რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ოთხი წლის ულამაზესი ანა-მარია, ძალიან შეჭირვებული ოჯახის შვილი, ცხარე ცრემლებს ღვრის, როდესაც ხედავს, სხვა ბავშვები როგორ დარბიან და ცხოვრება უხარიათ! მეგობრებო, შეხედეთ ამ საბრალო ბავშვის ფეხებს! არ გვჯერა, რომ ეს საშინელი უბედურება რომელიმე თანამდებობის პირის გულს ოდესმე შეძრავს, მაგრამ ჩვენ თქვენი გვჯერა… ერთად, უამრავი ადამიანი გადავარჩინეთ! ჩვენ შეგვიძლია და ჩვენი ვალია უფლის წინაშე, ბედნიერება ვაჩუქოთ ამ ბავშვს!

ლალი, დედა (22 წლის): ძვირფასო, (მიმართავს საბრალო ქალი კორესპონდენტს), გადაეცი, გააგებინე დედებს: გული მიკვდება, როდესაც ვხედავ, ჩემი შვილი, ჩემი სისხლი და ხორცი როგორ იტანჯება! თუ მეცოდინებოდა, რომ ასეთი ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია, საუთარ ფეხებს მივცემდი მას! ერთ ექიმს კი უთქვამს, რომ ასეთი ოპერაციები კეთდება საზღვარგარეთ! თქვენი თანადგომის გარეშე, ანა-მარია ბოლომდე ვერ გაივლის ამ გზას! დახმარების ხელი გაუწოდეთ ამ პატარა გოგოს, დაეხმარეთ, სრულფასოვანი ცხოვრების შანსი რომ ჰქონდეს!

შემოწირულია

₾1,865.96

დონორი

156

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

27 წლის გვანცა ახალგაზრდა დედაა, ის ცხრა თვის ორსულია, ბავშვს ელოდება. ის მძიმედ შრომობს ბოსტანში! ახალ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს! რა საშინელებაა! მთელი საქართველო ხომ, მის ჯანმრთელ შვილს ელოდება! მაგრამ, დანარჩენ ბავშვებს და ოჯახს ხომ, საკვები სჭირდებათ… დავეხმაროთ, მეგობრებო, ახალი სიცოცხლე რომ დაიბადოს!.. ქალი ილოცებს თქვენთვის, ჩვენ კი, ფონდში აღარ დავუშვებთ, რომ იმუშაოს… ყველა საჭირო პროდუქტს მივაწვდით, სანამ თქვენი გულები მის დასახმარებლად გაიხსნება… ამგვარად, ჩვენ ვიზრუნებთ მასზე და ყველას გვჯერა, რომ ეს ჩვენი მისიაა და უფლის ნება!

სახლი, სადაც ორსული ქალი, სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს, სადაცაა ჩამოინგრევა. საბრალო დედას ძილის დროსაც კი არ აქვს მოსვენება, რადგან არ იცის, მეორე დღეს მისი შვილები ისევ საწოლში გაიღვიძებენ, თუ ნანგრევებში… სასოწარკვეთილმა ორსულმა ქალმა ფონდში დარეკა და მორიდებით ითხოვა, იქნებ, მისი და მისი შვილების ამბავი თქვენამდე მოგვეტანა, კეთილო ადამიანებო. ჩვენ პირობა შევასრულეთ. ახლა კი, ჯერი თქვენზეა. ვიჩქაროთ, სანამ დიდი უბედურება დატრიალებულა, თორემ, ამას ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს.გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარი, ოთხი პატარა ანგელოზისთვის თავშესაფრის მიცემას ნიშნავს. უფალი ამ სიკეთეს არასდროს დაგივიწყებთ.

შემოწირულია

₾2,370.65

დონორი

187

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არცერთ ბავშვს არ დაემართება ასეთი საშინელება. თითქოს საქართველოს ბავშვები არ სჭირდებოდეს! საოცარი გოგონა, ლილიანა, სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ ოთხი წლის ასაკში მომაკვდინებელი ვირუსი დაემართა! საშინელებაა! ექვსი წლის ულამაზეს ლილიანას ოთხი წლის ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარება აქვს. მისი წონა კი სულ რაღაც 14 კილოგრამია. სრულიად ჯანმრთელმა ბავშვმა საშინელი ვირუსი გადაიტანა, რომელმაც ეს საშინელება გამოიწვია. გოგონას გამოჯანმრთელების ერთადერთი შანსი საზღვარგარეთ მკურნალობაა, მაგრამ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ მარტოხელა დედას ამის არანაირი საშუალება არ გააჩნია და მხოლოდ თქვენი იმედი აქვს, ღვთისნიერო ადამიანებო!

ეს ექვსი წლის ლილიანაა. გოგონა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. მარტოხელა დედა ხარობდა მისით. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს უჭირდა, სახლში მაინც ბედნიერება სუფევდა, რადგან ბავშვი ჯანმრთელი იყო. ამ ცხოვრებაში ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრე სწორედ ჯანმრთელობაა. ლილიანას ოთხი წელი რომ შეუსრულდა, გაჭირვების მიუხედავად, დედამ შეძლო მაღაზიაში ტორტის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების ყიდვა. საღამოს კი ბედნიერმა ლილიანამ სანთლები ჩააქრო… დიახ, ბავშვი ბედნიერი შეეგება მის ცხოვრებაში 4 წლის „მობრძანებას“. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ სწორედ ის მეოთხე წელი გახდებოდა დიდი უბედურების მომტანი მათ ოჯახში.

ეს საშინელი ამბავი კი ასე დაიწყო: ერთ დილით ბავშვმა რომ გაიღვიძა, მაღალი სიცხე ჰქონდა, აკანკალებდა, ყელი ეწვოდა და იმდენად სუსტად იყო, რომ ლოგინიდან წამოდგომის ძალაც კი არ ჰქონდა. „ოჰ ეს საშინელი ვირუსი“, — თქვა ბავშვის დედამ და მოგროვებული კაპიკებით წავიდა აფთიაქში. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ ეს საშინელი ვირუსიჯოჯოხეთად გადაიქცეოდა ბავშვისთვის. ანგელოზივით ლამაზ გოგონას რთულად კონტროლირებადი ეპილეფსია განუვითარდა.

შემოწირულია

₾6,402.46

დონორი

412

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ამქვეყნიური ჯოჯოხეთური ტანჯვა! მომაკვდინებელმა სქოლიოზმა ლამისაა მოკლას — დაახრჩოს ჯერ კიდევ ასეთი ნორჩი მარიამი! მძიმე შეტევის დროს მას არ შეუძლია სუნთქვა და ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს მისთვის! სიცოცხლის გადასარჩენად გოგონას საზღვარგარეთ სასწრაფო ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება!

სქოლიოზი ყოველდღე სულ უფრო მეტად აწვება ბავშვის ფილტვებს და ზოგჯერ საერთოდ უკეტავს ჟანგბადს! ტკივილები საბრალო გოგონას არც ძილის, არც ადგომის ან თუნდაც საწოლში გვერდის შეცვლის საშუალებას არ აძლევს!

მარიამის გულმკერდი სულ უფრო მეტად დეფორმირდება დღითი დღე და არავითარი ტკივილგამაყუჩებელი არ უმსუბუქებს ტანჯვას! ერთადერთი ხსნა მისი საზღვარგარეთ წაყვანა არის, რასაც მისი მშობლები მუხლმოდრეკილი გვევედრებიან! მაგრამ შეჭირვებულ ოჯახს ამხელა თანხა საიდან უნდა ჰქონდეს? მეგობრებო, დროს თუ დავკარგავთ, გარდაუვალია მისი სიკვდილი!

ლიკა, დედა (37 წლის): „უკვე 18 წელია, ჩემს გოგონას ვატარებ ხელით და სანამ ცოცხალი ვარ, ასე იქნება! მაგრამ მეც რომ მეწურება ძალა?!

გოგონა 18 წლისაა! ნებისმიერი გოგონასთვის ცხოვრების საუკეთესო პერიოდი! ხანდახან, მოსვენებას არ მაძლევს იმაზე ფიქრი, რომ ზოგიერთი ჩვენგანი უფლისგან მივიწყებულია. მაგრამ მაშინვე ლოცვას ვიწყებ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ასე ფიქრი დიდი ცოდვაა! მეგობრებო, მე მჯერა, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც უფალი ყველას შანსს გვაძლევს, სხვისი გასაჭირი გავიზიაროთ და ეშმაკი დავამარცხოთ!

გოგონა დაბადებიდან მიკროცეფალიით იტანჯება, მისი თავის ქალა არასწორად ჩამოყალიბდა და ტვინის განვითარებისთვის უბრალოდ ადგილი აღარ დარჩა.

შემოწირულია

₾5,010.23

დონორი

311

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მარტოხელა მოხუცები

სასწრაფო

90 წლის ბუცა ბებომ სიკვდილის წინ თავისი უკანასკნელი სურვილი გაანდო ფონდის კორესპონდენტს: „ხორცის წვნიანი მინდა ვჭამო, შვილო!“ ეჰ… მისი „მზე“ ნელ-ნელა ჩადის… ვაპატიებთ კი საკუთარ თავს, 90 წლის ბებო იმქვეყნად ისე წავიდეს, რომ უკანასკნელი სურვილი არ აუსრულდეს? ჩვენც ხომ დავბერდებით…

გაიცანით, მეგობრებო! თქვენ წინაშეა ძალიან, ძალიან გულკეთილი და ჯერაც ამაყი ქართველი ქალი, 90 წლის ბუცა ბებო! ისეთი სათნო და ტკბილი! თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში უამრავ ადამიანზე ზრუნავდა საქართველოში: რამდენი სიკეთე, რამდენი სულიერი სითბო აქვს გაცემული!.. სანაცვლოდ კი არასოდეს არავისთვის არაფერი უთხოვია!.. ახლა კი მზის ჩასვლას დარდობს, რადგან არ იცის, ხვალ ის მისთვის კვლავაც ამოვა თუ არა. ეს მისთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ მისი ოცნებაა, ხორცის წვნიანი მიირთვასწუხელ ესიზმრა კიდეც!

ბუცა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დაიბადა. გაჭირვების მიუხედავად, გოგონას ლაღი ბავშვობა ჰქონდა. 1935 წელიის პერიოდია, როდესაც ადამიანებს არც ტელეფონები, არც პლანშეტები, არც ძვირადღირებული სამოსი ჰქონდათ. სახლში სანთლის შუქზე წიგნებს კითხულობდნენ, ქსოვდნენ, საღამოს კი მეზობლები ერთად იკრიბებოდნენ და გემრიელ კერძებს ამზადებდნენ. დიდი გაჭირვების მიუხედავად, სიყვარული, სითბო და სიკეთე სუფევდა ხალხში. აი, ასეთ სიყვარულში გაიზარდა ბუცა

ახალგაზრდა გოგონა ბევრი შვილის ყოლაზე ოცნებობდა. იცით, თავის სიბერე როგორ წარმოედგინა? ღუმელთან დაჯდებოდა, კალთაში ჩაისვამდა ბავშვებს, მოეფერებოდა ქუჩაში სირბილისგან გაწეწილ თმაზე და სულ უფრო და უფრო ჩუმად, ტკბილ ქართულ ზღაპრებს უამბობდა შვილიშვილებს და შვილთაშვილებსთვალებს რომ დახუჭავდნენ, საწოლში გადაიყვანდა, საბანს დააფარებდა თბილად, შუბლზე აკოცებდაყველა შვილიშვილს სათითაოდ დააძინებდა ასე!

თითქმის ერთი საუკუნეა, ბუცა ბებო  ამქვეყნად ცხოვრობს. მაგრამ, სამწუხაროდ, ისე მიაღწია 90 წლის ასაკს, რომ მისი ოცნება ვერ ახდა. მას არც შვილები ჰყავს, არც შვილიშვილები

შემოწირულია

₾3,061.93

დონორი

260

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

სასწრაფო

28 წლის ფეხმძიმე მედეას ორი დღეა პურის ნამცეცი არ უჭამია… უფალო, ნუთუ არავის სჭირდება ეს ბავშვი საქართველოში?! ღმერთი ყველაფერს ხედავს! უფალო, დაეხმარე ამ უბედურ ქალს…

საკმარისია, თუნდაც წამიერად შეხედოთ ბავშვის თვალებს და ჟრუანტელი დაგივლით ტანში. ეს ის გამოხედვაა, რომელიც ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ბავშვმა ორი დღის წინ ჭამა საჭმელი ბოლოს. დღეს კი მხოლოდ ერთი ნატეხი პური აქვს ნაჭამი. რძის მაგივრად კი წყალი დალია. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაზე უარესია! სიცივისა და შიმშილისგან დაუძლურებულ ბავშვს ტირილის ძალაც კი აღარ შესწევს.

ღონემიხდილ ბავშვს ფეხზე დგომის ძალაც კი აღარ აქვს და აი, ასე საწყლად ჩამოადო თავი დედიკოს მხარზე და სიმწრის ცრემლებიც დედიკოს გახუნებული ჯემპრით შეიმშრალა. დედის თვალებში კი, შეხედეთ, რამხელა ტკივილია. ამას სულის ტკივილი ჰქვია…

ეს 28 წლის მედეაა. უკვე ორი შვილის დედაა ეს ახალგაზრდა გოგო. უფალმა კი მას ზეციდან მესამე ანგელოზიც გამოუგზავნა. ბავშვი ხომ ღვთის ყველაზე დიდი საჩუქარია.

შემოწირულია

₾4,699.22

დონორი

406

დიახ! მსურს დახმარება!
1 - 6 of 129 items
1 2 3 22

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

დაუსრულებელი უბედურება!!! ჯერ ერთი შვილი დაეღუპათ, ცოტა ხნის წინ კი ვერაგმა სიკვდილმა მეორე, გაზრდილი ვაჟიც წაართვა. ტკივილისგან პარალიზებული მამა, მისი გულმოკლული მეუღლე და დამწვარი სახლი! ჯანელიძეების ოჯახში გლოვის ზარი არ ჩერდება

აი, ასეთი საყვარელი და ტკბილი ბავშვები მოუვლინა უფალმა ჯანელიძეების ოჯახს. დედის, ელიზას, სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მამა კი, გერონტი, ყველგან სიამაყით ამბობდა: „მე ორ ვაჟკაც შვილს ვუზრდი ჩემს სამშობლოს“. მართლაც, წლები გადიოდა, ბიჭები სულ უფრო კარგი შესახედაობის ხდებოდნენ და, რაც მთავარია, აბაშის რაიონში ყველამ იცოდა, როგორი ზრდილობიანი და თავაზიანი ძმები იზრდებოდნენ ჯანელიძეების ოჯახში. ადამიანების უმეტესობა სიკეთით იყო განწყობილი ამ კეთილი ოჯახის მიმართ. მაგრამ, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის უსაზღვრო სიყვარულის და მათი ბედნიერი ცხოვრების შურდა. ბოროტი ადამიანების ავმა თვალმა და ღვარძლმა ბოლოს მაინც გამოიღო შედეგი და… ძალიან მძიმეა ამ სიტყვების წერა, მაგრამ ამ ვაჟკაცებიდან დღეს არცერთი არ არის ცოცხალი. განგრენა და ღვიძლის ციროზი — ამ ორმა ვერაგმა დაავადებამ ძმების სიცოცხლე შეიწირა და მას შემდეგ თითოეული გათენებული დღე ჯოჯოხეთად არის ქცეული საბრალო მშობლებისთვის. საბრალო დედა ასე იხუტებს გულში გარდაცვლილი შვილების ბავშვობის ფოტოებს. მგლოვიარე ქალს გული შუაზე აქვს გაგლეჯილი. ვერავინ, ვერავინ გაიგებს უბედური დედის გულში როგორი მწველი ცეცხლი გიზგიზებს. ელიზას სული სტკივა, მაგრამ ამ ტკივილს მხოლოდ შვილმკვდარი დედები თუ გაიგებენ. სხვა ვერავინ…

შემოწირულია

₾1,788.00

დონორი

116

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ერთმა ტრაგიკულმა დღემ მირიანის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. სიცოცხლით სავსე ბიჭი, ოჯახის შექმნის ნაცვლად, მანქანის ბორბლებქვეშ მოყვა და ახლა ყოველდღიურად უწევს სიცოცხლისთვის სასტიკი ბრძოლა

მირიანი 35 წლის იყო, როდესაც ერთ ავბედით საღამოს, ტროტუარზე მიმავალს, ავტომობილი დაეჯახა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ახალგაზრდა უდანაშაულო ბიჭის სისხლი დაიღვარა. მირიანმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო. თავის იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ ექიმები მისი გადარჩენის 1%-საც კი არ ვარაუდობდნენ. ბიჭს თავის ქალის ძვლები ჰქონდა დამტვრეული. ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს. სამი თვის განმავლობაში მირიანი კომაში იყო. პირველი ოპერაცია ბიჭს მოსკოვში ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, მირიანი რეანიმობილით საქართველოში გადმოიყვანეს. ჯამში, საბრალო ბიჭს თავის ტვინზე ოთხი ოპერაცია ჩაუტარდა. ბიჭს არც მგრძნობელობა ჰქონდა, არც აღქმის უნარი. მიცვალებულისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ სუნთქავდა. მიუხედავად ამისა, ბიჭის გმირი დედა არ დანებდა. საბრალო ქალმა შეუძლებელი შეძლო შვილის გამო და მართლაც, უფლის შემწეობით, თავის ტვინზე ჩატარებული მეოთხე ოპერაციის შემდეგ, მირიანი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა და მისი სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსები გაჩნდა.

შემოწირულია

₾26,743.22

დონორი

1795

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

რაულს სასიცოცხლოდ სჭირდება წამლები და ეტლი!

რაული მხოლოდ 20 დღის იყო, როდესაც მაღალი სიცხის გამო, ძლიერი კრუნჩხვები დაემართა. სოფელში ექიმი არ იყო და სანამ ბავშვი რაიონულ ცენტრში გადაიყვანეს, დამბლა დაეცა. საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – ცერებრული დამბლა. მშობლები შოკში იყვნენ, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, საშინელი ტრაგედია გადაიტანეს – მათი პირველი შვილი, გოგონა, 1 წლის და 8 თვის ასაკში დიფტერიით გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, შვილის ავადმყოფობასთან შეგუება როგორ გაუჭირდათ! რაული 26 წელია ტკივილებს უძლებს. მარცხენა ფეხი ისე აქვს გამრუდებული, რომ საერთოდ ვერ შლის. რაულის ხერხემალი ისეა გამრუდებული, რომ დეფორმირებულია ყველა შინაგანი ორგანო. სუნთქვაც კი მტკივნეულია. ტკივილგამაყუჩებლებისა და დამამშვიდებლების გარეშე, არ შეუძლია ცხოვრება! ბიჭი ბავშვობიდან ეტლს არის მიჯაჭვული. ეტლი უწევს ფეხების მაგივრობას, რადგან რამდენიმე ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმაც კი არ შეუძლია.

შემოწირულია

₾5,320.85

დონორი

257

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

SOS! SOS! SOS! ნათელას ძვლის კიბო აქვს. სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის კურსების ჩატარება თურქეთში! გთხოვთ, სამი შვილის დედა გადაარჩინოთ!

ავთვისებიანი სიმსივნე ცოცხლად ჭამს სამი შვილის დედას და მის სხეულში საგანგაშო სისწრაფით ვრცელდება! იცით, ეს რას ნიშნავს? ძვლოვანი ქსოვილის ვერაგი კიბო ერთიმეორის მიყოლებით ყველა ჯანმრთელ ორგანოს ითრევს: სარძევე ჯირკვალს, ფარისებრ ჯირკვალს, ხერხემალს. მეგობრებო, უფალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ შანსს გვაძლევს, მაგრამ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ! ახალგაზრდა ქალს ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება ესაჭიროება თურქეთში. ერთი პროცედურის ღირებულება დაახლოებით ხუთი ათასი დოლარი არის. ნათელა ფეხზე რომ დადგეს, უნდა გადაიხადოს სამი ასეთი პროცედურის საფასური და, რაც მთავარია, უნდა გაუძლოს მათ. ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, ყიდიან ყველაფერს, რაც კი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ კმარა. თქვენი დახმარების გარეშე ოჯახი ვერ გაუმკლავდება ამას!

შემოწირულია

₾17,583.83

დონორი

1214

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ნათია საქართველოში ცოცხალი და ჯანმრთელი დავაბრუნოთ! თურქეთის კლინიკაში მყოფ ჩვენს თანამემამულეს ჩვენი დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროება. ნათიას მხოლოდ 1 კვირა აქვს ვადა, რომ გადარჩეს. თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

მეორე ურთულესი ოპერაციისთვის, 15 ათასი დოლარი არის საჭირო. კეთილო ადამიანებო, ამ საბრალო დედა-შვილის იმედი, მხოლოდ თქვენ ხართ! დრო ძალიან ცოტაა. თურქი ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ნათიას, რამდენიმე დღეში მეორე ოპერაცია არ ჩაუტარდა, „ჩაიყრება წყალში“ არა მხოლოდ პირველი ოპერაციის კარგი შედეგი, არამედ უფრო დამძიმდება ნათიას მდგომარეობა. ექიმებმა დეტალურად აგვიხსნეს რატომ, თუმცა, ძვირფასო მკითხველო, თქვენ აღარ შეგაწყენთ თავს. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ გაღებული ერთ ლარსაც კი, არა მხოლოდ ნათიას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, არამედ მისი საბრალო გმირი დედისაც, რომელმაც ტანჯვაში გაატარა მთელი ახალგაზრდობა და მოხუცებულობა შვილის ჯოჯოხეთური წამების შემხედვარე. მოდით, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მაინც მივანიჭოთ სიხარული ამ გმირ ქალს.

შემოწირულია

₾53,269.83

დონორი

2764

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

აფხაზეთის ომის გმირი ქალი, რომელმაც ბრძოლის ველიდან ათობით სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი გამოიყვანა ტყვიებისა და აფეთქებული ჭურვების ქვეშ, ახლა სახელმწიფოსგან 45 ლარს იღებს და ქუჩის ძაღლივით ცხოვრობს! სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი!

აფხაზეთის ომი! დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი… დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი, ხოლო აფხაზეთში მცხოვრები 300 ათასზე მეტი ქართველი სეპარატისტებმა საკუთარი სახლებიდან განდევნეს. 20 წლის ლიკა აფხაზეთის ომში დაჭრილ ჯარისკაცებს სისხლს წმენდდა და ჭრილობებს უხვევდა. დაღუპული მებრძოლების ცხედრებს ბრძოლის ველზე არ ტოვებდა. საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოჰქონდა ცხედრები, რათა მათ მშობლებს შვილის საფლავი მაინც ჰქონოდათ. ის პატარა გმირი გოგონა დღეს უკვე ქვრივი ქალია, რომელსაც არ სახლი აქვს, არც საკვები, არც მედიკამენტების საყიდელი ფული. გმირი ქალი ისეთივე პირობებში ცხოვრობს, როგორშიც მიუსაფარი ძაღლი. ეს საშინელი შენობა – ყოფილი ტუბდისპანსერია. აქ არც სინათლეა, არც გათბობა, არც ფანჯრები. კედლები კი ნესტისგან დამპალია. სწორედ ამ საშინელ შენობაში ცხოვრობს გმირი ლიკა, რომელმაც ბრძოლის ველზე უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა და თავადაც სამშობლოს ერთიანობისთვის იბრძოდა. დღეს კი ამ სამშობლოში ერთი ნორმალური პატარა ოთახიც კი ვერ მოიძებნა ლიკასთვის. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ქალი იძულებული გახდა, თავად შესულიყო ამ მიტოვებულ შენობაში. ამ პალატებში ერთ დროს ტუბერკულოზით დაავადებული, სიკვდილთან მებრძოლი ხალხი იწვა. ის საშინელი პალატები დღეს გმირი ქალის ერთადერთი საცხოვრებელია. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!

შემოწირულია

₾1,986.92

დონორი

98

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 - 6 of 1014 items
1 2 3 169