ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
გოჩა (65 წლის): „მე არავინ, საერთოდ არავინ მყავს ამქვეყნად: არც ოჯახი, არც შვილები. ახალგაზრდობაში თანაკლასელ გოგოზე თავდავიწყებით ვიყავი შეყვარებული! მაგრამ, ცალმხრივად. თურმე, ადამიანს გვერდით აუცილებლად უნდა ჰყავდეს ვინმე. თორემ, შეიძლება მარტოობისგან ჭკუიდან შეიშალოს. არ გაიმეოროთ ჩემი შეცდომა, მეგობრებო.“
გოჩა – ოდესღაც ძლიერი და აქტიური მამაკაცი, ახლა, თითქმის აღარ დგება საწოლიდან. ძალიან დიდმა ზედმეტმა წონამ (165 კილოგრამი) და ხერხემლის ექვსმა თიაქარიმა ყოველი მოძრაობა უქცია სატანჯველად. მას საწოლში გადაბრუნებაც კი უჭირს.
კაცს მედიკამენტები და გამოკვლევები სჭირდება, მაგრამ აუცილებელი რამეებისთვისაც კი, არ აქვს ფული. თუ არ დავეხმარებით, მალე, შეიძლება სამუდამოდ დავკარგოთ ის!

გოჩა: „აი, ასეთი „სასიძო“ ვიყავი! ღმერთო, ღმერთო, რა ბედნიერი ვყოფილვარ და რა დღეში ჩამაგდო ცხოვრებამ…
მეგობრებო, გახსოვდეთ, რომ ყოველი ახალი დღე, თუ ჯანმრთელი ხართ, ღვთისგან ბოძებული ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარია! მადლიერი და მაქსიმალურად ბედნიერები უნდა იყოთ.
ეს ფოტო გოჩას სტუდენტობის საუკეთესო წლებშია გადაღებული. ეს გოგონები გოჩას კარგი მეგობრები იყვნენ. ამ ფოტოს როდესაც იღებდნენ, ერთმანეთს დაპირდნენ, რომ აუცილებლად ასეთივე ფოტოს გადაიღებდნენ სიბერეში. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, არცერთმა მათგანმა დაპირება არ შეასრულა.
მკითხულო, თუ ამ ფოტოზე იცნობთ საკუთარ თავს, დაგვიკავშირდით და ჩვენი ფონდი, თქვენს სტუდენტობის მეგობართან შეხვედრას მოგიწყობთ. ეს უდიდესი სიხარული გაუხანგრძლივებს გოჩას სიცოცხლის წლებს.
ეს მიტოვებული და დავიწყებული ყოფილი სამედიცინო კაბინეტი, გოჩასთვის ციხედ იქცა.
შხამიანი ობით დაფარული კედლები და ჩარაზული ფანჯარა სიცოცხლისთვის ბრძოლად აქცევს ამ კაცის ყოველ ამოსუნთქვას. იმისათვის, რომ სუნთქვა როგორმე შეძლოს, გოჩა იძულებულია, ღამით კარი დატოვოს ღია. ჟურნალისტმა, რომელიც ესტუმრა, კინაღამ გონება დაკარგა, ოთახში ისეთი უჰაერობა იყო.
გოჩა საერთოდ არ გადის გარეთ! მადლობა კეთილ მეზობელს, რომელსაც მისთვის უფასო სასადილოდან ულუფა მოაქვს. ხშირად, საბრალო კაცი მთელი დღის განმავლობაში უჭმელი რჩება. ნახევარი პური, მანის ფაფა და მაწვნის წყალწყალა წვნიანი – დღევანდეილი მისი საჭმელი მხოლოდ ეს არის.
აქ, ნესტითაა გაჟღინთელი ყველაფერი და სისველეში რომ არ ეძინოს, გოჩა იძულებულია ერთმანეთზე დააწყოს ლეიბები. ამჟამად, უკვე ექვსი ცალია.
გოჩა დაახლოებით 40 წელი მუშაობდა სხვადასხვა რაიონულ და რესპუბლიკურ გაზეთებსა და ჟურნალებში. ის სოციალურ თემებზე წერდა რეპორტაჟებს და ბევრს ეხმარებოდა კიდეც. ახლა კი, თავად სჭირდება დახმარება. მას სახლიდან გასვლაც კი არ შეუძლია, რადგან კიბეზე ჩამოსვლას ვერ ახერხებს. კაცი პენსიითა და სოციალური შემწეობით არსებობს, რომელიც 60 ლარს შეადგენს.
საცხოვრებელში არც ცხელი წყალი, არც შხაპი, არც გათბობა არის. გამათბობელიც კი არ აქვს გოჩას და იძულებულია, სიცოცხლის რისკის ფასად, მუდმივად გაზქურა ენთოს, ცოტათი მაინც რომ გათბეს.
ჩვენო ძვირფასო მკითხველო, ასეთი ფოტოსთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ ფონდის მიზანია, რეალობა ყოველგვარი შელამაზების გარეშე დაგანახოთ.
ამ შენობაში ანტისანიტარიამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია: გოჩა იძულებულია, ხელ–პირი დერეფანში დაიბანოს.
„აქ ვინმეს მოყვანის მრცხვენია, – გამოგვიტყდა გოჩა. – ამბობენ, ამ ოთახში გატარებული ნახევარი საათიც კი, წამებაა. მე კი, ცხრა წელია ვცხოვრობ! მივმართავ ყველა მეცენატს, ბიზნესმენს და უბრალოდ კეთილ ადამიანებს: დამეხმარეთ, რითაც შეგიძლიათ: პროდუქტებით, ტანსაცმლით, წამლებით, პირველადი მოხმარების ნივთებით. არაფერი გამაჩნია“.
ეს პიჯაკი სიყმაწვილის დროიდან შემორჩა გოჩას. მართალია, იმდენად ძველია, რომ აღარავინ ჩაიცვამს, მაგრამ საბრალო გოჩასთვის ის ძალიან ძვირფასია, რადგან წარსულ ბედნიერ წლებს ახსენებს.
ფონდის მეგობრებო, ჩვენს თანამემამულეს გასაჭირში ნუ მივატოვებთ! ამ ისტორიამ, ფონდში, თითოეული ჩვენგანის გულები შეძრა. შანსი გვეძლევა, მართლაც მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების, საქართველოში მცხოვრებ გულკეთილ ადამიანებთან ერთად.
მოდით, დავეხმაროთ გოჩას, რათა იგრძნოს, რომ ის დავიწყებული და მარტოსული არ არის. ეს კაცი უნდა გადავარჩინოთ! არავინ იმსახურებს იმას, რომ ცივ, ნახევრად დანგრეულ ოთახში დაასრულოს სიცოცხლის დღეები. გახსოვდეთ, ჩვენც ხომ ოდესმე დავბერდებით…
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ გოჩა და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: დაბა კოჯორი, იუნკერთა ქ. 38 (სოციალური საცხოვრებელი).
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ხარატიშვილების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
მეგობრებო, გიზიარებთ საქართველოში ყველასათვის ცნობილი ჟურნალისტის კიდევ ერთ ღიმილს, ის პირადად თქვენთვის იღიმის! თქვენ მას სიცოცხლე დაუბრუნეთ. მაგრამ, მასზე ზრუნვის შეწყვეტა არ შეიძლება! ახლა, მისი სიცოცხლე თქვენს ხელთაა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დასაწყისში კი, ზარის ღილაკის დაჭერა არ დაგავიწყდეს, რათა არაფერი გამოგრჩეს, რასაც უფალი გვავალებს! აუცილებლად დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თქვენ დაეხმარეთ – მადლობას გიხდით!
გოჩა ხარატიშვილი – მთელი საქართველოს მასშტაბით ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც „ლელოსთვის“, „თბილისისთვის“, „სოფლის ცხოვრებისთვის“ და მრავალი სხვა ქართული გამოცემისთვის წერდა. დიდი, მომღიმარი კეთილი კაცი, რომელსაც პრესკონფერენციებზე, ხშირად, როგორც კოლეგას ვხვდებოდი. და უცებ, რა მტკივნეული შოკია: გოჩა კოჯრის ბენეფიციართა სახლში იღუპება… ის ოთხმეტრიან პაწაწინა ოთახში ცხოვრობს, სადაც ობისა და ლპობის მძიმე სუნია, არც საპირფარეშო არის, არც შხაპი, ძველი გაზქურა დგას. ნესტიან ლოგინში სძინავს. ავად არის და სრულიად მარტოა…

გოჩა ძალიან ელოდებოდა ჩერნოვეცკის ფონდის მანქანას, ნერვიულობდა, რადგან იქ, მისთვის უკიდურესად საჭირო საჩუქრები ეგულებოდა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავუგზავნეთ! ძალიან გაუხარდა, წარსული ჟურნალისტური ცხოვრებიდან რომ გამიხსენა. მაგრამ, მაშინვე საშინელ უხერხულობაში ჩავარდა, სანამ არ გადავეხვიე.
65 წლის ასაკში, მან გააკეთა არჩევანი: სინამდვილე, გულისხმიერი ადამიანებისთვის თავისი ამბის გაზიარება და გადარჩენა, სიჩუმესა და დაღუპვას ამჯობინა. თქვენ კი, ისეთი მზრუნველობა გამოიჩნეთ მის მიმართ, როგორც ოჯახის წევრებმა… რომელებიც სამწუხაროდ, მას არ ჰყავს.

ეს ღვთისნიერი ქალბატონი, გოჩას მეზობელია. რუსუდანმა სიხარულითა და მადლიერებით გამოწვეული ცრემლი ვერ შეიკავა: „ბევრი მსმენია კეთილი საქმეების შესახებ, რასაც ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრები აკეთებენ. მაგრამ, ამდენ საჩუქარს მაინც არ ველოდი. უფალმა დალოცოს თითოეული თქვენგანის ოჯახი, კეთილდღეობა და ბევრი სიკეთე მოგცეთ!“
ახლა, გოჩას თანამედროვე გაზქურა და მაცივარი აქვს. შეუძლია, გადააგდოს დამწვარი ძველი ქურა და „თაგვების“ მაცივარი, რომლის გახსნისაც კი ეშინოდა, რათა არ დაეფრთხო თაგვები, რომლებიც იქ დარჩენილ კარაქს ჭამდნენ.
გამურულ გაზქურას გადააგდებენ
გოჩას შეუძლია გადააგდოს ძველი ტაფა და ქვაბი, რომელსაც ყველაფრის მოსამზადებლად იყენებდა, რადგან თქვენ მას ჭურჭლის ახალი ნაკრები აჩუქეთ. შეუძლია უვარგისი, დამპალი თეთრეული მოიშოროს: ახლა, მას ახალ ბალიშებზე, თბილი საბნის ქვეშ სძინავს.

მაგიდიდან ყველანაირი ქილა მოვაცილეთ და ახალი ელექტროჩაიდნისთვის გავათავისუფლეთ ადგილი.
გოჩას ასევე, ძალიან მოეწონა თმის საკრეჭი მანქანა და ელექტროსაპარსი. მაშინვე სთხოვა უმცროს მეგობარს, კეფაზე თმა შეესწორებინა მისთვის: „პენსიონერი ვარ, მაგრამ ახლა, ყოველთვის ახალგაზრდული და მოვლილი იერი მექნება“.
გოჩა: „აღფრთოვანებული ვარ თქვენი დახმარებით, ეს ჩემთვის ნამდვილი ბედნიერებაა. ჩერნოვეცკის ფონდი ჩემისთანა შეჭირვებულების მეგობარია. ძალიან დიდ პატივს გცემთ. სახალხო დამცველსაც კი მისწერეთ ჩემ შესახებ, უამბეთ, რა ორმოში და ნაგავში ვცხოვრობ. იქ კი, შეისწავლიან ჩემს საკითხს“.
გოჩას მადლობის წერილი:

ღმერთმა ნუ ქნას, ვინმემ იცხოვროს ისე, როგორც გოჩა ცხოვრობს. უკვე ასაკში შესული მამაკაცი რომელსაც ხერხემალი სტკივა, საზოგადოებრივი საპირფარეშოთი სარგებლობს, რომელიც შენობიდან 300-400 მეტრის მოშორებით მდებარეობს. ტანისამოსის გარეცხვასაც როგორღაც ახერხებს იქვე. იძულებულია, დერეფანში, ტაშტთან დაიბანოს ხელ-პირი. იქ ცივა, ფეხქვეშ კი, ნესტი და სიბინძურეა. ტანსაცმელი კედლების გასწვრივ ცელოფნის პარკებით კიდია. ერთადერთი მკრთალი ნათურის შუქზე თვალები უბნელდება. ეს სიცოცხლეშივე განცდილი პირადი ჯოჯოხეთია, მეგობრებო. გოჩამ ორჯერ სცადა თავის მოკვლა.
ჩვენ შეგვიძლია, სიმშვიდე და კომფორტი ვაჩუქოთ მას. ამისთვის საჭიროა სველი წერტილის სასწრაფოდ კეთილმოწყობა: ოთახის გვერდით არის ადგილი. გარდა ამისა, აუცილებელია კარადის შეძენა. ხოლო მედიკამენტებს, პროდუქტებს და დიდი ზომის ტანსაცმელს, კარგ მდგომარეობაში, გოჩა ყოველთვის მადლიერებით მიიღებს. ასევე, აუცილებელია ოთახში რემონტის გაკეთება.
გოჩა – დაღლილი დიდი ბავშვია, რომელსაც სითბო და მზრუნველობა სჭირდება. მეგობრებო, ამ შესანიშნავი ადამიანის დახმარება დიდი ბედნიერება არის, ისიც ხშირად ეხმარებოდა სხვებს.
თითოეული შემოწირულობა – ნესტის გარეშე სუნთქვის შესაძლებლობას ნიშნავს, პოსტის ყოველი გაზიარება – გოჩასთვის ერთი დღის ვახშამია.
მეგობრებო, სხვის გასაჭირი არ არსებობს! ამიტომ, თუკი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანების პრობლემების შესახებ იცით, მოგვწერეთ! ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: გოჩა ხარატიშვილი).
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
3124.81₾დარჩა:
0.33₾