სახლში / პროექტები /

თქვენი დამსახურებით, მეგობრებო, კიდევ ერთი ბედნიერი ადამიანი გვყავს საქართველოში.

calendar ივნისი 17, 2025

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 ზარი - ₾2

მობილური პროვაიდერები

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram
რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ამის შესახებ, მით უფრო მალე შეგროვდება საჭირო თანხა.
თქვენი დამსახურებით, მეგობრებო, კიდევ ერთი ბედნიერი ადამიანი გვყავს საქართველოში.
შემოწირულობებისთვის საქართველოში:
Bank logo

Ბანკის კოდი: BAGAGE22

ანგარიში GEL-ში

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: TBCBGE22

ანგარიში GEL-ში

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: LBRTGE22

ანგარიში GEL-ში

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

შემოწირულობებისთვის მთელი მსოფლიოდან:
Bank logo

Ბანკის კოდი: BAGAGE22

ანგარიში USD, EUR და GBP-ში

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: TBCBGE22

ანგარიში USD და EUR-ში

GE32TB7194336180100004 GE32TB7194336180100004

კოპირებულია

მხოლოდ თექვსმეტი წლის ვარ“, – მითხრა საბამ და სახეზე ხელი აიფარა. „მადლობა უფალს, ექიმები საზღვარგარეთ, ბოლოს და ბოლოს შეძლებენ, სასწაული მოახდინონ და შეცვალონ ჩემი სახე. აღარ მინდა ცხოვრება ისე, ხალხს ჩემი გარეგნობით რომ ვაშინებდე. უმჯობესი იქნებოდა, საერთოდ წავსულიყავი ამ ცხოვრებიდანარ მინდა, ვეცოდებოდე ადამიანებს, ეშინოდეთ ჩემი და შეხვედრისას ზურგს მაქცევდნენ. რაში მჭირდება ასეთი ცხოვრება?“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ჩემი ოცნებაა, ასეთი ვიყო. ღმერთო, იმედია, ყველაფერი გამოვა! მე ხომ, ჯერ ფული არ მაქვს.“

მეგობრებო, შეგვიძლია, ახალი სახე ვაჩუქოთ ამ ლამაზ ქართველ ბიჭს, რომელიც ისე იტანჯება, რომ ჟურნალისტმაც კი, ცრემლები ვერ შეიკავა!

სუნთქვაც და ჭამაც ტკივილს მაყენებს,ჩურჩულით მითხრა 16 წლის ბიჭმა. სანამ მისი თანატოლები გამოსაშვები საღამოსთვის არჩევენ ტანისამოსს, საბა სახლში იმალება, სარკეებს ერიდება, გარეთ არ გადის და თვეებია, სკოლაში არ დადის. რცხვენია თავისი სახის

საბას არც უტირია, არც უყვირია. უბრალოდ, ერთ დღეს ჩუმად იკითხა: „დედა, რატომ მაქვს ასეთი სახე?..“ დედის გული კი, იმ მომენტში შეკრთა

ეს არ არის ავადმყოფობის ისტორია. ეს არის ისტორია ტკივილისა, რომელიც ყოველ ამოსუნთქვას თან ახლავს. ბიჭის შესახებ, რომელიც დაბადებიდანვე, იბრძვის ნორმალურად ცხოვრების უფლებისთვის.

საბას ნორმალურად ღეჭვა არ შეუძლია. თავისუფლად ვერ სუნთქავს. გაღიმება არ შეუძლია, რადგან ყველაფერი სტკივა.

როდესაც საბა პატარა იყო, არ იცოდა, რომ რაღაც სჭირდა. მერე კი, შეამჩნია, როგორ უყურებენ. იმალებოდა, ხმას არ იღებდა.“ – გვიამბობს საბას დედა, ფიქრია. მის ხმაში დაღლილობა იგრძნობა, თვალებში კი, შვილის მიმართ უკიდეგანო სიყვარული და შიში.

საბა კურდღლის ტუჩითა და სასის ნაპრალით დაიბადა. პირველი ოპერაცია მას რვა თვის ასაკში ჩაუტარდა, თუმცა, ის მხოლოდ მხოლოდ კოსმეტიკური იყო. შიდა დეფექტი დარჩა.

მას შემდეგ, 16 წელი გავიდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ბიჭი იტანჯება. ამჟამად კი:

ორ კბილს შორის ძვლოვანი ქსოვილი არ აქვს

სახე დეფორმირებულია;

ამობრუნებულია კბილი

აქვს სუნთქვის პრობლემები;

ბრეკეტების ჩასმა და ნორმალურად კვება შეუძლებელია მისთვის.

საბასთვის ყოველი გაღიმება ტკივილს ნიშნავს, ყოველი ყლუპი კიგამოცდას.

საბა (16 წლის):სარკე მძულს. სარკეში რომ ვიყურები, ვაცნობიერებ, რომ გარიყული ვარ ამ სამყაროდან. ზოგჯერ, საკუთარი თავიც მძულს სარკესთან ერთად…“

საქართველოში, ექიმებს რომ მივაკითხეთ, უარი გვითხრეს. ჯერ გვეუბნებოდნენ, დაელოდეთ, ბავშვი სანამ გაიზარდება. ჩვენც ველოდებოდით. ​​ახლა კი ამბობენ, რომ უკვე გვიანია, ვერ დაგვეხმარებიან საქართველოში. თანხმობა მხოლოდ თურქეთში გვითხრეს“, – ამბობს ფიქრია, ხელში კი სამედიცინო დასკვნის ასლი უჭირავს.

თურქულ კლინიკაში, მზად არიან, საბას სახის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარონ: ძვლის პლასტიკა, ყბასახის ოპერაცია და ორთოდონტიული მკურნალობა. ფასი კი, 12 400 დოლარია. ოჯახისთვის, რომელსაც საკუთარი მაცივარიც კი არ აქვს (მეზობლებმა ათხოვეს), როგორც განაჩენი, ისე ჟღერს ეს თანხა.

ოჯახი ერთ ოთახში ცხოვრობს. მამა ხელოსანია. დედას მალთაშუა დისკის თიაქარი და სქოლიოზი აქვს. სოციალური შემწეობის თანხა მიზერულია. Facebook-ისა და სკოლის დახმარებით, მათ დაახლოებით 3 000 ლარის შეგროვება მოახერხეს. თუმცა, დრო იწურება

არ მინდა, საკუთარი თავის რომ რცხვენოდეს ჩემს შვილს. ის ლამაზია. ის ძლიერია. მას უბრალოდ უნდა, რომ ისუნთქოს. მისი ასაკის სხვა ბიჭებივით ცხოვრება სწადია. ცოტათი მაინც თუ დაემსაგვსება იმ ფოტოს, რომელსაც დაგვპირდნენ, მზად ვარ, ხელები დავუკოცნო მის მხსნელებს“, – ამბობს ფიქრია და ცრემლებს არ მალავს.

საბა: ხალხს ვთხოვ დახმარებას. მე ჰაერს ვითხოვ. ვითხოვ სიცოცხლეს…“

ოჯახმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა დახმარებისთვის, თითქმის ორი თვის წინ, თუმცა, პასუხი დღემდე არ მიუღიათ. როდესაც საბა რვა თვის იყო, სამინისტრომ მისი პირველი ოპერაცია დააფინანსა. ახლა კი, ფიქრიას თქმით, ისინი იძიებენ, თუ რატომ გახდა აუცილებელი განმეორებითი ოპერაცია და 2009 წელს ჩარევა 15 000 ლარი რატომ დაჯდა.

სანამ ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს ელოდება, დრო იკარგება. თუ საბას ოჯახი, თურქულ კლინიკაში თვის ბოლომდე არ გადაიხდის თანხას, საკითხი დაიხურება. მერე კი, ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევთძვირადღირებული პროცედურების გავლა, რის საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. ამ ყველაფერს კი, დიდი დრო სჭირდება, რომელიც საბას არ აქვსექიმები ამბობენ: რაც უფრო იზრდება ბიჭი, მით უფრო რთული იქნება მისთვის ოპერაციის გაკეთება.

ყოველი ლოცვა, ამ პოსტის ყოველი გაზიარება, ყოველი თეთრი საბასთვის ჰაერის ჩასუნთქვას ნიშნავს. ერთი ოპერაცია (12 400 აშშ დოლარი) კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა. დაეხმარეთ! გააზიარეთ! გვერდში დაუდექით!

ფიქრია:ჩემი უსაყვარელესი შვილი დილაობით სარკეში საკუთარ თავს რომ დაინახავს, ყოველდღე ილოცებს ყველა იმ ადმიანისთვის, ვინც მას მძიმე ჟამს ხელი გაუმართა.“

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გურჯაანი, სოფელი ბაკურციხე (დევნილთა დასახლება, ტექნიკუმის უბანი).

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

ჩვენი ფონდის ანგარიში:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ალანიების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100. 

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თქვენი დამსახურებით, მეგობრებო, კიდევ ერთი ბედნიერი ადამიანი გვყავს საქართველოში.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თქვენ დაეხმარეთმადლობას გიხდით!

საბა კურდღლის ტუჩითა და მგლის ხახით დაიბადა. რვა წლის ბავშვის ყბა აქვს, თექვსმეტი წლის ასაკში. მისთვის ყველაფერი მტკივნეულია – სუნთქვა, ჭამა, ლაპარაკი. ორი ნაპრალი, ტუჩსა და ზედა სასაზე, ბზარივით გასდევს მთელ მის ბავშვობას. რის გამოც, ბზარი გაჩნდა მის თვითშეფასებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში, რამაც საბას იზოლაცია გამოიწვია და იქამდე მიიყვანა, რომ სკოლაში სიარულიც კი შეწყვიტა.

თქვენ, ფონდის მეგობრებს, უფსკრულის ამოვსებაც კი შეგიძლიათ; თქვენ საბას შუაზე გაყოფილი ჯანმრთელობის გამთელება ითავეთ! თქვენ მიერ სასწრაფოდ გაღებული შემოწირულობებით, საბას დედასთან ერთად თურქულ კლინიკაში გამგზავრების შესაძლებლობა მიეცა, 2025 წლის სექტემბერში. საბას პრობლემები იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ, ამიტომ დიდი ოპერაცია, სავარაუდოდ, თებერვლისთვის გადაიდო.

თურქმა ექიმებმა დაიწყეს იმით, რომ საბას რამდენიმე თვით (თებერვლამდე) ზედა ყბის გასაფართოებელი აპარატი ჩაუდგეს. ამ მხრივ, შედეგი ძალიან კარგია ყბის გახსნა დაიწყო. გარდა ამისა, საბას ქვედა ყბაზე ბრეკეტები ჩაუდგეს, ორი წლით.

ამჟამად, საბა ინფექციას ებრძვის. აუცილებელია ანთების განკურნება, ოპერაცია რომ ჩატარდეს. პირში ჩადგმული აპარატით, საბას ლაპარაკი ძალიან უჭირს. ის მთელი დღე დუმს. მაგრამ, მისი საახალწლო სურვილი თქვენდამი იმედიანი შეძახილია: იყავით ჯანმრთელები და ბედნიერები ყველაფრისთვის! ახლა, ოდნავ უკეთ ვარ!

ოდნავ უკეთ ეს, მხოლოდ დასაწყისია სრულფასოვანი ცხოვრებისკენ მიმავალი გზის.

წინ, საბას დიდი ოპერაცია ელის, „სამი ერთში“: საბას საკუთარი ძვლის ქსოვილის გადანერგვა, ყბის ძვლის აღსადგენად; ნაპრალის აღდგენა; სუნთქვის პრობლემის მოგვარება (მარცხენა ნესტოზე).

საახალწლო სტიმული ფონდის მეგობრებისგან ტელეფონი საბასთვის.

დედის, ფიქრიას მადლობის წერილი:

თებერვალი მისი გადარჩენის შანსია.

თქვენ გარეშე, ეს დიდი საქმე არ გაკეთდება. თქვენ უფსკრულზე გადებული ხიდი ხართ, რომელიც ტკივილიდან ჯანმრთელობისკენ მიდის. დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ, საბას ცხოვრებიდან ყველა ბზარის გაქრობას შეძლებთ.

გული გახსენით და დაეხმარეთ საბას, რათა სუნთქოს, ლაპარაკოს, იცოცხლოს!

მეგობრებო, სხვის გასაჭირი არ არსებობს, ამიტომ თუკი, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანების პრობლემების შესახებ რაიმე იცით – მოგვწერეთ! ჩვენ მუდამ თქვენ გვერდით ვართ!

ჩვენი ფონდის ანგარიში

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ალანიების ოჯახი)

კორ. მედეა

თარიღი
დასახელება
თანხა
სტატუსი
31.08.2025
ფონდის ზედნადები ხარჯები
440.00₾
10.11.2025
ოპერაცია
1855.67₾

სულ ხარჯები:

2295.67₾

დარჩა:

0.37₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2025 00:00:00
₾1.41
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2025 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2025 00:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2025 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.07.2025 11:00:24
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2025 10:22:22
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.07.2025 09:53:52
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.07.2025 10:16:49
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.07.2025 10:31:45
₾5.00

შემოწირულია:

₾2,296.04

190 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,296.04

190 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის