ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მარგალიტა (64 წლის): „ამ უშველებელ კუზს შეხედეთ! 80 წლის მოხუც ქალს ვგავარ, სინამდვილეში კი მხოლოდ 64 წლის ვარ. საშინელი ავარიის შემდეგ კითხვის ნიშანივით მოიხარა ჩემი ზურგი. ტკივილის გარეშე სუნთქვა არ შემიძლია. ძალიან მრცხვენია.“
ეს კოშმარია ცხადში, სახლი კი არა. ჯოჯოხეთი, რომელშიც ეს ორი ქალი – დედა და ავადმყოფი შვილი ცხოვრობენ. დამპალი იატაკი, დაბზარული კედლები, ჩამონგრევის პირას მისული ჭერი. აქ უბრალოდ სუნთქვაც კი საშიშია…
ერთხელაც საშინელება მოხდა, ყველაფერი ჩამოინგრა – მარგალიტას ფეხქვეშ ხის ძველი აივანი ჩავარდა. მან აუტანელი ტკივილისგან დაიკივლა და წამოდგომა ვეღარ შეძლო. ხერხემალი დაუზიანდა, მოტეხილი ჰქონდა რამდენიმე ნეკნი. გაუნძრევლად იწვა ცივ იატაკზე. მის გვერდით კი მისი ავადმყოფი, დაუძლურებული შვილი იჯდა – ძალაგამოცლილი და უიმედო. მხოლოდ ცრემლები და პანიკა…
„უფალო, ნუთუ ასე სიკვდილი გვიწერია?!“
მათ სახლში სიჩუმე, სიცივე და ტკივილი სუფევს. მარგალიტა თავის საწოლში ნელი სიკვდილით კვდება. „ნეტავ დილამდე ვიცოცხლო, ღმერთო…“ – აცრემლებული ჩურჩულებს ის. ყოველი მოძრაობა მისთვის წამებაა, ყოველი ამოსუნთქვა კი უკანასკნელს ჰგავს.
მარგალიტას არაფერი გააჩნია – არც წამლები, არც საჭმელი, არც ერთი შანსი. სოციალურ შემწეობას იღებს – 120 ლარს, რაც პურის საყიდლადაც კი არ კმარა. მას კი ორთოპედიული საწოლი და ლეიბი სჭირდება, რათა ოდნავ მაინც შეუმსუბუქდეს ტანჯვა. მარგალიტა ბევრს არაფერს ითხოვს – მას უბრალოდ სიცოცხლე უნდა.
მარგალიტა: „შიმშილისგან მუცელი მტკივა. ისე მშია, კუჭი მეკუმშება. სახლში ლუკმა პურიც კი არ გვაქვს.“
დედა-შვილმა, ერთი ცალი კვერცხი უნდა გაიყონ ორმა. მადლობას სწირავენ უფალს იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან…
მარგალიტა: „მათხოვარს მეძახიან, მაგრამ არ მრცხვენია – ქურდობას მათხოვრობა სჯობს. იძულებული ვარ, სოფელში მოწყალება ვითხოვო. კარდაკარ დავდივარ, ვკითხულობ: „კეთილო ხალხო, ცოტაოდენი საჭმელი ხომ არ გაქვთ?“ – და ველოდები. ისეთი შემთხვევაც იყო, ერთი კვერცხი რომ მომცეს. სახლში მივედი, მოვხარშეთ მე და ჩემმა შვილმა და უფალს მადლობა შევწირეთ, შიმშილით რომ არ დავიხოცეთ.”
მარგალიტას ერთადერთი შვილი – მისი სიცოცხლის აზრი – თვალწინ ეცლება ხელიდან. ქალს მძიმე ანემია და საშინელი სისხლნაკლებობა აქვს. ის თითქმის არ დგება საწოლიდან – ყოველი მოძრაობა ტკივილს აყენებს, მაგრამ ყველაზე საშინელი ავადმყოფობა კი არ არის, ყველაზე დიდი საშინელება იმის გააზრებაა, რომ გამოკვლევები, მკურნალობა და იმედი მიუწვდომელია მისთვის.
კედლებში უზარმაზარი ბზარებია. თითქოს უკეთესობის იმედს უკარგავთ – არც ავეჯი, არც ტექნიკა, არც საწოლი, არც აბაზანა. საპირფარეშოც კი არ აქვთ…
გასაკვირია, ეს სახლი დღემდე როგორ დგას?
სახურავი, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ფორმალურად არსებობს. ყოველი წვიმა სასჯელს ჰგავს დედა–შვილისთვის.
წვიმის დროს სახლშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ. ჭერი დამპალია და ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს. აქ ცხოვრების როგორ არ ეშინიათ? – იკითხავთ თქვენ. ეშინიათ, მაგრამ ამ კეთილ, კარგ ქალბატონებს სხვაგან არსად აქვთ წასასვლელი.
„ასეთ პირობებში ძაღლიც კი ვერ გადარჩება. ჩვენ კი ვცხოვრობთ…“
მარგალიტა: „ასეთ სახლში ძაღლიც კი ვერ იცხოვრებდა. დაგვეხმარეთ, გთხოვთ! მარტო ნუ დაგვტოვებთ…“
მეგობრებო, აქ თქვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ! ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის! პირველ რიგში ესაჭიროებათ მედიკამენტები და საკვები. დაეხმარეთ ამ ოჯახს სახლის შეკეთებაში, სანამ გვიანი არ არის. მხარში დაუდექით მათ ახლა, – სანამ ჯერ კიდევ სუნთქავენ, სანამ მათ თვალებში იმედის ნაპერწკალი ჯერ კიდევ მოჩანს.
თუ გავჩუმდებით, თუ გვერდს ავუვლით, საკუთარ თავს ამას ვერ ვაპატიებთ. ვერასოდეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თქვენს სიკეთეს სიცოცხლის გადარჩენა ნამდვილად შეუძლია.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხანდაკი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, ღვთის მოსაწონი საქმე გააკეთეთ – ამის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიშები :
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ლაცაბიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
მარგალიტა: „სიცოცხლის ბოლომდე ჩერნოვეცკის ფონდის მადლიერი ვიქნები. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში დამიდგა გვერდით, არამედ, პირველ რიგში იმისთვის, რომ მისი დახმარებით გავიგე რამდენი კეთილი და ღვთისნიერი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. ეს ცოდნა მაძლევს ძალას, რომ რწმენითა და იმედით გავაგრძელო ცხოვრება!“
ახლავე გადააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!
თქვენ დაგვეხმარეთ – გმადლობთ!
მარგალიტას, მიუხედავად იმისა, რომ ავარიის შემდეგ უზარმაზარი კუზი დარჩა, მაინც შეუძლია ხელჯოხის დახმარებით გავლა. მისი შვილი, ეკა, ანემიამ ბინის ზღურბლს არ გადააცილაა… მაგრამ სიხარული – ძლიერი წამალია! და დღეს ჩვენ დიდი სიხარულით მივედით მათთან.

მარგალიტას ღიმილი უნათებს სახეს, როცა გამოცდილი ხელოსანი უმოწყალოდ აგდებს ეზოში ძველ, დამპალ ჩარჩოებს და მათ ნაცვლად მეტალოპლასტმასის ფანჯრებს აყენებს.
ავადმყოფი ბებია მთელი ზამთარი სიცივისგან კანკალებდა. გატეხილი ჩარჩოებიდან და დაბზარული შუშებიდან სახლში თოვლი და ყინვა აღწევდა… ნუთუ ეს დაიმსახურა საბრალო ბებიამ?
ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ხელოსნებმა უმაღლესი ხარისხის პლასტიკის ფანჯრები და კარები დააყენეს. და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებო!
ეკას სახეზე ისევ ჯანსაღი ფერი უბრუნდება, როცა ხედავს თუ როგორ შემოაქვთ ფონდის თანამშრომლებს ახალი მაგიდა, სკამები, კომოდი, როგორ აწყობენ ახალ საწოლებს, ხსნიან მაცივარსა და ტელევიზორს.
ეკა, შვილი: „დილიდან ძალიან ცუდად ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ვერ გავუძლებდი გადაღებას. მაგრამ თქვენ მოხვედით, ყველა იღიმოდით… საჩუქრებმა ძალიან გამამხიარულა და ახლა უკვე ბევრად უკეთ ვარ.“

მარგალიტა: „ჭამე, შვილო, ძალა მოგემატება. ნახე, რამდენი პროდუქტი გადმოგვცეს კეთილმა ადამიანებმა. ღმერთმა ისე დალოცოს ყველა, ვინც გვერდით დაგვიდგა, რომ სიხარულით და აღფრთოვანებით მხოლოდ ღარიბები და გაჭირვებულები კი არა, ყველაზე ბედნიერი ადამიანებიც კი ხვდებოდნენ, ვისაც არაფერი აკლია. დალოცვილები იყავით – მხიარულები და იღბლიანები! სადაც არ უნდა წახვიდეთ, მუდამ წარმატება გეწეოდეთ! ბარაქა და კეთილდღეობა გქონოდეთ, ოქრო ადამიანებო!“
მარგალიტას მადლობის წერილი
მარგალიტას რაღაცით მერილ სტრიპს ვამსგავსებ – ოღონდ უბედურს. მერილი კინოში იტანჯება, ხოლო ჩვენი მარგალიტა, სოფელ ხანდაკიდან, სრულად იღებს ცხოვრების სიმწარეს რეალობაში.
„ქართველი მერილის“ სახლს რამდენიმე ადგილას სახურავი აქვს ჩატეხილი, წვიმამ ყველაფერი გააფუჭა. კედლებში გაჩენილი ბზარებიდან სახლში ძვრებიან ობობები და თაგვები. სახლის წინ პატარა შესასვლელი – პარმაღი ჩამოშლილია და ყოველ ჯერზე უნდა დააკვირდე სად დააბიჯო, რომ რეანიმაციაში არ აღმოჩნდე. ეს სცენარი არ არის – ეს მარგალიტას ცხოვრებაა.
კუზი მას გრიმიორებმა კი არა, თავად ცხოვრებამ დაადო. და მისი ტარება დღითიდღე უფრო რთული ხდება. ეკა ანემიისაგან დნება… მოულოდნელად საუბარი შეწყვიტა და ახალ საწოლზე მოკალათდა.
ეკას სჭირდება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, ხოლო დედას, მარგალიტას, წამლები. ისინი არ არიან გათამამებულები არც საკვებით, არც ტანსაცმლით, არც თეთრეულის გარეცხვით სარეცხ მანქანაში. მაგრამ ისინი ბედნიერები არიან, რომ ამ უდიდეს გულგრილობის ზღვაში ჩვენ მათი სუსტი, უხმო, SOS-სიგნალი გავიგონეთ და მივიჩქარით მათკენ დასახმარებლად!
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ლაცაბიძის ოჯახი)
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
7873.11₾დარჩა:
0.88₾