ჟურნალისტი
ანაზღაურება – 8000 ლარიდან, რომელსაც მხოლოდ თქვენ მიერ ნაჩვენები შედეგები განსაზღვრავს! ამის შესახებ სტაჟირების დროს გიამბობთ.
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში – 2000 ლარი, ბონუსების გარდა, რომლებიც, თუ ჟურნალისტი ნიჭიერია, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აღემატება ხელფასს.
დამსაქმებელი უზრუნველყოფს თანამშრომელს კორპორატიული სამედიცინო დაზღვევით.
ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი – საქართველოში, ფაქტობრივად, მთელი ყოფილი დსთ-ს ტერიტორიაზე შეჭირვებული ოჯახების დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფონდი, ჟურნალისტს ეძებს.
თუ თქვენ შეგიძლიათ კრეატიული ტექსტების წერა, რომლებიც ადამიანების გულებს შეძრავს, ეს სამუშაო თქვენთვისაა. ხოლო, თუ ამასთანავე ნიჭიერიც ხართ, ძალიან დიდი თანხის გამომუშავებას შეძლებთ! ჩვენთან, ნიჭიერება ფასდება!
მაღალი ხელფასი – 3000 აშშ დოლარიდან, პლუს ყოველთვიური ბონუსები.
სტაჟირების პერიოდში (ერთ თვემდე) ხელფასი – 700 აშშ დოლარიდან, პლუს ბონუსები განსაკუთრებით ნიჭიერი პოსტებისთვის.
თქვენი მთავარი ამოცანაა – ამაღელვებელი მოკლე პოსტების წერა, ვიდეორგოლების გადაღება, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება ერთ წუთს და მკაფიოდ ასახავს, პოსტზე მუშაობისას ნანახ, რთულ პირობებში მყოფი ჩვენი თანამემამულეების რეალურ მდგომარეობის სურათს.
მივესალმებით კანდიდატებს, რომლებსაც გულით და გონებით ესმით სხვისი პრობლემები, შეუძლიათ თანამოსაუბრის კეთილგანწყობის მოპოვება და, რაც მთავარია, შეუძლიათ ინტერვიუს ჩაწერა და კრეატიული კითხვების დასმა, გულწრფელი და მართალი პასუხების მისაღებად.
პროფესიული განათლება აუცილებელი არ არის. მნიშვნელოვანია მხოლოდ ლოგიკური და კრეატიული აზროვნება, Google-ის საძიებო სისტემაში კითხვების სწორად დასმის უნარი პრობლემის არსის გასაგებად, ასევე ტელეფონით ვიდეოს გადაღების ცოდნა. დანარჩენს შეგასწავლით!
რატომ არის ეს თქვენთვის უნიკალური შემთხვევა და საუკეთესო შემოთავაზება შრომის ბაზარზე?
● ცხოვრებაში პირველად, თქვენ თავად განსაზღვრავთ თქვენი ხელფასის ოდენობას იმ ფორმულების მეშვეობით, რომლებსაც ჩვენ მოგაწვდით. ჩვენ თქვენს შემოსავალს არანაირად არ ვზღუდავთ!
● უბედური ადამიანების დახმარებით, თქვენ დაუვიწყარ დადებით ემოციებს მიიღებთ! გარშემომყოფთა მხრიდან პატივისცემა კი, მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში გაგყვებათ!
● თქვენს ისტორიებს ასობით ათასი ადამიანი წაიკითხავს მთელ მსოფლიოში (თითოეული მასალის გამოქვეყნებას ფართომასშტაბიანი რეკლამა ახლავს თან) და არსებობს ალბათობა იმისა, რომ საზღვარგარეთ, მსოფლიოში განთქმულ გამოცემებში მიგიწვიონ.
გთხოვთ, მიუთითოთ ენების ფლობის დონე მხოლოდ 10-ბალიანი სისტემით!
მაგალითად: ქართული – 10;
რუსული – 9;
ინგლისური – 6.
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე [email protected] წერილის თემაში მიუთითეთ „ჟურნალისტი“.
ფონდთან მიმოწერის დაწყების შემდეგ, რაც კანდიდატის მიმართ ჩვენს დაინტერესებას ნიშნავს, გადმოგეგზავნებათ ტესტი, რომლის მიხედვით საბოლოოდ გადაწყდება, სამსახურში თუ აგიყვანთ.
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე, შესრულებული ტესტი და ვიდეო რუსულ ენაზე, რომლის ხანგრძლივობაც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წუთს. ვიდეოში უნდა ისაუბროთ თქვენი თვალსაზრისით, თქვენს მთავარ მიღწევებზე სხვა სამუშაო ადგილებზე. ვიდეოს გადაღებისას ნუ დაკარგავთ დროს სხვა პერსონალურ მონაცემებზე, მაგალითად: გვარი, სახელი და ა.შ. წინა სამუშაო ადგილებიდან დახასიათებები, სპეციალობის მიუხედავად, მისასალმებელია.
ჩვენ, თქვენ მიერ გამოგზავნილი მასალების სრული კონფიდენციალურობის გარანტიას ვიძლევით!
თუკი დატოვებთ ქვეყანას, სადაც ამჟამად ცხოვრობთ (სტაჟირების დასრულების შემდეგ), ჩვენ ბინის ქირაობისა და დაზღვევის გარანტიას ვიძლევით, იმ პირობით, რომ გაივლით კონკურსს. გარდა ამისა, ფონდის მხრიდან, გემრიელი სადილებით უზრუნველყოფილი იქნებით.
საქველმოქმედო ფონდის სოციალური მუშაკი
ჩვენი შეთავაზება: სტაჟირების პერიოდში ყოველთვიური ანაზღაურება – 1400 ლარი, ხოლო შემდეგ, უნარებისა და საქმისადმი სიყვარულის მიხედვით. ოფისში მუშაობა, ქ. თბილისი
ჩვენი მოთხოვნები:
თქვენს მოვალეობებში შედის:
საკონკურსო შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე კადრების განყოფილების ელ-ფოსტაზე: [email protected] , წერილის თემაში კი მიუთითოთ: „სოციალური მუშაკი“ .
საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი
ხელფასი – 2700 ლარიდან 13 500 ლარამდე სუსტი და საშუალო დონის თანამშრომლებისთვის, ხოლო მათთვის, ვინც შედეგის მიღწევას შეძლებს, ხელფასი შეზღუდული არ არის.
ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოში და ღარიბი, ავადმყოფი მოხუცებისა და ბავშვებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ მუდმივად გვჭირდება ახალი ტალანტები – ნიჭიერი თანამშრომლები.
არ არის აუცილებელი, რომ საკუთარ თავზე მოყოლისას ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რამდენად ღვთისმოსავი ან კეთილი ხართ! ეს თვისებები უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, ვისაც ღმერთი უყვარს! ჩვენ გვჭირდება საქმიანი ადამიანები, რომლებსაც სურთ ღირსეულად უზრუნველყონ საკუთარი თავი და ოჯახი და ამავე დროს იამაყონ იმით, რომ აქვთ თანაგრძნობით სავსე სული!
დღეს ჩვენ გვჭირდება თანამშრომლები:
– ნივთების მოზიდვისა და განაწილების მიმართულებით სამუშაოდ;
– ბავშვებთან სამუშაოდ;
– ქველმოქმედებთან კომუნიკაციისთვის;
– ტენდერების ჩატარებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი საქონლის მოზიდვის მიმართულებით სამუშაოდ;
– დასრულებული პროექტების ფარგლებში მუდმივი დახმარების ორგანიზებისთვის, კერძოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთა გადარჩენაც სიკვდილისგან შევძელით, თუმცა, სამწუხაროდ, დროის გასვლასთან ერთად საფრთხე კვლავ უბრუნდებათ ამ უბედურ ადამიანებს;
– მოხუცთა სახლების ქსელის ორგანიზებისთვის;
– შემოწირულობის ყუთების განთავსებისთვის;
–სოციალურ ქსელებში უცხოურ საზოგადოებებთან სამუშაოდ;
– ბენეფიციარების მოზიდვის ახალი არხების მოძიებისთვის.
გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] წერილის სათაურად მიუთითეთ „მენეჯერი“.
აუცილებელია ტესტირების გავლა და 1 წუთიანი ვიდეოს ჩაწერა. ინსტრუქციებს მიიღებთ საპასუხო წერილში. გისურვებთ წარმატებას!