ჩვენ შეგვიძლია ლუკას ტანჯვა შევუმსუბუქოთ!
2018 მაისი 28
4307
უყურებ ამ პატარა საყვარელ ბიჭუნას და გული გიკვდება. ბავშვმა უნდა ირბინოს, იხტუნოს, გაერთოს, განვითარდეს, ხოლო ლუკა ყველაფერ ამას, სამწუხაროდ, მოკლებულია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,069 ₾
(
87 დონორი )
რას აკეთებენ თქვენი 11 წლის შვილები? ცელქობენ, ხალისობენ, ხმაურობენ, მოუსვენრად დარბიან... ალბათ ყველა მშობელს სურს, რომ თუნდაც ნახევარი საათით მაინც „დაშოშმინდეს“ მისი პატარა ანცი და დედა დაასვენოს...
სამწუხაროდ, 11 წლის ლუკას დედას სულ სხვა რამე აწუხებს, სულ სხვა რამეზე ფიქრობს. იგი ოცნებობს, რომ მისი შვილი არ ტიროდეს ტკივილებისგან და კრუნჩხვებისგან არ იტანჯებოდეს.
მშობიარობისას ლუკამ ცერებრალური დამბლა გადაიტანა. ძნელი წარმოსადგენი არ არის მშობლების მდგომარეობა, რომლებიც ელოდნენ დიდ ბედნიერებას, ხოლო ცხოვრება მოულოდნელად „გადაყირავდა“. ეს არის განუწყვეტელი შიში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, რომელიც ვერ ლაპარაკობს... და ყოველთვის რარაც სტკივა.
დაბადების პირველივე დღიდან მშობლები მზრუნველობას არ აკლებდნენ ლუკას: მკურნალობდნენ სახლში, დაყავდათ კლინიკაში, ყიდულობდნენ წამლებს, აჩვევდნენ ბავშვს სოციუმთან ურთიერთობას... ასე გრძელდებოდა 11 წელი, მაგრამ უეცრად, გასული წლის მაისში, ლუკას მდგომარეობა გაუარესდა, ბავშვს სული ეხუთებოდა, დაეწყო გამუდმებული კრუნჩხვები და აუტანელი ტკივილები…
ბიჭუნა სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანეს დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მას სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია, რის შემდეგ ხელოვნური სუნთქვის აპარატს შეუერთეს. ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა იგი 5 თვის განმავლობაში…
„ჩათვალეთ, რომ 5 თვე მე არ ვიყავი ცოცხალი, ადგილს ვერ ვპოულობდი, ვტიროდი და ღმერთს შევთხოვდი, რომ ჩემი შვილი გადაერჩინა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს რაც კი შესაძლებელი იყო და... ლუკა გადარჩა“ - ამბობს ბავშვის დედა ნაზი კრიჭაშვილი.
გართულებების თავიდან ასაცილებლად ლუკას ტრაქეოსტომა ჩაუდგეს. ეს არის კისრის წინა ნაწილში ჩადგმული ხელოვნური მილი სუნთქვის აღდგენის მიზნით, რომელიც თვეში ერთხელ შეცვლას საჭიროებს და რომლის გარეშე სუნთქვა შეუძლებელი იქნება.
მეგობრებო, ეს ბავშვი ცხოვრობს სოციალურად დაუცველ ოჯახში, რომელიც ბებიისა და ბაბუას პენსიით საზრდოობს. სოციალური შემწეობა, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, გაურკვეველი მიზეზით მათ მოუხსნეს. ამ ოჯახს სხვა შემოსავალი არ გააჩნია და პირველ რიგში ეს მომაკვდინებლად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ლუკას უამრავი რამ სჭირდება: მედიკამენტები, სანაციის მილები, ჰიგიენური საშუალებები...ღმერთო ჩემო, სად უნდა იშოვოს ყველაფერი ეს ბავშვის ოჯახმა, რომლისთვისაც ხანდახან პური და ფაფაც კი სანატრელია?!
მეგობრებო, ჩვენ გვჯერა თქვენი სიკეთის და თანადგომის დიდი უნარის! თქვენ არაერთი პატარა გადაგირჩენიათ და იმედია, ლუკასაც დაეხმარებით, შეუმსუბუქებთ მას მძიმე ყოფას, აჩუქებთ მომავლის იმედს!
სასწრაფო დახმარების მიზნით, მედიკამენტების და სანაციის მილების შესასყიდად თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლუკა მიგოლაევი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/331-migolaev/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
„და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით“ (ფსალმუნი, 61).
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
1,259.91 ₾
დაეხმარა
83
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ჩემი ხმა მოგენატრება, დედა“ — ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც 2023 წლის 30 სექტემბერს წარმოთქვა უბედური დედის შვილმა, მირიანმა. ამ სიტყვების შემდეგ ის ხან კვდება, ხან ცოცხლდება...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა! უფლის ხელები არ უშვებენ მირიანს, რომ ჩვენი სამყარო დატოვოს: ის ხან კვდება, ხან...
შეგროვებულია
11,984.67 ₾
დაეხმარა
778
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მეგობრებო, ცრემლები მოვწმინდოთ 3 წლის მარიამს! პატარა გოგონას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! ტანჯვითა და ცხარე ცრემლებით არის აღსავსე ბავშვის სიცოცხლის ყოველი წამი!
ტერფების გამრუდების გამო საშინელი ტკივილი სტანჯავს მარიამს. ბავშვი სიმწრის ცრემლებით ტირის ყოველდღე. კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს...
შეგროვებულია
6,455.36 ₾
დაეხმარა
458
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
🆘დახმარება საჭიროა ახლა 🆘სასწრაფოდ🆘 პატარა ტატო კვდება!🆘 ის კომაში ჩავარდა!🆘 გადაარჩინეთ სიცოცხლე!🆘
პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ...
შეგროვებულია
32,586.92 ₾
დაეხმარა
1,807
|