ. ნამდვილი საშინელებაა! მერე კი, დაიწყო შეტევები, საავადმყოფოები, ექიმები, ოპერაციები, ვალები, სესხები, რეაბილიტაცია... თითქოს, მომჯობინდებოდა ბავშვი და ისევ სიცხე - და ისევ თითქოს, არც გვიმკურნალია. ყველაფერს თავიდან ვიწყებდით, ვბრუნდებოდით იგივე წრეზე. აღარანაირი საშუალება არ გვაქვს, თან ვალები გადავიხადოთ და თან, საჭმლის ფულიც რომ დაგვრჩეს.
- არავინ გეხმარებათ?
მზევინარი: მშობლები სამი წლის წინ გარდამეცვალა - ორივეს კიბო ჰქონდა. დიდხანს ავადმყოფობდნენ, მერე კი, ორივე ერთად დავკარგე. ჩემს ძმებს საკუთარი დიდი ოჯახები ჰყავთ, თავადაც უჭირთ. მეუღლის ოჯახსაც საკუთარი პრობლემები აქვს.
- ახლა სად ცხოვრობთ? აქ ისეთი ხმაურია.
მზევინარი: ეს ყოფილი სატელეფონო სადგურის შენობაა. ახლა, აქ საერთო საცხოვრებელია, 80 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ჩვენც აქ შეგვასახლეს. არ ვიცი, რამდენი წლით. შეიძლება ნებისმიერ დროს გვითხრან: „წადით!“ და სად წავიდეთ? არც მე, არც ჩემს მეუღლეს საკუთარი ჭერი არ გვაქვს. მეშინია, ქუჩაში არ აღმოვჩნდეთ.
გიგი (5 წლის): როგორ, ქუჩაში? პირდაპირ ეზოში უნდა გვეძინოს? რა უცნაური ხარ! ძაღლები ხომ არ ვართ?!
მზევინარი: სამწუხაროდ, ზოგიერთი ძაღლიც კი, ჩვენზე უკეთესად ცხოვრობს.
- შენ მოგწონს თქვენი ცხოვრება, გიგი?
გიგი: არა! მე, ბებოს და ლიზის ერთ საწოლში გვძინავს, სულ ფეხებს ვურტყამთ ერთმანეთს. კიდევ, ის არ მომწონს, რომ რეზი არ მიჯერებს, ვეუბნები: „ადექი, საყვარელო, ადექი, წავიდეთ, ბურთი ვითამაშოთ“. ის კი, მაინც წევს.
მზევინარი: „ჩემი ძმა ლაპარაკს ისწავლის? მეთამაშება?“ გულს მიკლავს ეს კითხვები, ჩვენ ხომ ყველანი, გიგის გარდა, უკვე შევეგუეთ იმას, რომ რეზი ვერასდროს ადგება, ვერ ილაპარაკებს და ვერ ეთამაშება თავის პატარა ძმას.
 „არცერთი დედა არ იმსახურებს იმას, რომ თავისი შვილების ტანჯვას უყუროს. და თუკი ეს გარდაუვალია, ღმერთმა გააძლიეროს ყველა.“
        - როგორია რეზის ამჟამინდელი მდგომარეობა? 
         მზევინარი: აი, თავადაც ხედავთ: წევს და ტირის. ყოველთვის ვერ ვხვდებით, რა სჭირს. ყოველთვის ვერ ვახერხებთ მის დამშვიდებას. უმეტესად მაშინ ტირის, როდესაც სწყურია, რამე სტკივა, ან სიჩუმე უნდა. ხმაურის დროს ძალიან წუხს. შეიძლება კრუნჩხვებშიც ჩავარდეს.
 „კრუნჩხვების შემდეგ, მისი კუნთების მოდუნება ძალიან ძნელია“
ლიზი: ან, მაშინ ტირის, როცა ჩემთან თამაში უნდა.
- ხშირად ეთამაშები ხოლმე?
ლიზი: მაშინ ვეთამაშები, როდესაც არ მეჩხუბება. თუ ლექსი მაქვს სასწავლი, მაშინაც გვერდით ვუზივარ და ხმამაღლა ვკითხულობ. მაგრამ ჩუმად, ცუდად რომ არ გახდეს.
გიგი: იქნებ, სათამაშო უნდა ვუყიდოთ, რომ ჩაეხუტოს და მშვიდად ეძინოს?
- შენსას არ აძლევ?
გიგი: არა! იმიტომ კი არა, რომ ბოროტი ვარ. უბრალოდ არ მაქვს.
- ესე იგი, სათამაშოები გჭირდება. სათამაშოების გარდა, რაზე ოცნებობ კიდევ? 
გიგი: ბევრ რამეზე. აი, ახლა, სკოლაში უნდა წავიდე და ამიტომ, სასკოლო ნივთებზე ვოცნებობ. სკუტერზე და პლანშეტზე. და კიდევ იმაზე, რეზი რომ არ იყოს ავად და არ კანკალებდეს.
 „ჩემი ოცნებაა, ჩემი ძმა ჯანმრთელი იყოს. კიდევ, სკუტერი. მეტი არაფერი მინდა.“
         ლიზი: ჩვენი მთავარი ოცნებაა, რეზი რომ იყოს ჯანმრთელი ან, ესე ძალიან მაინც არ დაიტანჯოს. იცით, რა ცუდად ხდება? ხანდახან წარმოვიდგენ ხოლმე, რომ მე მაქვს ესეთი ხელები და ფეხები, რომ არ შემიძლია საწოლიდან ადგომა, არ შემძლია, ჩემით ჭამა და ვტირი. საშინელებაა.
        - ლიზი, რეზის გამოჯანმრთელების გარდა რაზე ოცნებობ კიდევ? შენი ასაკის გოგოებს ისეთი ლამაზი ოცნებები აქვთ ხოლმე!
        ლიზი: არც კი ვიცი. ბევრი ფული რომ მქონდეს, ტელეფონებს ვიყიდიდი ჩემთვის და ჩემი ძმისთვის. იცით, რა ძნელია, როდესაც არ გაქვს? ყველას შეუძლია მეცადინეობა, საინტერესო ინფორმაციის მოძიება, ჩემს გარდა.
- მზევინარ, ახლა თქვენ გვითხარით, თქვენთვის რის გაკეთება შეგვიძლია?
მზევინარი: მხოლოდ პენსიითა და შემწეობის თანხით ვარსებობთ. ჩემი მეუღლისა და შვილის ხელფასები კი, ვალებში მიდის. როგორც უკვე გითხარით, ბევრი ვალი დაგვიგროვდა,  რეზიკოს რომ ვმკურნალობდით. ბევრი რამ გვჭირდება. თავად -დათვალეთ: პამპერსი (დღეში 7-8 ცალი), ძვირადღირებული მედიკამენტები. ის გვშველის, რომ რეზიკო ყველაფერს ჭამს და სოციალური სასადილოს საჭმელებიც კი მოსწონს.
- რეზის პამპერსებისა და მედიკამენტების გარდა, იქნებ კიდევ გჭირდებათ რამე?
მზევინარი: სარეცხი მანქანა მჭირდება. რეზის თეთრეულს ყოველდღე უნდა რეცხვა, მე კი უკვე ხელებში ძალა აღარ მაქვს. კიდევ, ძალიან გვჭირდება გაზქურა და გამათბობელი. და იქნებ, ვინმეს ჰქონდეს ძველი, მოსახერხებელი ტანსაცმელი, რეზის რომ ჩავაცვა? საერთოდ არაფერი აქვს. აი, კინაღამ დამავიწყდა: ძალიან გვჭირდება საწოლები ბავშვებისთვის. ახლა, რეზის დედასთან ერთად სძინავს, მე კი, ლიზისთან და გიგისთან ერთად. ძალიან მოუხერხებელია!
რეზის სჭირდება თქვენი დახმარება, ის ხომ ღვთის შვილია!
გიგი: კი, თორემ ლიზი ფეხებს მირტყამს ძილში და ხვრინავს! 
ლიზი: ვინ ხვრინავს?! არ დაუჯეროთ, მე არ ვხვრინავ. ეს რეზის უჭირს სუნთქვა.
- მზევინარ, აუცილებლად დავწერთ თქვენს გასაჭირზე. ჩემი აზრით, ლიზის და გიგის ძალიან სჭირდებათ ორსართულიანი საწოლი, სათამაშოები, პლანშეტი და ახალი ტანსაცმელი.
მზევინარ: ვერც გავბედავ, რომ გთხოვოთ ეს ყველაფერი. ისედაც, ისე გამოდის, თითქოს მხოლოდ ჩემს ავადმყოფ შვილიშვილზე ვფიქრობ, ლიზი და გიგი კი, ვითომ არც არსებობენ. როგორ მტკივა ამის გამო გული! მჯერა, თქვენმა მკითხველებმა უკეთ იციან რამ შეიძლება გაახაროს ჩემი საბრალო შვილიშვილები. მათ სრულიად ვენდობი.
„გაიღიმე, ჩემო ლამაზო ბიჭო, აუცილებლად დაგვეხმარებიან“
***
         აი, კიდევ ერთი ღვთის შვილი, კიდევ ერთი სნეული ბიჭუნა, რომელიც ვერ გვეტყვის მადლობას და ვერც კი მიხვდება, რომ დავეხმარეთ. აი, სწორედ მაშინ, როდესაც ასეთ ბავშვებს ვეხმარებით, გულს ვუხსნით უფალს! ჩვენ ხომ სიკეთეს მადლობის გამო კი არა, არამედ მხოლოდ საკუთარი სულის გადასარჩენად ვაკეთებთ.
რეზი, ლიზი და გიგი ელიან ჩვენს დახმარებას, ჩვენს გარეშე, ისინი უბრალოდ ვერ გადარჩებიან. ეს ოჯახი მარტო ვერ გაუმკლავდება ამ სიძნელეებს, ჩვენს გარდა კი, არ ჰყავთ ახლობელი ადამიანები! თქვენ ხართ ერთადერთი იმედი! ბავშვები უნდა გადავარჩინოთ! შეხედეთ, რა კარგები არიან! 
პამპერსი, მედიკამენტები, პროდუქტი, სარეცხი მანქანა, გაზის გამათბობელი და გაზქურა შეუმსუბუქებდა მათ ცხოვრებას. ბავშვებს კი, სჭირდებათ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, პლანშეტი და ორსართულიანი საწოლიც. ჩვენ ხომ ეს შეგვიძლია? ხომ ასეა?
         თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და პირადად გაუწიოს ამ ოჯახს დახმარება, მათი მისამართია: ქუთაისი, ნიკეას ქ. ბინა 40გ.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას. 
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მიქაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: