დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
ყოველდღე, წლიდან წლამდე, 14 წლის განმავლობაში, საქართველოში ვქმნით ფონდს, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს მიიზიდავს შემოქმედისკენ. მთელი გულით და სულით გვჯერა ბიბლიური კანონის, რომელშიც ნათქვამია — როცა მოყვასს ვეხმარებით, მოწყალებას მას კი არა, თავად ღმერთს ვაძლევთ! ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის რწმენის, იმედისა და მოყვასის სიყვარულის გამოხატულება მადლიერების მოლოდინის გარეშე.
ჩვენი მისიაა – ადამიანების ღმერთთან დაახლოება უცნობი ადამიანისთვის მოწყალების გაღების გზით.
ფონდი დაარსდა 2012 წლის 12 აპრილს. მისი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქის ამ ღვთისნიერ და კეთილშობილურ საქმეში ჩართვა — საქართველოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის დახმარების გაწევა ყველა წარმოქმნილი პრობლემის გადასაჭრელად.
ჩვენ გვსურს ცხოვრება სიდუხჭირის გარეშე
ჩვენ გვსურს ბედნიერი და მყარი ოჯახები
ჩვენ გვსურს ბავშვობა ტკივილის გარეშე
ჩვენ გვსურს ჯანსაღი და ხანგრძლივი ცხოვრება
ჩვენ გვსურს დღეგრძელობა მარტოობის გარეშე
ჩვენ ვეხმარებით საქართველოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს
ამ უბედურების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო! მათ მუდმივად სჭირდებათ დახმარება!
28 780 930 ლარზე
მეტი დახარჯა საქველმოქმედო საქმიანობაზე!
საქმიანობის პირველ წლებში ფონდმა დახმარება აღმოუჩინა საწოლს მიჯაჭვულ 2000-ზე მეტ მოხუცს, გახსნა საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები. აგრეთვე სთავაზობდა საქართველოს მთავრობას ამ საქმიანობის გავრცობას საქართველოს ყველა, განსაკუთრებით კი მთიან, ძნელად მისადგომ რეგიონებში, მაგრამ, რადგან ვერ მიიღო მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისგან, ფონდი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ამ საქმიანობის გაგრძელებაზე.
ჩერნოვეცკის ფონდის მიერ განხორციელებული სპეციალური პროგრამები, რომლებიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ისტორიას შემორჩა:
