ქართველი მონაზონი - დედა ელენეს მეორე ცხოვრება მაშინ დაიწყო, როდესაც თავი ღვთის მსახურებას მიუძღვნა, შეჭირვებულთა და სნეულთა დასახმარებლად! მისი მოღვაწეობა თანადგომას ნამდვილად იმსახურებს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ქართველი მონაზონი - დედა ელენეს მეორე ცხოვრება მაშინ დაიწყო, როდესაც თავი ღვთის მსახურებას მიუძღვნა, შეჭირვებულთა და სნეულთა დასახმარებლად! მისი მოღვაწეობა თანადგომას ნამდვილად იმსახურებს!

page info icon
2023 ნოემბერი 2
ეს ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც მან გადაწყვიტა ყველა ამქვეყნიური საზრუნავი მიეტოვებინა და თავი ღვთის მსახურებისთვის მიეძღვნა. და ეს ყველაზე რთული ნაბიჯი იყო მის ცხოვრებაში. ყველა წინააღმდეგი იყო, მშობლებიც, შვილებიც... „მაგრამ, როდესაც ღმერთი გესაუბრება, არაფრის არ უნდა შეგეშინდეს, თუნდაც მთელი სამყარო იყოს შენს წინააღმდეგ!“ - ამბობს დედა ელენე. ნამდვილად სასიამოვნოა მისი მოსმენა, მის სიტყვებს სიმშვიდე მოაქვთ და ის, რასაც საუბრობს ღმერთზე, ცხოვრებაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, ბევრ რამეზე აუცილებლად დაგაფიქრებთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,622 ₾
( 186 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ქართველი მონაზონი - დედა ელენეს მეორე ცხოვრება მაშინ დაიწყო, როდესაც თავი ღვთის მსახურებას მიუძღვნა, შეჭირვებულთა და სნეულთა დასახმარებლად! მისი მოღვაწეობა თანადგომას ნამდვილად იმსახურებს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 ეს ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც მან გადაწყვიტა ყველა ამქვეყნიური საზრუნავი მიეტოვებინა და თავი ღვთის მსახურებისთვის მიეძღვნა.

 და ეს ყველაზე რთული ნაბიჯი იყო მის ცხოვრებაში. ყველა წინააღმდეგი იყო, მშობლებიც, შვილებიც... „მაგრამ, როდესაც ღმერთი გესაუბრება, არაფრის არ უნდა შეგეშინდეს, თუნდაც მთელი სამყარო იყოს შენს წინააღმდეგ!“ - ამბობს დედა ელენე. 

 ნამდვილად სასიამოვნოა მისი მოსმენა, მის სიტყვებს სიმშვიდე მოაქვთ და ის, რასაც საუბრობს ღმერთზე, ცხოვრებაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, ბევრ რამეზე აუცილებლად დაგაფიქრებთ.

 - რამდენი ხანია, რაც მონაზვნად აღიკვეცეთ და გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ცხოვრება უფალს მიუძღვნათ?

 დედა ელენე: 18 წელია, მონაზონი ვარ. ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ იყო ჩემთვის ადვილი. გიამბობთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. სიყვარულით აღსავსე ოჯახში გავიზარდე. არაჩვეულებრივი მშობლები, ბებია და ბაბუა მყავდა და მეც, ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარდა და პატივს სცემდა. მესამე კურსზე ვსწავლობდი, როდესაც ოჯახი შექმენი. სამი შვილი და უკვე, ექვსი შვილიშვილი მყავს. ოჯახური ცხოვრების 20 წელი ძალიან მძიმე იყო. მამშვიდებდა მხოლოდ წმინდა მამების წიგნების კითხვა და ლოცვა. მერე კი, მონასტერში წასვლა გადავწყვიტე. ჩემს შვილებს ჩემს გადაწყვეტილებასთან შეგუება ძალიან გაუჭირდათ, დედაჩემიც წინააღმდეგი იყო, მაგრამ უფლის დახმარებით, შევძელი იმის განხორციელება, რასაც მკარნახობდა გული.

 - მონასტერში ცხოვრება როგორი იყო?

 დედა ელენე: ვერ გეტყვით, რომ იქ ცხოვრება მარტივია. საკმაოდ რთული იყო ჩემთვის პირველი წლები. შემდეგ, უმწეო მოხუცების დასახმარებლად გამაგზავნეს. მოძღვარმა მითხრა, რომ უფრო მეტ სარგებელს მოვიტან, თუ ქალაქში ვიცხოვრებ და ვიზრუნებ ხანდაზმულებზე. 2014 წლიდან ვეწევი ამ საქმიანობას. მუდამ ვგრძნობ, რომ უფალი ჩემს გვერდით არის! ყოველდღე ვლოცულობ, რომ ჩემი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ადამიანები კომფორტში იყვნენ, საჭმელი და წამლები ჰქონდეთ. სასწაულებრივი გზით, უფალი ყველაფერს მიგზავნის, კეთილი ადამიანების ხელით.

„რა თქმა უნდა, მონასტერში ცხოვრება არის უფრო ადვილი.  იქ, მთელი დღის განმავლობაში შრომობ და ლოცულობ. აქ კი, პასუხისმგებლობა გაკისრია ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც შეიფარე“

 - ესე იგი, უყვარხართ ღმერთს! 

 დედა ელენე: ერთხელ, ჩემს მოძღვარს ეს სიტყვები ვუთხარი და რა მიპასუხა, იცით? რომ ღმერთს ის ადამიანები უყვარს, ვისზეც მე ვზრუნავ - მოხუცები. უფალი უმწეო ადამიანს არასდროს მიატოვებს. დღეს, მე რომ მოვკვდე, გამოუგზავნის სხვას, ვინც ჩემზე უკეთესად იზრუნებს მათზე.

 - როგორ იმოქმედა მონაზვნად აღკვეცამ თქვენს დამოკიდებულებაზე სამყაროს და ზოგადად, ცხოვრების მიმართ?

 დედა ელენე: მე არაფრით ვარ სხვაზე უკეთესი. ის, რომ მე მონაზონი ვარ და შავები მაცვია, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მეტი ვალდებულებები მაქვს უფლის წინაშე. როდესაც საერო პირთა შორის იმყოფები, გიწევს მეტი დაბრკოლებების გადალახვა. ხანდახან, ვუწყრები კიდეც პერსონალს, რომელიც მეხმარება მოხუცთა მოვლაში. მაგრამ, ეს იშვიათად ხდება და აუცილებლად ვინანიებ მერე.

„დილით ადრე ვდგები, ლოცვა რომ მოვასწრო, სანამ გაიღვიძებენ ჩემი მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოხუცები“

 - საზოგადოებას ემსახურებით, ეხმარებით მარტოსულ და სნეულ ადამიანებს იმიტომ, რომ ეს თქვენი ვალდებულება არის, თუ უბრალოდ სხვაგვარად არ შეგიძლიათ?

 დედა ელენე: დიახ, სწორედ ეს არის ჩემი ღვთის მსახურება. სანამ შემიძლია ვინმეზე ზრუნვა, ეს უნდა ვაკეთო. მონასტერში არ ხდება ისე, თავად რომ გადავწყვიტო წახვიდე, გახსნა მოხუცთა თავშესაფარი და იზრუნო მათზე. არა! იქაური წესები სხვანაირია. აქ გამომგზავნეს, ჩემმა მოძღვარმა კურთხევა მომცა. საქმიანობის არჩევის უფლება არ გვაქვს, მონაზვნებს.

 - ასეთი რთული საქმის კეთებას შეძლებდით, სასულიერო პირი რომ არ ყოფილიყავით?

 დედა ელენე: არ ვიცი. ალბათ, უფლის დახმარების გარეშე, ძალიან გამიჭირდებოდა. ან შესაძლოა, ყველაფერს გულთან ასე ახლოს არ მივიტანდი.

 - აქ უფრო რთულია ცხოვრება, თუ მონასტერში?

 დედა ელენე: აქ! ნამდვილად, აქ. როგორია ცხოვრება მონასტერში? ეს არის ლოცვა და შრომა, შრომა და ლოცვა. აქ კი, პასუხისმგებლობა დიდია. თითოეულ ადამიანზე მე ვაგებ პასუხს. კიდევ, ძალიან ვეჩვევი და მათი იმ ქვეყნად წასვლა ტკივილს მაყენებს. გარდა ამისა, მათ სულიერ ცხოვრებაზეც მე ვაგებ პასუხს. აქ, ყველას კი არ აქვს „ლამაზი“ ბუნება. ზოგიერთი ძალიან აგრესიულიც არის. შეუძლიათ დაგწყევლონ ან შეურაცხყოფა მოგაყენონ... სიყვარულით უნდა მიიღო ეს ყველაფერი. გულმოდგინედ ვლოცულობ მათი სულების გადარჩენისთვის.

„აქ, თითოეულ ადამიანს საკუთარი ცხოვრების ისტორია აქვს, საკუთარი ბედი... ზოგი ოჯახის წევრებმა მოიყვანეს და დატოვეს, ზოგიც ქუჩაშია ნაპოვნი“

 - არჩევითია, ვის დაეხმარებით და ვის - არა? სასმელზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანს არ დაეხმარებით?

 დედა ელენე: რას ამბობთ! ჩემი ვალია, ყველას რომ დავეხმარო! არ აქვს მნიშვნელობა, არც წარმომავლობას, არც სარწმუნოებას, არც ცხოვრების წესს. ვერ განვიკითხავ. მე ყველა მიყვარს და ვზრუნავ მათზე. ერთი ქალბატონი ცხოვრობს ჩვენთან ამჟამად, კიბო აქვს. ძლიერი ტკივილებით იტანჯება, ერთადერთი შვილი გარდაეცვალა, ნათესავები კი ჰყავს, მაგრამ ახლა, აღარავის სჭირდება. იცით, რა ცოდოა? ყოველდღე მეკითხება, ხომ არავინ მოსულა, ჩემს სანახავადო? მე კი, ცრემლებით მევსება თვალები.

 - როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ისე, რომ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ ახლობლებს აღარ სჭირდებათ ადამიანი?

 დედა ელენე: რა გითხრათ... სხვადასხვა გარემოებები არსებობს. ზოგს უბრალოდ თავიდან იშორებენ, როგორც ზედმეტ ტვირთს, ზოგიც უბრალოდ ვერ უმკლავდება. დღეს, სამსახური თუ არ გაქვს, ავადმყოფს წამლებს ვერ უყიდი. ზოგიერთს სახლში მარტოს ვერ დატოვებ, საშიშია! ჩემს „ლაზარეთში“ აღმოჩნდა ერთი ქალბატონი. მისი შვილები ყოველდღე მოდიოდნენ და მოჰქონდათ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, არა მხოლოდ მისთვის, არამედ სხვებისთვისაც. დედა კი, ვერ ცნობდა მათ. შვილებისთვის ამის გააზრება ორმაგად რთულია. ყველა ატარებს საკუთარ ჯვარს. ჯვარს აძლევს უფალი და აძლევს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც ადამიანს შეუძლია.

„გულში ყველა ოცნებობს იმაზე, რომ თავის სახლში, თავის საწოლში მოკვდეს. მაგრამ სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა ყველას არ ეძლევა“

 - უცოდველი ადამიანების არსებობის თუ გჯერათ?

 დედა ელენე: ამ ქვეყნად, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ იმისთვის, რომ მიუახლოვდე ღმერთს მორჩილი უნდა იყო. ვიტყოდი, რომ ამპარტავნება არის ადამიანისთვის ყველაზე საშიში ცოდვა. ყოველგვარი უბედურება მას მოაქვს.

 - ახლა, ვისაუბროთ თქვენს „ლაზარეთზე“. რა არის ამჟამად თავშესაფრისთვის მთავარი პრობლემა?

 დედა ელენე: მთავარი პრობლემაა პამპერსი და მედიკამენტები. მრევლი ხშირად გვეხმარება პროდუქტით. ბერებიც გვაწვდიან ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც თავად მოჰყავთ. შეიძლება ითქვას, საკვები პროდუქტის პრობლემა არ გვაქვს. დღე არ გავა, ვინმემ არ გვინახულოს და ჩემს ბებოებს რამე გემრიელობა არ მოუტანოს. ამიტომ, ჩვენი მთავარი გასაჭირი არის პამპერსი, ჰიგიენური საშუალებები და მედიკამენტები. სწორედ ამიტომ, მივმართე დახმარებისთვის თქვენს ფონდს.

„ახალგაზრდები როდესაც იყვნენ, რას წარმოიდგენდნენ, რომ მარტოობაში გაატარებდნენ ცხოვრების უკანასკნელ დღეებს“

 - რამდენი ბენეფიციარი გყავთ და როგორია მათი მდგომარეობა?

 დედა ელენე: ახლა, 12 ბებო მყავს. 3 საავადმყოფოში წევს, 3 ახლახან გარდაიცვალა. მატებას ველოდები. ჩემთან თავისუფალი ადგილები არასდროს არის. საპატრიარქოდან მირეკავენ და მთხოვენ, ვინმე რომ შევიფარო ან სულაც, უსახლკარო და უსაბუთო ადამიანები მოჰყავთ.

 - ერთმანეთთან თუ აქვთ კარგი ურთიერთობა თქვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ქალბატონებს?

 დედა ელენე: როგორ გითხრათ... ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ. ხანდახან, ჩხუბობენ კიდეც. რთული ხასიათი აქვს ყველას. ისინი ხომ, ჩემთან კარგი ცხოვრების გამო არ მოხვედრილან. მონაზონი კი ვარ, მაგრამ ხანდახან, ემოციებს მეც ვერ ვუმკლავდები. ამდენ სიკეთეს უკეთებ და ხანაც, უბრალო მადლობასაც ვერ გაიგებ. ადრე, ამის გამო სასოწარკვეთილებაშიც კი ვვარდებოდი, მერე კი მივეჩვიე. ჩვენ ხომ, მადლობისთვის არ ვაკეთებთ ამას.

 „ბავშვებივით უხარიათ მცირედი სითბო და მზრუნველობა“

 - პამპერსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, კიდევ რით შეგვიძლია, დავეხმაროთ თავშესაფარს?

 დედა ელენე: ზამთრის დადგომის მეშინია ყველაზე მეტად. სახლში სითბო თუ არ იქნა, ეს ისედაც უბედური ადამიანები, ძალიან გაწვალდებიან. ამხელა სახლის შენახვა კი, ძალიან ძვირი ჯდება. გთხოვთ, იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც საკუთარ თავზე აიღებს ამ აუცილებელ საქმეს და ჩვენი ბებოებისთვის კომუნალურ გადასახადებს დაფარავს.

„სრულიად უცხო ადამიანები, შეიძლება გახდნენ ოჯახის წევრებზე უფრო ახლობელი“

 - ჩვენი ფონდის მეგობრებს რას უსურვებდით?

 დედა ელენე: გისურვებთ, მუდამ გრძნობდეთ, რომ უფალი თქვენს გვერდით არის. რომ ის მართლაც, მუდამ თქვენს გვერდით იყოს. ნურასდროს ნურავის განსჯით. ყველა ატარებს საკუთარ ჯვარს. იყავით მომთმენნი, ეცადეთ, მოკრძალებულები და მორჩილნი იყოთ, აკეთეთ სიკეთე და სიხარულით ატარეთ თქვენი ჯვარი. გულში ჩაიკარით და გიყვარდეთ მოხუცები. ყველანი დავბერდებით და არავინ იცის, რა გველის წინ. ყველას გისურვებთ, სხვისი ტკივილი გტკიოდეთ და გულწრფელად გიხაროდეთ სხვის ბედნიერება. სწორედ ეს არის სიყვარული. სადაც სიყვარულია, იქ არის ღმერთიც!

„იყავით მომთმენნი, ეცადეთ, მოკრძალებულები და მორჩილნი იყოთ, აკეთეთ სიკეთე და სიხარულით ატარეთ თქვენი ჯვარი“

 „ლაზარეთი“ გახლავთ თავშესაფარი მოხუცი ქალბატონებისთვის, ვინც საკუთარმა ახლობლებმა დაივიწყეს და მიატოვეს. „ლაზარეთის“ ბინადართა შორის, არიან ისეთებიც, ვის ოჯახებსაც აღარ შეუძლიათ ან უბრალოდ აღარ სურთ მათზე იზრუნონ და ეს რთული მისია, დედა ელენემ აიღო საკუთარ თავზე.

 „ლაზარეთში“ ცხოვრება ნიშნავს ზრუნვას და თანაგრძნობას. დედა ელენე ამ მოხუცების არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ მდგომარეობაზეც ზრუნავს. მისი დღეები სავსეა ლოცვით, წმინდა წერილის კითხვით და მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ადამიანებთან ურთიერთობით. მას უწევს ავადმყოფობასთან, სიბერესა და დანაკარგებთან გამკლავება, მაგრამ მისი რწმენა უფლისადმი და რწმენა იმისა, რომ მისი მსახურება ღვთის საჩუქარია, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ეხმარება.

 დედა ელენემ დაგვანახა, რომ გზანი უფლისანი მართლაც შეუცნობადია. მან დატოვა მონასტრის კომფორტი, რათა იზრუნოს ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ წევრებზე. მისი ისტორია კი შეგვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია თანაგრძნობა და მზრუნველობა მოყვასისადმი, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება

 დაე, ეს პოსტი შთაგონება იყოს ჩვენთვის, ჩვენც ვნახოთ გზა, რომ ამ ერთგული მონაზვნის მსგავსად ჩვენც ვემსახუროთ სხვებს და წვლილი შევიტანოთ უკეთესი სამყაროს შექმნაში.

 თუ გსურთ, მოინახულოთ მოხუცები და პირადად გაუწიოთ მათ დახმარება, თავშესაფარი „ლაზარეთი“ მდებარეობს მისამართზე: თბილისი, სანზონა, ნაგომარის ქ. 46

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: თავშესაფარი „ლაზარეთი“)

  თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! 

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!



ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: