დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

კიდევ ერთი უკიდეგანოდ უბედური და სნეული, ჩვენი თანამემამულეების ოჯახი, მეგობრებო! საქართველოს ეს ღირსეული მოქალაქეები სადაცაა ქუჩაში დარჩებიან! სიბერით გამოწვეული საშინელი დაავადებები და სულიერი ტკივილი უსამართლობის გამო, მტანჯველი სიკვდილით მოკლავენ მათ! გახდით მათი ნათესავები! ისინი სულიერად ჩვენზე უკეთესები არიან… არც ისე ცოდვილები და მომთხოვნები! მათ არავისთვის არაფერი დაუშავებიათ ცხოვრებაში! ახლა, მათი ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ! ჩვენ კი, უნდა დავიმსახუროთ, სხვა ადამიანებმა ასე რომ ილაპარაკონ ჩვენზე!

შემოწირულია

₾804.07

დონორი

73

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

მეგობრებო, უფალმა სული შთაგვბერა, უკიდურესად შეჭირვებულ ადამიანებს რომ ვუთანაგრძნოთ! დღეს, ახალგაზრდა და მოსიყვარულე დედის – 21 წლის მარიამის ძალიან, ძალიან გულის ამაჩუყებელი ისტორია უნდა გიამბოთ. ის საშინლად იტანჯება. აღსანიშნავია, რომ ეს, სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც უფალმა მოგვცა ძალა და საშუალება, ამ მომაკვდინებელი ტკივილებისგან ვიხსნათ საბრალო ქალი! მარიამის „წასვლა“ არ შეიძლება. მას ხომ, საოცარი სამი თვის ქართველი ბიჭუნა ელოდება! დედის გარეშე, დაიღუპება ბავშვი! ჩვენ კი, ვერასოდეს ვაპატიებთ ამ დანაკარგს საკუთარ თავს!

შემოწირულია

₾2,879.02

დონორი

162

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

დავითი – კეთილშობილი და გულისხმიერი ახალგაზრდა ქართველი ბიჭია, რომელმაც გვერდი ვერ აუარა ბანდიტებს, რომლებიც გამვლელს უმოწყალოდ სცემდნენ! გონება რომ დაკარგა, მთვრალმა ნაძირლებმა პირდაპირ საძილე არტერიაში ჩაარტყეს მინის ნამსხვრევი. საშინელებაა! ასე გაწირეს გარდაუვალი სიკვდილისთვის 23 წლის ბიჭი – ორი მცირეწლოვანის მამა. მეგობრებო, ეს ნამდვილი მკვლელობაა! ჩვენ, ფონდის თანამშრომლები, თქვენი დახმარებით, სასამართლოსგან მკვლელებისთვის მაქსიმალურ სასჯელს მოვითხოვთ! მეგობრებო, დაწერეთ კომენტარები და თანხის შეგროვებაში დაგვეხმარეთ, დავითი თურქეთში რეაბილიტაციაზე რაც შეიძლება მალე უნდა გავგზავნოთ, რადგან, ჯანდაცვის სამინისტროს თუ დაველოდებით, სანამ გამოყოფს თანხას, დავითი შეიძლება უბრალოდ მოკვდეს… ქართველი ექიმები მხოლოდ ერთ პროცენტს აძლევენ გადარჩენის შანსს. რა თქმა უნდა, ადგილობრივ კლინიკებში მკურნალობაზე, საუბარიც კი ზედმეტია. სახლში კი, დავითს მისი ვაჟი იოანე და ულამაზესი გოგონა ნიკოლი ელოდებიან… დავითი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. უფალო, ახალგაზრდა მამას გადარჩენაში დაეხმარე! დაეხმარე, უფალო! აუცილებლად გავიგებთ, დამნაშავეებს რამდენ წელს მიუსჯიან და მოგახსენებთ. მით უმეტეს, რომ ჩვენი ფონდის დამფუძნებელი უკრაინის პროკურატურის ყოფილი, უდიდესი გამოცდილების მქონე უფროსი გამომძიებელი და სამართლის დოქტორი გახლავთ. მაგრამ, საქმე მარტივად არ არის, მეგობრებო! დავითის სიცოცხლის ფასი, მისი შეჭირვებული ოჯახის წევრების თქმით, დღეს, 50 000 დოლარია. ეს დიდი უბედურებაა, მეგობრებო!უდიდესი ადამიანური უბედურება!

შემოწირულია

₾7,410.69

დონორი

381

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ვერც კი წარმოიდგენთ, უბრალო ქართველი მასწავლებლის მერაბის ყოველდღიური ცხოვრება რაოდენ საშინელია! ჩვენ, ფონდში, ასეთ ადამიანებს ჩვენი დროის გმირებს ვუწოდებთ – ადამიანებს, ვინც ჯილდოებსა და პატივისცემას სამინისტროების, მთავრობისა და მთელი სახელმწიფოსგან იმსახურებს. იცით, მეგობრებო, საყვარელი ადამიანის გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლა იგივეა, რაც ტყვიების ქვეშ მისი გაყვანა ყველაზე საშინელ მტერთან – სიკვდილთან სისხლისმღვრელი ბრძოლის ველიდან! მისი სიკვდილისგან ხსნა, მისი ტანჯვის გაზიარება – ეს არის ღვთის სიყვარული, რომელსაც საზღვარი არ აქვს!  

შემოწირულია

₾19,378.23

დონორი

1010

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

SOS! SOS! გთხოვთ, სვანეთში მცხოვრები, შვიდი შვილის დედის – ნათია პაკელიანის სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმაროთ! ის მხოლოდ 31 წლისაა. ექიმებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს (ჰოი, უბედურებავ!) სასიკვდილო დაავადება – ტვინის ანევრიზმა. ვერაგი დაავადება ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს ყოველ წამს ემუქრება! უმცროსი შვილი მხოლოდ ორი წლისაა. რამდენჯერ უნახავთ საბრალო ბავშვებს საკუთარი თვალით დედიკოს გულყრები… რამდენჯერ შეუძრავს ამ ლამაზი ოჯახის სახლი შეშინებული ბავშვების კივილსა და ცრემლებს. უფალო, დაეხმარე! თურქეთში პირველი და ძალიან ძვირადღირებული გამოკვლევის დროს, ექიმებმა ნათიასთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს. საჭირო გახდა ახალი გამოკვლევების ჩატარება, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრომ თანხა არ გამოყო. ამის გამო, ქალს არ შეუძლია მკურნალობის დაწყება, რომელიც შესაძლოა, მის სიცოცხლეს გადაარჩენს და შვიდი ქართველი ანგელოზი აღარ დარჩება ობლად! ოჯახი შორს, ძალიან შორს, სვანეთის ულამაზეს მთებში ცხოვრობს. ნუთუ, ნათია და მისი შვილები ჩვენს ულამაზეს ქვეყანას ვერასოდეს იხილავენ! შენ მარტო არ ხარ, ნათია! შენი სამშობლოს – საქართველოს – ყველა ღვთისმოშიში მოქალაქე შენ გვერდით დგას! შენი ავადმყოფობის დეტალებს დაუყოვნებლივ გამოვაქვეყნებთ! ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, გადავარჩინოთ შენი სიცოცხლე!

შემოწირულია

₾2,446.11

დონორი

164

დიახ! მსურს დახმარება!
1 - 6 of 62 items
1 2 3 11

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

1 - 6 of 219 items
1 2 3 37