დიდებული მეზღაპრეების კალმის ღირსია, ზამთარში ადამიანთა გადარჩენის თქვენი ისტორიები! მადლობას გიხდით სითბოსთვის, რომელსაც ჩუქნით!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თქვენ დაეხმარეთ – მადლობას გიხდით!
მეგობრებო, ჰანს ქრისტიან ანდერსენი ჩვენს დროში რომ ცხოვრობდეს, ის გამოგონილ ზღაპრებს კი არა, თქვენს ისტორიებს დაწერდა.
ისტორიებს, რომლებშიც ყინვა უკან იხევს.
სადაც სასოწარკვეთილება მარცხდება.
სადაც ბავშვები თქვენი დამსახურებით გადარჩნენ.
ანა–მარიას, ლაზარესა და პატარა ანდრიას ისტორია.
ეს ოჯახი ეზოში, კოცონთან შეხვდა ზამთარს, რადგან მათ საკუთარი არაფერი გააჩნდათ. დედა, ლია, ტირილით სთხოვდა შვილებს, კოცონთან გაეთბოთ ხელები და ფეხები, რათა სიცივით არ დახოცილიყვნენ…
სწორედ მაშინ, ამ საშინელ, თითქმის ზღაპრულ ამბავში, ბედნიერი დასასრულის გარეშე, გამოჩნდით თქვენ – კეთილი ჯადოქრები. თქვენ მათ იმდენი თბილი ტანსაცმელი გაუგზავნეთ, რომ ბავშვები ნამდვილად გათბნენ.

პატარა ანდრია, რომელსაც სიცივისგან ფილტვები გაუჩერდა, გადარჩა და გამოჯანმრთელდა. ჩვილის ტანსაცმელი – მხოლოდ ნივთები არ არის.
ეს სიცოცხლის სიმბოლოა.
დედის, ქრისტინესა და მისი ხუთი შვილის ისტორია
ეპილეფსიით დაავადებული დედა ძველ, ცივ სახლში ცხოვრობდა შვილებთან ერთად.
ბავშვები ღმერთს ევედრებოდნენ, რომ დედა არ მომკვდარიყო. უფროსი ვაჟები ტყეში აგროვებდნენ შეშას და სოკოს, რათა სიცივითა და შიმშილით არ დაღუპულიყო ოჯახი…
და კვლავაც – თქვენ შეცვალეთ სიუჟეტი.

დედამ, ქრისტინემ თბილი ქურქი მიიღო საჩუქრად.
პატარა დუნიამ კი – სვიტერები, შარვლები და კაბები, რომლებზეც ყველა გოგონა ოცნებობს.
ბიჭებმა – ქურთუკები, ჰუდები, შარვლები.
რაც მთავარია – იმედი.
ბერიძეების ოჯახი.
ხუთი ბავშვი, ყინვა, შიმშილი, ავადმყოფობა, სასოწარკვეთა…
ამ მძიმე ისტორიაში პირველი ნათელი გვერდი კი ის, რომ თქვენ ნივთებით დაეხმარეთ.

სამწუხაროდ, ჩვენს ყოველდღიურ მუშაობაში ძალიან ბევრი სიუჟეტია მსოფლიოში ყველაზე სევდიანი ზღაპრებისთვის. წარმოუდგენელი სიხარულია, ჩვენ გვერდით მუდამ თქვენ რომ ხართ: დიდი გულის მქონე ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ბედნიერი ფინალისთვის იბრძოლონ.
მადლობას ვუხდით სითბოსთვის!
ანი ნებირიძეს
არჩილ კვანტალიანს
გიორგი თოფურიძეს
დავით თალაკვაძეს
ქეთევან სტეფნაძეს
ირინას
ნანა გაგიაშვილს
ნანას კაკაურიძეს
ნინო ფიფიას
რამაზ გულიევს
ელე ჩოლუქავას
ელენე დამანცალაშვილს
ერატიკს
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით კომპანია „ფარმადეპოს“ -ბავშვებისთვის გაციების საწინააღმდეგო იმ წამლებისთვის, რომლებიც დაშვებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. ჩახედეთ თვალებში მათ, ვინც ჯერ კიდევ სასწაულის მოლოდინშია:
თქვენი ზედმეტი ქურთუკი ან სვიტერი – აბჯარია ყინვისა და სასოწარკვეთილების წინააღმდეგ.
ტანსაცმლის მისაღებად ჩვენი ოფისის მისამართია: თბილისი, ბესარიონ ჟღენტის ქ., სახლი 11
მეგობრებო, სხვის გასაჭირი არ არსებობს, ამიტომ თუკი საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ადამიანების პრობლემების შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობთ – მოგვწერეთ! ჩვენ მუდამ თქვენ გვერდით ვართ!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: „დავეხმარები მოყვასს“).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ. მედეა