ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„ყველაზე გემრიელი ნაწილი შენ შეჭამე, მე კი სულ პატარა ქერქი დამიტოვე! სუ-უ-ულ პატარა! შენ ხომ კეთილი ხარ, არა, დეიდა?“ – საყვარელი, მაგრამ ძალიან გამხდარი ქართველი ბიჭუნა, ლაზარე კართან სწორედ ამ სიტყვებით შემომეგება. შიმშილით გამოწვეული სტრესის გამო, ის ოთხ წლამდე ვერ ლაპარაკობდა. წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, მისმა უზომოდ მოსიყვარულე დედამ რა გადაიტანა?
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ლაზარე (4 წლის): „მშია! ძალიან მშია და მუცელი მტკივა! პურის ქერქი მაინც მაჭამეთ!“
ოთხი წლის ასაკში, ბიჭუნას ბავშვობით უნდა ტკბებოდეს და სულ იცინოდეს, იცინოდეს, იცინოდეს… ის კი, აცრემლებული მხოლოდ საჭმელზე ფიქრობს. ზოგჯერ დედასთან ერთად ახლომდებარე სასადილოში მიდის, რომ ნახოს როგორი საჭმელი არსებობს და იოცნებოს მაინც. „ოჰ, დეიდა, იქ ისეთი გემრიელი სურნელი ტრიალებს! წამოდი, წამოდი, იმ სურნელით დავტკბეთ.“
მაია, დედა (42 წლის): „მეზობლები რომ არა, მე და ჩემი შვილი, ალბათ, უკვე დიდი ხანია შიმშილით დავიხოცებოდით. ძალიან გულკეთილი ადამიანები არიან და გვინაწილებენ საკუთარ სადილს.“
ლაზარე: „აი, ამ საწოლის ქვეშ ვიმალები, როდესაც წვიმის დროს, ჭერიდან წყალი ჩამოდის. შენ სად იმალები ხოლმე?“
ბავშვს არასოდეს უნახავს სხვაგვარი ცხოვრება და სჯერა, რომ ყველა ასე ცხოვრობს. 
ლაზარე: „ფრთხილად იყავი. ნელა, ძალიან ნელა იარე, თორემ თავზე დაგეცემა ჭერი!“
მე კი, გავიფიქრე: „ღმერთო, რა ლამაზია!“
დედა ძალიან დარდობს თავის პატარა ვაჟზე და ტირის, როდესაც ჰგონია, რომ ამას ვერ ხედავს. ლაზარე კი ყველაფერს ხედავს და ცდილობს მის გამხნევებას: „დედიკო, არ იტირო! რომ გავიზრდები, სამსახურში წავალ და ყველაზე გემრიელ საჭმელს გიყიდი!“ – ამბობს ის და გამხდარი, უღონო ხელებით ეხუტება.
სახლში საერთოდ არაფერი აქვთ: არც გაზქურა, საჭმელი რომ მოამზადონ, არც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა, არც ტელეფონი სასწრაფო რომ გამოიძახონ, არც სათამაშოები პატარა ლამაზი ბიჭუნასთვის. არც ლაზარეს და არც დედას ზამთრის ტანსაცმელიც კი არ აქვთ, ველოსიპედზე ხომ, საუბარიც ზედმეტია. არც ბინა აქვთ… ღვთისნიერმა ახლობელმა უსახლკაროდ დარჩენილები შეიფარა.
ღმერთო, დაეხმარე ამ ოჯახს, სადაც სიყვარული და რწმენა სუფევს! ისინი ცხოვრებას არ უჩივიან. მიაჩნიათ, რომ ავად თუ არ არიან, ეს უკვე კარგია! თვეში 320 ლარით არსებობენ. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს ფულიც არ აქვთ და ვალებში არიან ჩაფლულები. თუმცა, ამაყმა მაიამ კატეგორიული უარი განაცხადა, შვილისთვის საჭმლის გარდა, რამეზე ესაუბრა. ჰკითხეთ მას, მეგობრებო. იქნებ, თქვენ მაინც გითხრათ.
გავიფიქრე, რომ პლანეტაზე რვა მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, დედა–შვილი კი სრულიად მარტო არიან ამქვეყნად. არავის იმედი აქვთ. როდესაც ფონდის კორესპონდენტმა ლაზარეს მამის შესახებ ჰკითხა, ბიჭმა უპასუხა, რომ ერთხელაც არ ჰყავს ნანახი. კორესპონდენტს მეტი აღარაფერი უკითხავს მამაზე.
მაია: „საკუთარი სახლი არ მაქვს. ქირის გადახდის საშუალებაც არ გამაჩნია. კეთილი ადამიანები არსებობენ ამქვეყნად – შეგვიფარეს. თორემ, ქუჩაში დავრჩებოდით.“
დედა-შვილს ადამიანურად ცხოვრება ძალიან უნდათ. მაგრამ, სახლში ელემენტარული პირობებიც კი არ აქვთ. დედა ბავშვს პირდაპირ უფანჯრო ოთახის შუაგულში აბანავებს. ტანსაცმელსაც იქვე რეცხავს. ზაფხულში სიცხისგან სული ეხუთებათ, ზამთარში კი გათბობის გარეშე იყინებიან.
რის გაკეთება შეგვიძლია, ცხოვრება რომ შევუმსუბუქოთ ამ საბრალო ადამიანებს? უპირველეს ყოვლისა, პატარას „ქერქები“ – პროდუქტები ვუყიდით, ისეთი, რომელიც არასდროს უჭამია და არც უნახავს. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება სწრაფად დავაპუროთ მშიერი ბავშვი.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია:
ოჯახი მადლობელი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისთვის!
გთხოვთ, გულმოწყალება გამოიჩინოთ. ამჟამად, ლამაზი და კეთილი დედა-შვილის სახლი, ზოოპარკში, ცხოველების სადგომს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანის საცხოვრებელს.
მას შემდეგ, რაც ლაზარეს დედამ ჩვენს ფონდს მიმართა, იმედი გაუჩნდა! როგორ შეიძლება, მას ეს იმედი გავუცრუოთ, როდესაც ამდენი ვართ და ერთად შეგვიძლია, ოპერატიულად რომ დავეხმაროთ, მომავალი რომ ვაჩუქოთ ბიჭუნას და მის დედიკოს? დამიჯერეთ, ლაზარე თქვენს სიკეთეს არ დაივიწყებს და მადლიერებით აღსავსე გულით გაატარებს ცხოვრებას. სიკეთისა და სინათლის ჯაჭვს გადასცემს სხვებს, უკეთესობისკენ ცოტათი მაინც შეიცვლება ეს სამყარო. ეს საყვარელი, მოკრძალებული და კეთილი ბიჭი ამას შეძლებს. ჩვენ მისი გვჯერა!
წასვლის წინ, კორესპონდენტმა ლაზარეს ბოლო შეკითხვა დაუსვა:
— ლაზარე, გჯერა, კეთილი ადამიანები რომ არსებობენ ამქვეყნად?
ლაზარე: კეთილი როგორია?
— ისინი, ვინც ყველაფერს გიყიდის, რაზეც ოცნებობ. ველოსიპედსაც კი!
ლაზარე: მჯერა, მჯერა! მეგობრები ხშირად მაძლევენ ველოსიპედს რომ გავისეირნო, ან ტელევიზორს მაყურებინებენ. რა თქმა უნდა, არსებობენ! ჩვენს სამეზობლოში ყველა კეთილია!
— სწორედ იმისთვის მოვედი შენთან, კეთილ ადამიანებს რომ ვუამბო შენს ოცნებებზე.
ამ სიტყვების შემდეგ, ბავშვის დარდიან, ზღვისფერ თვალებში უცებ, ვარსკვლავები აენთო. სენაკიდან თბილისამდე ჩვენი ფონდის კორესპონდენტი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა მთელი გზა: „რა მოხდება, თუ ლაზარეს იმედები არ გამართლდება?“ მეგობრებო, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ახლა, ლაზარე მოუთმენლად დაელოდება ყოველი ახალი დილის გათენებას, სანამ ერთხელაც იმ საჭმლის სურნელი არ გააღვიძებს, რომელსაც ახლა, მხოლოდ თავის ფანტაზიებში ხედავს.
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სენაკი, მარჯანიშვილის ქ. ბინა 32 (ყოფილი ავტოსკოლის შენობა).
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი, თქვენი ნაცნობის ან მეზობლის გასაჭირის შესახებ იცით, გთხოვთ, ღვთის მოსაწონი საქმე გააკეთეთ და ამის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: სახოკიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
2129.94₾დარჩა:
0₾