მე ვხედავ გულით! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მე ვხედავ გულით!

page info icon
2018 სექტემბერი 3
ერთადერთი რამ, რაზეც დიანა ოცნებობს ეს უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილი სპეციალუი წნევის საზომი აპარატია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
463 ₾
( 32 დონორი )
დასრულებულია


როგორ ხედავენ სამყაროს ისინი, ვისი თვალებიც ყოველთვის დახუჭულია? ჩერნოვეცკის ფონდის 53 წლის ბენეფიციარი დიანა ქობალია დაბადებიდან უსინათლოა. მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო, მას საკუთარი სახლის დატოვაბე მოუხდა და ამჟამად თბილისში, სრულიად მარტო უხდება ცხოვრების გაგრძელება.

წარმოგიდგენიათ, რა ძნელია უინათლო ადამიანისთვის თავის მოვლა, ოთახში სისუფთავის შენარჩუნება, პროდუქტების საყიდლად გასვლა და საკვების მომზადება. ამაში დიანას ჩვენი ფონდის ექთნები და სოცმუშაკები ეხმარებიან, მისთვის მედიკაენტები და ჰიგიენური საშუალებები მიაქვთ. ფონდი აკეთებს ყველაფერს, რომ მას ცხოვრება შეუმსუბუქოს დღეს კი დასახმარებლად თქვენ მოგმართავთ.

ერთადერთი რამ, რაზეც დიანა ოცნებობს ეს უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილი სპეციალუი წნევის საზომი აპარატია. მას წნევის კონტროლი მუდმივად სჭირდება, რომ წამალი დროულად მიიღოს, ხშირად მეზობლების შეწუხება კი ძალიან ერიდება.

ინვალიდობის პენსიით და სოციალური დახმარებით თავი თვიდან თვემდე ძლივს გააქვს. 150 ლარის წნევის საზომში უბრალოდ ვერ გადაიხდის. ამიტომ ასეთ სასიცოცხლო მნიშველოვან ნივთზე არც კი ოცნებობს.

გთხოვთ ყველას, თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ დიანას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე  GE15TB7194336080100003 

GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: დიანა ქობალია)

საიტიდან

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/

სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან

NovaTechnology

TBCpay

ExpressPay

განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი


(გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).


მსგავსი პროექტები: