ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბენეფიციართა საჭიროებანი

ძვირფასო მეგობრებო! ფონდის თანამშრომლები ყოველდღიურად იმდენ ტანჯვისა და ტკივილის ვუყურებთ, რომ გული და სული უზომოდ გვტკივა.

42000 უფლის სიყვარულით აღსავსე ქართველი, უმეტესწილად უბრალო ადამიანები, ვინც იზიარებს ჩვენს გულის ტკივილს და გაჭირვებულებს ფინანსურად ეხმარება.

მეგობრებო, ქედს ვიხრით თქვენს წინაშე!

გარდა ფინანსური დახმარებისა, ამ ადამიანებს სჭირდებათ ისეთი ელემენტარული ნივთები, რომელიც ჩვენთვის შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მათ კი - გადაარჩენს და სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ იმ ნივთების სიას, რომელსაც გაჭირვებული ადამიანები ღვთის საჩუქარს უწოდებენ!

სათამაშოები, ავეჯი და თეთრეულიც კი, თუნდაც მეორადი, მაგრამ აუცილებლად სუფთა და კარგ მდგომარეობაში. გთხოვთ გამოიჩინოთ დიდსულოვნება, ისეთი, როგორიც ნამდვილ ქართველებს შეეფერება, რათა უფალმა სიკეთე სათანადოდ დაგიფასოთ. გახსოვთ, რა წერია წმინდა წერილში? „ გაჭირვებულს ხელს რომ გაუწვდი შენ მე მეხმარები, და არა მას!“ უფლისგან დალოცვილები იყავით მუდამ!

კეთილი საქმის კეთებამ მეტი სიამოვნება რომ მოგანიჭოთ, გირჩევთ ჩვენს ვებგვერდზე აირჩიოთ ნებისმიერი ოჯახი და თქვათ ვის გინდათ რომ გადასცეთ ესა თუ ის ნივთი. ან ჩვენ მოგვანდეთ ეს საქმე. ანგარიშს გაწეული დახმარების შესახებ მაშინვე ჩაგაბარებთ სამადლობლო წერილისა და ფოტოების სახით.

 

პამპერსი ბავშვებისთვის და დიდებისთვის




ჰიგიენური სველი ხელსახოცები


წნევის საზომი აპარატები


სატურაციის საზომი აპარატები

თუ კი ახალი ხელსაწყოს ყიდვის შესაძლებლობა არ გაქვთ, არა უშავს, ჩვენი ბენეფიციარები სიხარულით მიიღებენ მეორად ნივთებსაც, გამართულ მდგომარეობაში.

მოძრავი გადასაადგილებელი ყავარჯენი


ნაწოლების საწინაარმდეგო ლეიბები


ხეიბრის ეტლები და სავარძლები

სნეული ადამიანისთვის ეს ეტლი იგივეა, რაც ჯანმრთელისთვის ფეხები. წარმოიდგინეთ, რამხელა სიახარულს აჩუქებთ ასეთი ეტლების სახით? ისინი შეძლებენ გარეთ, სუფთა ჰაერსა და მზეზე გასვლას, ხელებს ზეცისკენ აღპყრობენ და უფალს მადლობას შესწირავენ თქვენი კეთილშობილური საქციელისთვის. მეორადი ეტლებიც კი ძალიან გააბედნიერებს იმ ადამიანებს, ვინც წლების მანძილზე ოთხ კედელს შორისაა გამომწყვდეული.

ლოგინის თეთრეული


პირსახოცები

სკამები

წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება მრავალშვილიან ოჯახში მხოლოდ ერთი სკამი ჰქონდეთ და რიგრიგობით იჯდნენ? დაუჯერებლად გეჩვენებათ?! მაგრამ ეს სწორედ ასეა! საკუთარი თვალით ბევრჯერ გვაქვს ნანახი ასეთი საშინელება. თუ სახლში ზედმეტი სკამები გაქვთ, ან ინტერიერის განახლება გსურთ, არ მოგერიდოთ, თქვენი ავეჯი შეიძლება ვინმეს ძაააალიან გამოადგეს.


საწოლები


ბავშვის სათამაშოები


საბავშვო წიგნები


ბავშვის ტანსაცმელი


ბავშვის ფეხსაცმელი ( ზომა 27- დან 37- მდე )


ველოსიპედები (ორბორბლიანი და სამბორბლიანი)

თქვენი შვილები უკვე გაიზარდნენ და ველოსიპედით სეირნობა აღარ სურთ? მათ ახალი გატაცებები აქვთ, თქვენ კი ამ უზარმაზარი ნივთის შესანახად ადგილს ვერ ნახულობთ? მეგობრებო, ზოგიერთი ბავშვი, მხოლოდ სიზმრად ხედავს, როგორ დაჰქრის ველოსიპედით. წარმოიდგინეთ, ეს ბავშვი რომ გაიზრდება და ბავშვობას გაიხსენებს, როგორი სითბო ჩაეღვრება გულში.

ბურთები


ხელჯოხები


ყავარჯნები

სააბაზანოს დასაჯდომები


სპეციალური სკამები

მეგობრებო, ნებისმიერი ავეჯი გამოგვადგება, თუ კი უფალმა ახლისა და თანამედროვეს შეძენის შესაძლებლობა მოგცათ. თუ ძველ ავეჯს ახლით ჩაანაცვლებთ, ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, ვისაც იატაკზე სძინავს, ტანსაცმლის შესანახი ადგილი არ აქვს, მათ, ვისაც მაგიდა და სკამიც კი არ გააჩნია. დიახ, მეგობრებო, ასეც ხდება.

ჩვენ გვჯერა, რომ უმეტესობა ჩვენთაგანი, მიზნად სულაც არ ისახავს, ამა თუ იმ ქართული ოჯახის ისტორიის ნაწილი გახდეს. თუმცა, დღეს, ასეთი შესაძლებლობა თითოეულ ჩვენთაგანს ეძლევა! ჩვენ კი უფალს მადლობას ვწირავთ იმისთვის, რომ წილად გვხვდა პატივი, ასეთი წარმოუდგენლად კეთილშობილური ნაბიჯის გადადგმა შემოგთავაზოთ, მეგობრებო!