გაიცანით, მეგობრებო! თქვენ წინაშეა ძალიან, ძალიან გულკეთილი და ჯერაც ამაყი ქართველი ქალი, 90 წლის ბუცა ბებო! ისეთი სათნო და ტკბილი! თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში უამრავ ადამიანზე ზრუნავდა საქართველოში: რამდენი სიკეთე, რამდენი სულიერი სითბო აქვს გაცემული!.. სანაცვლოდ კი არასოდეს არავისთვის არაფერი უთხოვია!.. ახლა კი მზის ჩასვლას დარდობს, რადგან არ იცის, ხვალ ის მისთვის კვლავაც ამოვა თუ არა. ეს მისთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ მისი ოცნებაა, ხორცის წვნიანი მიირთვას… წუხელ ესიზმრა კიდეც!
ბუცა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დაიბადა. გაჭირვების მიუხედავად, გოგონას ლაღი ბავშვობა ჰქონდა. 1935 წელი — ის პერიოდია, როდესაც ადამიანებს არც ტელეფონები, არც პლანშეტები, არც ძვირადღირებული სამოსი ჰქონდათ. სახლში სანთლის შუქზე წიგნებს კითხულობდნენ, ქსოვდნენ, საღამოს კი მეზობლები ერთად იკრიბებოდნენ და გემრიელ კერძებს ამზადებდნენ. დიდი გაჭირვების მიუხედავად, სიყვარული, სითბო და სიკეთე სუფევდა ხალხში. აი, ასეთ სიყვარულში გაიზარდა ბუცა.
ახალგაზრდა გოგონა ბევრი შვილის ყოლაზე ოცნებობდა. იცით, თავის სიბერე როგორ წარმოედგინა? ღუმელთან დაჯდებოდა, კალთაში ჩაისვამდა ბავშვებს, მოეფერებოდა ქუჩაში სირბილისგან გაწეწილ თმაზე და სულ უფრო და უფრო ჩუმად, ტკბილ ქართულ ზღაპრებს უამბობდა შვილიშვილებს და შვილთაშვილებს… თვალებს რომ დახუჭავდნენ, საწოლში გადაიყვანდა, საბანს დააფარებდა თბილად, შუბლზე აკოცებდა… ყველა შვილიშვილს სათითაოდ დააძინებდა ასე!
თითქმის ერთი საუკუნეა, ბუცა ბებო ამქვეყნად ცხოვრობს. მაგრამ, სამწუხაროდ, ისე მიაღწია 90 წლის ასაკს, რომ მისი ოცნება ვერ ახდა. მას არც შვილები ჰყავს, არც შვილიშვილები.