დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მარტოხელა მოხუცები

„სიკვდილის ძალიან მეშინია! ადამიანებო, იცოდეთ: მოხუცებისთვის ათასჯერ უფრო საშინელია სიკვდილი, ვიდრე ახალგაზრდებისთვის! ყოველ წამს სიკვდილი ყურში ჩამჩურჩულებს: „წადი“, და ჟრუანტელი მივლის. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სიკვდილი ღმერთისგან არასდროს მოდის! განვედ, სიკვდილო! მიშველეთ, ძვირფასებო!“ ექვსი ოპერაცია გულზე, ორი ინფარქტი, ერთი ინსულტი და 76 განვლილი წელი. მარია ბებოს ყოველი ახალი დღე დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენს სიყვარულზე ღვთის ქმნილებისადმი და პატივისცემაზე ქართველი მოხუცი ქალის მარტოხელა სიბერის მიმართ!

შემოწირულია

₾1,325.24

დონორი

104

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ბექას ძალიან უნდა სიცოცხლე!!! გაიზომეთ წნევა… და აკეთეთ ეს ყოველდღე – მაშინ ჩვენ ფონდში უფრო მშვიდად ვიქნებით თქვენს გამო, მეგობრებო! თუ თქვენი მაჩვენებელი წუთში 120-ზე მეტია, უკეთესია ექიმს მიმართოთ. ბექას გულისცემა — წუთში 214 დარტყმაა! ეს წარმოუდგენელია და ის ცხოვრობს ყოველ წუთს, თითქოს ეს უკანასკნელი იყოს. მისი დაავადება გვხვდება ერთ ადამიანს მილიონიდან, მაგრამ განა ჩვენ, კეთილსინდისიერი ადამიანები ამით უფრო მშვიდად ვიქნებით? დაავადება, რომელიც მილიონში მხოლოდ ერთ ადამიანს უვლინდება, ჩვენს თანამემამულეს, 26 წლის ბექას დაუდგინდა. თუ ნორმალური გულისცემის სიხშირე წუთში 60–100 დარტყმაა, ბექას — 214 დარტყმა აქვს. უკვე 13 წელია, რაც ბიჭი ბნელი ოთახიდან არ გამოდის.

შემოწირულია

₾9,272.16

დონორი

732

დიახ! მსურს დახმარება!
127 - 132 of 186 items
1 20 21 22 23 24 31

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

SOS! SOS! SOS! ორი შვილის მამა სიკვდილს ებრძვის. 41 წლის ოთარი უკვე ექვსი თვეა უგონოდ წევს და ფაქტობრივად, ამ ქვეყანასა და იმ ქვეყანას შორის არის “გაჭედილი”.მეგობრებო, ეს საშინელებათა ფილმის სცენარი არ გეგონოთ. ახალგაზრდა კაცს თავის ქალიდან ძვლები ამოუღეს. ყველაზე საშინელი სანახავი კი ის არის, რომ მისი სხეული ჩონჩხად გადაიქცა. დიახ, საწყალი კაცი – ცოცხალი “მიცვალებულია”. გაიმარჯვებს თუ დამარცხდება სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლაში ორი შვილის მამა, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ღვთისნიერო ადამიანებო.

შემოწირულია

₾9,594.11

დონორი

639

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
127 - 132 of 1274 items
1 20 21 22 23 24 213

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის