მარის გული სამი წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული. ექიმებმა სასწაულებრივად შეძლეს მისი „საიქიოდან“ დაბრუნება, მაგრამ, ის ვეღარ მოვიდა გონს – კომაში ჩავარდა! უჟანგბადობამ ტვინის მძიმე დაზიანება გამოიწვია. ამჟამად, ახალგაზრდა გოგონა საავადმყოფოს საწოლს არის მიჯაჭვული და ყოველდღიურად იბრძვის სიცოცხლისთვის. წაიკითხეთ, მარის მისი შეყვარებული რა გულისამაჩუყებელი სიტყვებით უხსნის სიყვარულს. უკვე 8 თვეა, ბიჭი საყვარელი ადამიანის კომიდან გამოსვლას ელოდება : „ ჩემო სიყვარულო, მე მჯერა, რომ ჩემი სიტყვები გესმის! ჩემო პრინცესა, ძალიან მიყვარხარ! სიგიჟემდე მენატრები, მინდა, ისევ ჩაგიკრა გულში და შენი ტკბილი ხმა გავიგო! დამელაპარაკე, ჩემო სიყვარულო, უბრალოდ დამიძახე – მაშინვე შენთან გავჩნდები, ჩემო გოგო!“ მეგობრებო, გოგონას სიცოცხლე უნდა! დახმარება სჭირდება, რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ, რეაბილიტაციისა და მკურნალობის გაგრძელება რომ შეძლოს. ამ მშვენიერ, ახალგაზრდა, საოცრად ლამაზ გოგონას – მარის, ხელი გაუმართეთ! ის მთელი გულით ელის თქვენს დახმარებას!