საწყალი, საწყალი!!! აღარც მეხსიერება შერჩა, აღარც მეტყველება და აღარც მხედველობა… მაგრამ ჩვენ ვხედავთ მის მწარე ხვედრს! ვილოცოთ ქეთევანისთვის და დავეხმაროთ მას! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საწყალი, საწყალი!!! აღარც მეხსიერება შერჩა, აღარც მეტყველება და აღარც მხედველობა… მაგრამ ჩვენ ვხედავთ მის მწარე ხვედრს! ვილოცოთ ქეთევანისთვის და დავეხმაროთ მას!

page info icon
2024 ივლის 9
„სიკორია, დედა“, — იმეორებს ქეთევანი და ისევ ტირის. შემდეგ უსიტყვოდ ემორჩილება თავის მომვლელ მაცაცოს. მორჩილად მიირთმევს სუპს კოვზიდან და ისმენს ქებას, თუ რა კარგი გოგოა. პატარა ბავშვივით უცვლიან პამპერსს და ეზოში მცირე ხნით ასეირნებენ ეტლით. ცრემლების ნაკადი არ წყდება მის სახებზე. მარჯვენა ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს. ენა არ ემორჩილება და ვერ ატრიალებს პირში. თვალები ვეღარაფერს არჩევენ… აი, რა დამართა ქეთევანს ინსულტმა. არა, აი, როგორ შეუძლია სახელმწიფოს მოტეხოს ადამიანი. შეხედეთ დაუძლურებულ ქეთევანს და ფრთხილად იყავით! აი, რამხელა საფასურს იხდის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოსგან დახმარების მიღებას ცდილობს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,875 ₾
( 105 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

საწყალი, საწყალი!!! აღარც მეხსიერება შერჩა, აღარც მეტყველება და აღარც მხედველობა… მაგრამ ჩვენ ვხედავთ მის მწარე ხვედრს! ვილოცოთ ქეთევანისთვის და დავეხმაროთ მას!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ქეთევანს არც სახლი აქვს და არც ახლობლები ჰყავს

„სიკორია, დედა“, — იმეორებს ქეთევანი და ისევ ტირის. შემდეგ უსიტყვოდ ემორჩილება თავის მომვლელ მაცაცოს. მორჩილად მიირთმევს სუპს კოვზიდან და ისმენს ქებას, თუ რა კარგი გოგოა. პატარა ბავშვივით უცვლიან პამპერსს და ეზოში მცირე ხნით ასეირნებენ ეტლით.

ინსულტის შემდეგ კოვზით აჭმევენ საჭმელს და პამპერსს უკეთებენ

ცრემლების ნაკადი არ წყდება მის სახებზე. მარჯვენა ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს. ენა არ ემორჩილება და ვერ ატრიალებს პირში. თვალები ვეღარაფერს არჩევენ… აი, რა დამართა ქეთევანს ინსულტმა. არა, აი, როგორ შეუძლია სახელმწიფოს მოტეხოს ადამიანი. შეხედეთ დაუძლურებულ ქეთევანს და ფრთხილად იყავით! აი, რამხელა საფასურს იხდის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოსგან დახმარების მიღებას ცდილობს.

აი, როგორ გამოიყურება სახელმწიფოს მიერ მოტეხილი ადამიანი

73 წლის ქეთევანს ახლა საკუთარი აღარაფერი გააჩნია — აღარც პერანგი და აღარც ბალიში. ის მხოლოდ იმიტომ არის ცოცხალი, რომ ძველმა ნაცნობმა, ნათელა გოდერიძემ შეიკედლა. საკუთარი სახლი და ქონება ქეთევანმა ერთ დღეს — 2015 წლის 13 ივნისს დაკარგა, როცა მდინარე ვერე ადიდდა. ქეთევანი უსახლკარო გახდა და ერთჯერადად მხოლოდ 300-ლარიანი დახმარება მიიღო.

მდინარე ვერემ გაანადგურა ქეთევანის სახლი, მაგრამ თანამდებობის პირები უფრო უმოწყალოდ მოექცნენ —300 ლარი მიუგდეს და ქუჩაში დატოვეს

ღმერთო, დაიფარე საქართველოს მოსახლეობა, რომ არაფერი დაემართოთ! რადგან ხვალ რომ რამე სტიქია მოხდეს — წყალდიდობა ან მიწისძვრა — ნებისმიერი ჩვენგანი უსახლკარო გახდება, ვისზეც არავინ იზრუნებს.

ქეთევანი ოთახს ქირაობდა ნათელას სახლში და არასდროს უგვიანებდა ქირის ფულს, ვიდრე ინსულტი არ დაემართა. ვიდრე ერთ დღეს მისი სხეული ჩვარივით დაუმორჩილებელი არ გახდა. სახლსა და მიწის ნაკვეთზე გამართულმა სასამართლოებმა და განხილვებმა მოტეხეს ქეთევანი, ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვეს. ადამიანის ამტანობას თავისი საზღვარი აქვს, ადამიანი ქვა და რკინა არ არის…

სიცოცხლით სავსე ელეგანტური ქალი უენო და უგონო მოხუცად აქციეს…

ახლა ქეთევანს აღარ შეუძლია ბინის ქირის გადახდა. ის მძიმე ავადმყოფია, რომელსაც არც კი ახსოვს, რა დაემართა. მისი ურთიერთობის საშუალება ორად ორი სიტყვა — „სიკორია დედა“ და ცრემლებია, რომლებითაც ის ჯანმრთელობაზე ჩივის, მადლობას იხდის, გამოხატავს ტკივილს ან რაღაცას ითხოვს.

სხეულის მარჯვენა ნაწილი უმოძრაო აქვს, ნებისმიერი მოძრაობა მისთვის ტკივილი და წამებაა

მხოლოდ ჩვენზეა ახლა დამოკიდებული: დარჩება ქეთევანი უმოძრაო თოჯინასავით თუ რეაბილიტაციის შედეგად ფეხზე დადგება

ქეთევანს არც ქმარი ჰყავს და არც შვილები, ახლობლებიდანაც აღარავინ ჰყავს. ნათელა ისე უვლის, როგორც თავისიანს. ეცოდება თავისი სახლის ყოფილი ბინადარი და არ ავიწყდება, რა კარგი ადამიანია. როცა ქეთევანს ეს უბედურება შეემთხვა, ნათელა გვერდით იყო და უვლიდა. მას სჯეროდა, რომ ქეთევანს მილების გარეშე შეეძლო სუნთქვა და კვება, ამიტომ ყელში სტომას ჩადგმის უფლება არ მისცა ექიმებს.

ქეთევანის ფეხზე დაყენება შესაძლებელია, ეს რეალურია. მას სჭირდება წამლები, პამპერსები, გამოკვლევები და რეაბილიტაცია. როცა მას ეუბნებიან, რომ გამოკეთდება და ძველი ქეთევანი გახდება, ის გულამოსკვნით ტირის. ინფარქტგადატანილმა ტვინმა ყველა სურათი არ წაშალა ძველი ცხოვრებიდან. ის ჭკვიანი ქალი იყო, პროფესიით ფილოლოგი. ის ხელი კი, რომელიც ახლა უმოძრაოდ აქვს დაკიდებული, კულინარიულ შედევრებს ქმნიდა.

ქეთევანი მომხიბვლელი და ლამაზი ქართველი ქართველი ქალი იყო…

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ქეთევანი მათ დანახვასაც კი ვერ შეძლებს, ვინც მის დახმარებას მოინდომებს. ინსულტმა მას თვალის ჩინი წაართვა. მაგრამ ჩვენი თვალები ხომ ხედავენ მის მწარე ხვედრს, ხედავენ მის უმწეობას. ვევედროთ დედა ღვთისას ქეთევანის გამოჯანმრთელება და დავეხმაროთ მას რეაბილიტაციაში.

ყოველ ჯერზე, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ, გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობის ვიღაცის ლოცვებს!

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად შევძლებთ ქეთევანის გადარჩენას აშკარა დაღუპვისგან.

თუ გსურთ, პირადად მოინახულოთ ოჯახი და დაეხმაროთ, მათი მისამართია: ქალაქი თბილისი, ბესიკის ქუჩა, სახლი 9. 

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: ჯავახიშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 კორ. მედეა


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: