დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შვიდი ყველაზე ტკბილი, ულამაზესი, ქვეყნის საამაყო ქართველი ბავშვი სრულიად მოკლებულია ნორმალურ ადამიანურ საცხოვრებელ პირობებს! მათი მამა-მარჩენალი ციხეში იხდის სასჯელს! მაგრამ ფაქტობრივად, ამ სასჯელს მისი უდანაშაულო შვილები იხდიან! ისინი დარჩნენ ნორმალური ადამიანური საკვების, ახალი ტანსაცმლის, სათამაშოების, აუცილებელი სასკოლო ნივთების გარეშე და რაც მთავარია, სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებოდ მიტოვებული! მხოლოდ უფალი ღმერთია მათი ქომაგი, ისევე, როგორც ჩვენი! მაგრამ, პატარებმა ჯერ არ იციან, რომ უდიდესია მისი ძალა! არ იციან, გააზრებულად როგორ მიმართონ მას, მისი მოსიყვარულე ხელი როგორ ჩაიკრან გულში! მათ არ იციან, რომ ღმერთმა კეთილ ადამიანებს მისცა სული, სინდისი და პასუხისმგებლობა ჩვენი საერთო ქვეყნის, სიყვარულითა და სიკეთით სავსე დიადი საქართველოს მომავლის გამო, რომლის მოსახლეობაც ყოველწლიურად კატასტროფულად მცირდება!

შემოწირულია

₾3,662.67

დონორი

152

დიახ! მსურს დახმარება!
127 - 132 of 181 items
1 20 21 22 23 24 31

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

მეგობრებო, გაიცანით და გულისხმიერება გამოიჩინეთ! უფალს ვევედრებით, ამ ოჯახში სასწაული რომ მოახდინოს! ისინი იღუპებიან! სულ რამდენიმე წამით, წარმოიდგინეთ, რომ ამ შესანიშნავი ადამიანების ცხოვრებით ცხოვრობთ! მშობლები ძალიან, ძალიან კარგი, მაგრამ მძიმედ დაავადებული ადამიანები არიან, დიდი უბედურება შეემთხვათ! სამი ვაჟი ჰყავთ და სამივე მძიმე გონებრივი პრობლემებითა და სერიოზული დაავადებებით იტანჯება, მაგრამ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ და ყველანაირად ცდილობენ, დედას და მამას რომ დაეხმარონ! ისინი გროშებით ცხოვრობენ, მაგრამ ვინმესთვის მიმართვა – წერილის მიწერაც კი არ შეუძლიათ! როდესაც ამ ოჯახს ვესტუმრეთ, თავზარი დაგვეცა!

შემოწირულია

₾3,075.08

დონორი

201

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ამქვეყნად ყველაზე შეჭირვებული ადამიანები საქართველოში, გორში ცხოვრობენ, მათი სახლი სამარეს ჰგავს, სადაც შპალერის ნაცვლად, კედლებზე შხამიანი სოკოა მოდებული, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას ნელ-ნელა კლავს! კორესპონდენტი: მე დემონების არსებობის არ მჯერა, მაგრამ, სულ რამდენიმე წუთში დავრწმუნდი, რომ ამ სახლში, უმწეო, ძალიან კეთილი ადამიანების გვერდით, თავად სატანამ დაიდო ბინა და ყოველდღე, ყოველ წუთს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქართველი ცოლ-ქმრის ტანჯვით ტკბება, რომელიც მწუხარებამ და საშინელმა სიღატაკემ დავრდომილ მოხუცებად აქცია!

შემოწირულია

₾2,956.09

დონორი

220

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

„სიცოცხლის ბოლომდე ფონდის მეგობრებს დავლოცავთ და მათი ჯანმრთელობისთვის ვილოცებთ! თქვენ სიცოცხლის კიდევ ერთი წელი გვაჩუქეთ. თანაც, როგორი წელი! ღირსეულად გავატარეთ, როგორც მარტოხელა მოხუც ადამიანებს შეეფერებათ. მაწანწალა ძაღლებივით კი არა…“ საყვარელი და ტკბილი ხანდაზმული წყვილი – ოლიკო ბებო და გივი ბაბუ – თავიანთ სასწაულებრივ გადარჩენს ზეიმობენ! მადლობას ვუხდით ფონდის ყველა მეგობარს: ხანდაზმულებს ღირსეულ სიბერეს ჩუქნით! მათი უფლის წინაშე წარდგენის დრო რომ დადგება, თქვენი სიკეთის შესახებ, აუცილებლად უამბობენ!

შემოწირულია

₾15,743.15

დონორი

1156

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
127 - 132 of 1261 items
1 20 21 22 23 24 211

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის