„ჩერნოვეცკის ფონდის“ ცენტრალური ოფისი, აღდგომის დღესასწაულზე, ჯადოსნურ სამყაროდ გადაიქცა შეჭირვებული ოჯახის ბავშვებისთვის.

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
„ჩერნოვეცკის ფონდის“ ცენტრალური ოფისი, აღდგომის დღესასწაულზე, ჯადოსნურ სამყაროდ გადაიქცა შეჭირვებული ოჯახის ბავშვებისთვის.

ჩერნოვეცკის ფონდისცენტრალური ოფისი, აღდგომის დღესასწაულზე, ჯადოსნურ სამყაროდ გადაიქცა შეჭირვებული ოჯახის ბავშვებისთვის.

ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის, უფლის შვილებო!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

– ქრისტე აღდგა!

– ქრისტე აღდგა! 

– ქრისტე აღდგა!

სწორედ ამ ჯადოსნური სიტყვების ძახილით მოადგნენ პატარა ანგელოზები ფონდის შენობის ცენტრალურ ჭიშკარს. თანამშრომლებს, ბედნიერების ჟრუანტელმა დაგვიარა. აღდგომის დღესასწაულზე, პატარა ანგელოზებზე უკეთესი სტუმრები ვინ უნდა გვენატრა??? 

ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა იერუსალიმის წმინდა მიწაზე და ნამდვილი სასწაული უფლისგან პატარები ერთმანეთში სწორედ ამ საკითხებს განიხილავდნენ, მათი ბავშვური წარმოსახვით.

სხვადასხვა ინტერპრეტაციითა და სხვადასხვა ემოციით, მაგრამ, ერთი საერთო რამ ჰქონდათ ყველა მათგანსსიკეთითა და სიყვარულით ანთებული თვალები… 

და რაც მთავარიაურყევი რწმენა იმისა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ეს ბავშვები ნამყოფიც კი არ არიან, უფლის წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. 

აღდგომის დღესასწაული პასკის და გემრიელი ტკბილი სუფრის გარეშე, ვის გაუგია. ამ საკითხის მოგვარებაზე კი, წელსაც ქართულმა კომპანიებმა იზრუნეს. „ჩერნოვეცკის ფონდისხელმძღვანელობა და თითოეული თანამშრომელი, მთელი გულით გიხდით მადლობას იმ მზრუნველობისთვის, რომელსაც თქვენ, მრავალი წლის განმავლობაში შეჭირვებული ოჯახების მიმართ იჩენთ

კომპანიები სანდომი

https://www.facebook.com/sandomisakonditro?locale=ru_RU

https://sandomi.ge

 „მზარეული 1“

https://www.facebook.com/panegeorgia?locale=ka_GE

გემრიელი პასკები ისე მოეწონათ ბავშვებს, თვალებში ეტყობოდათ, გული სწყდებოდათ, სახლში ასეთივე პასკები რომ არ დახვდებათ. მაგრამ, კომპანიებმა ამაზეც იზრუნეს. 

იმდენი პასკა გაატანეს თითოეულ მრავალშვილიან ოჯახს, რომ ბედნიერი ბავშვები ხუმრობით ეუბნებოდნენ ერთმანეთს: ვაშა! მთელი წელი არ გამოგველევა ეს გემრიელი პასკები.“

სიურპრიზების დღე ამით არ დამთავრებულა. ფონდის თანამშრომლებმა ბავშვები იმ ჯადოსნურ სივრცეში წავიყვანეთ, სადაც უამრავი ლამაზი სამოსი, ფეხსაცმელი, საგაზაფხულო ქურთუკები და სათამაშოებია

დიახ, ეს არის ფონდის საკუთრებაში არსებული ჯადოსნური საწყობი, სადაც ყველანაირი ნივთია, რაც კი ბავშვებს, ზრდასრულებსა და მოხუცებს გაახარებთ

მეგობრებო, ფონდის თანამშრომლებისთვის ამ სივრცეში არსებული ნივთები უფრო ძვირფასია, ვიდრე რომელიმე სავაჭრო ცენტრისბრენდული სივრცედა იცით, რატომ? იმიტომ, რომ აქ არსებულ თითოეულ ნივთსსიკეთისა და სიყვარულისსურნელი ასდის.

ფონდი კი, „სიკეთის შედეგებსყოველთვიურად აქვეყნებს. მარტიაპრილის თვეებში, ამ ადამიანებმა შეჭირვებული ბავშვების გაბედნიერებაზე იზრუნეს, ჩვენ კი გვსურს, რომ მთელმა ქვეყანამ იცოდეს მათი სახელები

ლამზირა ჯალაღონია

რიტა საჩალელი

ლევან გაბრიაძე

თეონა ვანიშვილი

ანა სტიჟნოკი

დიტო ეზიაშვილი

ვაჟა კაციტაძე

სოფელ წვირმის სკოლა, სოფო კუხილავას ეკოკლუბის“ ხელმძღვანელი.

ფონდში გამართული დიდებული დღესასწაულის შესახებ, ბავშვთა გასართობი ცენტრიპინგვინებისჯადოსნურმა პერსონაჟებმაც შეიტყვეს. იცით, რა გააკეთეს

პინგვინებისჯადოსნური სამყარო, ერთი დღით, პირდაპირ თბილისის ცენტრში, ანუ, ჩერნოვეცკის ფონდის ცენტრალურ ოფისში გადმოიტანეს, რათა შეჭირვებული ოჯახის ბავშვებისთვის, მათი საყვარელი ზღაპრები, რეალობად ქცეულიყო.

ჩერნოვეცკის ფონდის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბავშვთა გასართობ ცენტრპინგვინებსმრავალწლიანი და ერთგული მეგობრობისთვის.

https://www.facebook.com/animatorebi?locale=ru_RU

დღის ბოლოს, ბავშვები, ფონდში მიღებული საჩუქრებით სავსე პარკებს ვერ ძრავდნენ და უფროსებს გვთხოვეს დახმარება. როდესაც პატარებმა დაინახეს, რომ მათი დაძვრა ჩვენც გაგვიჭრდა, ამ სანახაობაზე ბევრი იცინეს

ოჰ, ეს პატარა მაიმუნები!

აი, ასეთი მხიარული და პოზიტიური ემოციებით იყო დატვირთული ეს დღე. 

დღე ქრისტეს აღდგომისა…

დღე ზეციური ცეცხლის გარდმოსვლისა.

დღე სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: დაეხმარე მოყვასს)

კორ.: ნინი

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის