შეჭირვებული ოჯახებისა და ობოლი ბავშვებისთვის ზაფხულის პირველი თვე ჯადოსნურად დაიწყო. ,,მაკდონალდსის” ერთგული მეგობრობა, პატარა ანგელოზებს განსაკუთრებულად ახარებთ.

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
შეჭირვებული ოჯახებისა და ობოლი ბავშვებისთვის ზაფხულის პირველი თვე ჯადოსნურად დაიწყო. ,,მაკდონალდსის” ერთგული მეგობრობა, პატარა ანგელოზებს განსაკუთრებულად ახარებთ.

შეჭირვებული ოჯახებისა და ობოლი ბავშვებისთვის ზაფხულის პირველი თვე ჯადოსნურად დაიწყო. ,,მაკდონალდსისერთგული მეგობრობა, პატარა ანგელოზებს განსაკუთრებულად ახარებთ.

ზაფხული ხომ წელიწადის ის დროა, რომელიც ბავშვებს გამორჩეულად უყვართ. სწორედ ზაფხულის პირველი თვის, პირველი რიცხვიბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, თუმცა სამწუხარო რეალობა ისაა, რომ საქართველოში, ათასობით ბავშვი, სწორედ რომ მზრუნველობას მოკლებულია და ასევე სიღატაკის მსხვერპლია

ზოგისთვის, ეს ყოველივე, მხოლოდ ცარიელი სტატისტიკაა. 

მაგრამ არსებობენ ადამიანები, კომპანიები, ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ, რომ შეჭირვებული ოჯახების ბავშვების სევდიან თვალებში, ვარსკვლავები აანთონ.

ერთერთი ასეთი კომპანია კი ,,მაკდონალდსია”.

McDonaldsGeo

McDonalds

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს   ,,მაკდონალდსმაჩვენს პატარა ბენეფიციარებს უმასპინძლა

პატარა ანგელოზების სიხარულს რომ საზღვარი არ ჰქონდა, ეს ფოტოებიდანაც სჩანს.

უგემრიელესი მენიუ, ასევე საჩუქრები ,,მაკდონალდსისგან”, დიდი დინამიკის გარშემო ცეკვა და სიმღერა, სხვადასხვა გასართობი აქტივობაეს არასრული ჩამონათვალია, რაც ამ ჯადოსნურ დღეს მოხდა

მე, ,,ჩერნოვეცკის ფონდისჟურნალისტმა, ერთი რამ შევნიშნე, რასაც ბავშვები, მართალია, სიტყვით არ ამბობდნენ, მაგრამ მათი თვალები ამბობდნენ ამას. დიახსაჩუქრებსა და გემრიელ მენიუზე მეტად, ეს ბავშვები გააბედნიერა იმ ფაქტმა, რომ  ,,მაკდონალდსს’’ ისინი ახსოვს… 

დიახ…. ყველა ბავშვი მზეაოღონდ, მიეცით საშუალება, რომ ანათონ.

კორ.: ნინი

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის