ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
წარმოგიდგენიათ მეგობრებო, უფალმა დაგვავალა თვალიები ავუხილოთ უბედურ უსინათლო მამაკაცს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
,,უფალო, მომკალი, გევედრები. რატომ არ ისმენ ჩემს ვედრებას, უფალო? მე ხომ მთელი გულით გთხოვ ამას“ – სწორედ ეს სიტყვები მოისმინა შემთხვევით ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტმა, როდესაც შავიშვილების სახლში შევიდა. წარმოიდგინეთ, როგორი გამწარებული სული უნდა ჰქონდეს მოხუც ქალს, რომ გადარჩენის ნაცვლად, სიკვდილს ევედრებოდეს უფალს.
ეს ლალი ბებოა. მისი განწირული ტირილი ცას სწვდება… ახალგაზრდობის წლები სიღატაკეში გაატარა. შემდეგ დაქვრივდა. ახლა კი, თავისი ვაჟის ჯოჯოხეთურ წამებას უყურებს და ვერაფერს შველის წყეული უფულობის გამო.

ღმერთო, ნუთუ ,,ჭუჭყიან ქაღალდს“ დედის გულსა და დედის ცრემლებზე დიდი ძალა აქვს?
ეს 40 წლის მიხეილია. ეს რომ სხვა ქვეყანა იყოს, ალბათ, ბევრი ადამიანი გაიცინებდა, 40 წლის კაცს, დედა, ისევ პატარა ბიჭას აღიქვამსო. მაგრამ ეს საქართველოა! პატარა ქვეყანა, მაგრამ დიდი გულის მქონე ხალხით. ეს ის ქვეყანაა, სადაც დედის ,,სტატუსი’’ მაშინაც კი ,,გააქტიურებულია“,
თუ მისი ვაჟი 40 წლის, ან 60 არის. და ამაში არაფერია სამარცხვინო.
მიხეილი, ბავშვობიდან გამორჩეული იყო კეთილი გულით. თუ ერთი კანფეტი ჰქონდა, სხვა ბავშვს დაუთმობდა. როცა გაიზარდა, მის გულში სულ უფრო მეტად ღვივდებოდა სიკეთე და უფლის სიყვარული. მაგრამ მუხთალმა ცხოვრებამ, ბედის ბორბალი უკუღმა დაატრიალა მისთვის. ვინ იცის, იქნებ სატანის ხელი ერია ამაში. სტუდენტობის წლებში, მიხეილის ყველაზე დიდი ოცნება იყო, რომ ტკბილი ოჯახი შეექმნა, შვილები ჰყოლოდა და თავისი გმირი, მაგრამ ცხოვრებისგან დაჩაგრული დედიკო გაეხარებინა შვილიშვილების ჟრიამულით. მაგრამ დღეს, შავიშვილების ეზოში, ბავშვების მხიარულების ნაცვლად, მწუხარების ხმები ისმის. სარეცხის თოკზე კი, ბავშვების ფერადი ტანსაცმლის ნაცვლად, სამგლოვიარო სამოსია გაფენილი. აქ, ჩიტებიც კი აღარ ეკარებიან ყურძნის მარცვლებს. მხოლოდ ძაღლი ყმუის განწირულად…

როდესაც მიხეილი, დაოჯახებაზე ფიქრობდა, სწორედ მაშინ ვერაგი დიაბეტი დაემართა. უფულობის გამო ვერ იმკურნალა. საბრალო კაცის ერთადერთი შემოსავალი, ბაღში თავისი ხელით მოყვანილი ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვით აღებული მციროდენი ფული იყო. ეს კი, არა თუ გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის, ინსულინის ნემსის საყიდლადაც კი არა იყო საკმარისი. მდგომარეობა დღითიდღე რთულდებოდა და აი, ერთ დღესაც, დადგა საშინელი შედეგი. საბრალო კაცმა მხედველობა დაკარგა და დღეს, მიხეილის თვალებში, მხოლოდ 1%-იანი მხედველობაა.
მიხეილი 40 წლის – ,,ადამიანი ყველა სხვა დაავადებას გაუძლებს რამენაირად, მაგრამ სიბრმავე ყველაზე საშინელი რამ არის. მტერსაც კი არ უნდა უსურვოთ ეს. მხოლოდ ერთი ,,დადებითი“ აქვს სიბრმავეს. როცა უსინათლო ადამიანი მოკვდება, თუ მისთვის ჯოჯოხეთია განკუთვნილი, მას ამის არ შეეშინდება, რადგან დედამიწაზე უკვე გაიარა სიბრმავით გამოწვეული ჯოჯოხეთი.
მიხეილი: ხელის ცეცებით, ყოველდღე ვენახში შემოვდივარ და ყურძნის მტევნებს ხელებით ვეხები. ადრე მე ვუვლიდი ვენახებს, ბაღებს. ახლა კი, სიბრმავის გამო, ჩემი საბრალო მოხუცი დედა, თავადაც ავადმყოფი, დაუძლურებული მუხლებითა და ხელებით რწყავს, თოხნის და ბარავს ბაღს. თავს არა თუ კაცად, ადამიანადაც კი არ ვგრძნობ. თითქოს, ღირსება მაქვს აყრილი, ასეთი შეგრძნება მაქვს.
ფონდის მეგობრებო, უსინათლობის გარდა, კიდევ ერთი დიდი უბედურება დააყტდა მიხეილს. მისი სხეული დათრომბილია და ეს პროცესი, დღითიდღე უარესდება. ალბათ, ყველამ იცით, როგორი ვერაგია ეს დაავადება. ზუსტად 1 წამში შეუძლია ადამაიანი სიცოცხლეს გამოასალმოს. დიახ, ამ კეთილი ადამიანისთვის გათენებული დღევანდელი დღე, შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს. მისი საბრალო დედა მორიგ ტრაგედიას ვეღარ გაძლებს….
როგორ იყიდოს საბრალო დედა-შვილმა წამლები, როგორ წავიდნენ ექიმთან, როგორ იმკურნალონ, როდესაც საკვების საყიდლადაც კი არ ჰყოფნით პენსიის ფული.
სახლი კი, სადაც ცხოვრებისგან განწირული დედა-შვილი ცხოვრობს, აი, ასე გამოიყურება. გთავაზობთ, ფონდის მიერ მომზადებულ ფოტო კოლაჟს.

მიხეილი 40 წლის – ექიმები დამპირდნენ, რომ ოპერაციის შემდეგ, მხედველობსი 30% აღმიდგება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემი ამდენწლიანი ჯოჯოხეთი დასრულდება. მოხუც დედას მივეხმარები ვენახების და ბაღის მოვლაში. მოყვანილ პროდუქტებს ქალაქში ჩავიტან და გავყიდი. ოჯახი ამ სიღატაკეს თავს დავაღწევთ.
მიხეილი: ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ სრულიად უსინათლო რომ აღარ ვიქნები, იქნებ, ოჯახიც შევქმნა, შვილები მეყოლება და ეს ეზო, სადაც მხოლოდ გლოვის ზარი ისმის, ბავშვების ჟრიამულით აივსება.

მიხეილი: ,,ჩემი საბრალო გმირი დედა, სიცოცხლის უკანასკლენ წლებში მაინც გავხადო ბედნიერი. თქვენს გარეშე კი ამას ვერ შევძლებ კეთილო ადამიანებო’’. 
მიხეილი: ისე მერიდება დახმარების თხოვნა, რომ სირცხვილისგან მიწა მისკდება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. დამეხმარეთ ოპერაციის გაკეთებაში და როცა დადგება ჟამი, რომ უფლის სამყაროში გადავინაცვლებ, პირველი, რასაც გავაკეთებ, უფალს შევთხოვ, რომ თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს, თქვენს შთამომავლობას, მფარველობა არ მოაკლოს.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ხანდაკი
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია:
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება – ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: შავიშვილების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
2439.13₾დარჩა:
58.20₾