ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მრავალშვილიანი ქართული ოჯახი, 7 პატარა ბავშვი… მათ სასწრაფოდ სჭიროდებათ ჩვენი ღვთიური სიყვარული და მზრუნველობა! მათი დახმარებით კი, ჩვენც ნამდვილ ადამიანებად ვიგრძნობთ თავს და უფლის წყალობას დავიმსახურებთ!
მეგობრებო… ეს უბრალოდ ტკივილი არ არის. ეს არის ყვირილი, რომელიც არ შეიძლება, არ შევისმინოთ.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ამ ოჯახმა შვიდი ჯანმრთელი ბავშვი აჩუქა საქართველოს. ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ! ასე თუ გაგრძელდა, ბავშვები ავად გახდებიან და ვერ აღიქვამენ საქართველოს, როგორს საკუთარ სამშობლოს!
შეიბრალეთ ისინი! აჩვენეთ, რომ ჩვენ ყველანი, საქართველოში, ერთი დიდი ოჯახი ვართ!
არსებობს ისტორიები, რომლის შემდეგაც, ძველებურად ცხოვრება შეუძლებელია. არა იმიტომ, რომ სუსტი ხარ…
არამედ იმიტომ, რომ ადამიანი ხარ.
დღეს, მე ვნახე ის, რის გააზრებაც შეუძლებელია.
იქ, სადაც სახლი უნდა იყოს – შიშია.
იქ, სადაც სიყვარული უნდა იყოს – სისასტიკეა.
იქ, სადაც ბავშვების სიცილი უნდა ისმოდეს – სიჩუმე და ტკივილია.
ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ აქვე ხდება ეს ყოველივე. არა სადმე შორს.
არამედ აქ. ახლა. ცოცხალი ადამიანები არიან ასეთ დღეში.
ჩვენ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ.
ვთქვათ: „ეს ჩემი საქმე არ არის“.
გავთიშოთ ტელეფონი. გადავფურცლოთ. დავივიწყოთ.
მაგრამ მაშინ…ვინ დარჩება მათთან?
ვინ გაუმართავს ხელს, როდესაც სამყარო ინგრევა?
ვინ ეტყვის: „შენ მარტო არ ხარ“?
მე სიბრალულს არ ვითხოვ.
მე გთხოვთ – გულგრილნი ნუ იქნებით.
ხანდახან, ერთ კეთილ საქმესნუ იქნებით
სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
გაუხსენით მათ გული.
გთხოვთ.
ახლა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: სენაკი, ჩხეტიას ქუჩა 39.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ!
ჩვენ ვეხმარებით შეჭირვებულებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მივდივართ იქ, სადაც ვერავინ ახერხებს მისვლას!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ახვლედიანების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ასანთის ერთს ღერს შეუძლია დიდი ცეცხლი დაანთოს. სიკეთის მხოლოდ ერთ მარცვალს კი შეუძლია ისე გაღვივდეს, რომ უდაბნო, ედემის ბაღად გადააქციოს.
ახვლედიანების ოჯახში, ამიერიდან, ბავშვები, თავდახრილები აღარ ივლიან. ეს კი თქვენი დამსახურებით, ფონდის მეგობრებო!
ახლავე გააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!
თქვენ დაგვეხმარეთ – მადლობა!

7 პატარა და–ძმას, არა მხოლოდ სიღატაკისგან მიყენებული ,,იარები” მოუშუშდათ, არამედ რაც ყველაზე მთავარია – ბავშვებს დაუბრუნდათ სიამაყის შეგრძნება.
მეგობარო, თუ ბედნიერება გსურს შენი კეთილი მეგობრისთვის ან უბრალოდ თანამემამულისთვის, – გაუგზავნე ეს პოსტი მას და სთხოვე, რომ ის გადააზიაროს! ამით შენ ემსახურები ყოვლისშემძლე ღმერთს, აჩვენებ მას შენს სიყვარულს და, შესაძლოა, შენთვის ძვირფას ადამიანს უბედურებისგან დაიცავ.

დაუჯერებელია, მაგრამ ამ ფოტოზე ერთი და იგივე ბავშვია გამოსახული. მხოლოდ ეს ერთი კადრიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ სიკეთეს შეუძლია, ადამიანში ,,ადამიანი” ხელმეორედ დაბადოს.

როდესაც ,,ჩერნოვეცკის ფონდის” წარმომადგენლები, ახვლედიანების ოჯახში პირველად მივედით, ულამაზესი ბავშვები თვალებში ვერ გვიყურებდნენ სირცხვილისგან. დიახ, მათ რცხვენოდათ, რომ თბილისიდან, სამეგრელოში, შორ გზაზე ჩასული სტუმრებისთვის არ შეეძლოთ შეეთავაზებინათ დივანზე, ან სკამზე დაჯდომა. და მიზეზს, ალბათ, თავადაც ხვდებით, მეგობრებო. ბავშვებს ასევე რცხვენოდათ იმ ძველი და დახეული სამოსის, რაც მათ ეცვათ.

დღეს კი, მათ თვალებში, ვარსკვლავები ბრწყინავს.


1 თვის წინ
7 შვილის დედისთვის, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ფიქრი, მხოლოდ ოცნებით შემოიფარგლებოდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს ოცნება, მალე რეალობად იქცეოდა.

ლარისა 41 წლის (7 შვილის დედა)– ,,სიტყვა ,,მადლობა” ზღვაში წვეთია იმ მადლიერების და ბედნიერების გამოსახატად, რასაც მე ვგრძნობ.


,,როდესაც ,,ჩერნოვეცკის ფონდში” დავრეკე პირველად, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად იმედი მქონდა ფონდის მეგობრების, მაგრამ მათმა გულისხმიერებამ, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. უფალს ვთხოვ,დალოცვილი გამყოფოთ თითოეული თქვენგანი.”
ფონდის ჟურნალისტისგან – მეგობრებო, თქვენ არა მხოლოდ ოჯახის საჭიროებზე იზრუნეთ, არამედ ყურადღების მიღმა არ დაგრჩენიათ ის ,,ბავშვური ოცნებები”, რაც ახვლედიანის ოჯახის ბავშვებისთვის, მხოლოდ ფერად სიზმარში თუ იქნებოდა ასრულებული.

დიახ… თქვენ სწორედ ის კეთილი ჯადოქრები ხართ, რომლებსაც შეუძლიათ, შეჭირვებული ოჯახის ბავშვებისთვის მხოლოდ ფერად სიზმრებში ახდენილი ოცნებები, რეალობად აქციოთ.
,,ჩერნოვეცკის ფონდი”, ფოტოების სახით გიზიარებთ ნაყოფს იმ დიდი სიკეთის, რაც თქვენ დათესეთ ამ ბავშვებისთვის.

მონიკა 11 წლის: ,,ნუთუ, ეს პლანშეტი მართლა ჩემთვის არის? ყველაზე დიდი ოცნება ამისრულდა. ახლავე უნდა გავაგებინო ჩემს კლასელებს და მეზობლებს. ისე მიხარია, რომ ხვალამდე ვერ მოვითმენ“.

თეონა 12 წლის: ,,ისეთი მაგარი ველოსიპედია, ასე მგონია, რომ მთელი სამყაროს შემოვლა შემეძლება”.


ჟანა 10 წლის: ,,უკვე 4 წელია, თოვლის ბაბუას წერილს ვუგზავნი, რომ როლიკები მოეტანა, მაგრამ ახალი წლის დილას, არასდროს მხვდებოდა საჩუქრები, როგორც სხვა ბავშვებს“.

ფონდის ჟურნალისტი – ,,გული აღარ დაგწყდეს, ჩემო გოგონა. თოვლის ბაბუას, წელიწადში, მხოლოდ ერთ დღეს შეუძლია ბავშვებისთვის ოცნების ასრულება, აი კეთილ ფერიებს კი. ეს, წელიწადის ნებისმიერ დღეს შეუძლიათ. ეს როლიკებიც სწორედ მათ გამოგიგზავნეს”.


ალექსი 4 წლის – ,,ვაუუუუუ, მანქანააა. პულტიანი მანქანააა. მე ახლა მაგარი ბიჭი ვარ!”.


მეგობრებო, გთხოვთ, კარგად დააკვირდით ამ ფოტოს.

თქვენგან მარცხნივ, ალექსის ეს ფოტო, სულ დაახლოებით 1 თვის წინ არის გადაღებული. როგორი ჩამქრალია პატარა ანგელოზის თვალები. მარჯვენა მხარეს კი იგივე ალექსია მას შემდეგ, როცა მან თავისი საოცნებო საჩუქრები მიიღო.


ამ ფოტოების ავტორი ვარ მე, ჩერნოვეცკის ფონდის ჟურნალისტი,
მაგრამ ბავშვების სახეზე ბედნიერი ღიმილის ავტორი თქვენ ხართ, ფონდის მეგობრებო.

ეს კი, ,,ტკბილი ქვეყნის” მიერ გამოგზავნილი გემრიელობებია.

კომპანია, რომელიც მუდმივად ზრუნავს ობოლი და შეჭირვებული ბავშვებისთვის გამასპინძლებას, მათი საყვარელი ტკბილეულით.

,,ჩერნოვეცკის ფონდი” მადლობას უხდის ,,ტკბილ ქვეყანას”, მრავალწლიანი, უანგარო, ერთგული მეგობრობისთვის.

1 თვის წინ
წარმოიდგინეთ, შეჭირვებულ ოჯახს, როგორ უნდა ეყიდა 4 სეზონის სამოსი და ფეხსაცმელი 7 ბავშვისთვის. ახლა კი, ეს პრობლემაც წარსულს ჩაბარდა.




პრინცესასავით ლამაზი ჟანა, ძველი სამოსით დადიოდა. ახლა კი, გოგონას ლამაზი კაბები და სარაფნები აქვს. მისი ზღვისფერი თვალები, ახლა უკვე მართლა ზღვასავით ,,ლივლივებენ” სიხარულისგან.

4 წლის ალექსს ისე მოეწონა მისთვის განკუთვნილი შარვლები და მაისურები, რომ კამერის წინ პოზირება დაიწყო.

შეხედეთ, რა ბიჭია. ბანერსაც კი დაამშვენებდა მისი ფოტო. ვინ იცის, იქნებ, ამ ფოტოების მერე, შემოთავაზებაც კი მიიღოს ტანსაცმლის რომელი ბრენდის ბავშვთა ხაზიდან. რატომაც არა?

მეგობრებო, მართალია ახვლედიანების ოჯახის ცხოვრება თქვენ უკვე შეცვალეთ და დღეს ისინი უკვე ამაყად დააბიჯებენ, მაგრამ პრობლემების გარკვეული ნაწილი კვლავ მოუგვარებელია.

კერძოდ, სახლის ხის კარ–ფანჯარა, რომელიც საუკუნის წინანდელია, ახლა უკვე დამპალია, დეფორმაცია მიიღო და ვეღარ იხურება. ასევე ბავშვები, იატაკის ნაცვლად ცივ მიწაზე დადიან.

ოჯახს ერიდება თქვენთვის ხელმეორედ თხოვნა, შიშობენ, რომ უმადურობაში არ ჩაუთვალოთ გაწეული დახმარება, მაგრამ ამ სტატიაში განთავსებული მათი ბედნიერების ამსახველი ფოტოების მერე, ამას როგორ გაიფიქრებთ?

მოდით, ამ ერთხელაც გავერთიანდეთ ახვლედიანების
მრავალშვილიანი ოჯახისთვის და ამ ზაფხულსვე მოვასწროთ კარ–ფანჯრების ჩასმაც და იატაკის დაგებაც, სანამ შემოდგომა და ზამთარი დადგება.
ამ სტატიას კი, მე, ფონდის ჟურნალისტი, ამ ფოტოთი დავასრულებ.

მსურს, რომ არასდროს დაივიწყოთ ეს თვალები.
თვალები, რომლებიც თქვები წყალობით ბრწყინავენ, ღვთისნიერო ადამიანებო.
ჩვენ სულ კავშირზე ვართ!
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ახვლედიანების ოჯახი)
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
7075.00₾დარჩა:
0₾