ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ცხრა წლის ულამაზეს ანიტას სიცოცხლე ძალიან უნდა! „ყველა ბავშვივით სიარული და სირბილი მინდა… ხომ შევძლებ?“ – ისე მეკითხება ბავშვი, რომ ცრემლები გადმომცვივდა. გოგონა ყოველ ღამით ტკივილისგან ტირის და თავისი პირველი ნაბიჯების გადადგმაზე ოცნებობს. სასწრაფო ოპერაციის გარეშე, ეს პატარა ანგელოზი შეიძლება სამუდამოდ ეტლს დარჩეს მიჯაჭვული!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ანიტა (9 წლის): „ღამით, ხშირად მეღვიძება და ვტირი. დედა მეკითხება: „რატომ ტირი, შვილო?“ მე კი, ვპასუხობ: „ყველა ბავშვივით სიარული და სირბილი მინდა… ხომ შევძლებ?““
ანიტას სხვის დახმარების გარეშე, ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლია. დედამისი კი, ცხოვრობს ყოველდღიური ტკივილით, რომლის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია: საკუთარი შვილის ტანჯვას უყურებს და ვერაფერს შველის.
ანიტა უბრალოდ ეტლს კი არ არის მიჯაჭვული, ის მუდმივი ტკივილებით იტანჯება. ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, რომ მის წინააღმდეგ მუშაობს დრო. გოგონა იზრდება, ძვლები მაგრდება და ოპერაცია ახლავე თუ არ გაკეთდება, ანიტა სამუდამოდ დარჩება ეტლში.
ანიტას ისტორია სიცოცხლისთვის ბრძოლით დაიწყო. ის დღენაკლული, ექვსი თვისა დაიბადა. ახალშობილი მაშინვე რეანიმაციაში გადაიყვანეს და ინკუბატორში მოათავსეს. დედა ყოველდღე მიდიოდა, უყურებდა თავის პაწაწინა გოგონას და მხოლოდ ერთ რამეს სთხოვდა უფალს: მის გადარჩენას. ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა.
ნახევარი წლის შემდეგ, ნათელი გახდა: ანიტა განვითარებაში ჩამორჩებოდა. ის თავს ვერ იჭერდა, ვერ ბრუნდებოდა, სათამაშოებისკენ ხელს არ იწვდიდა. ექიმები ამბობდნენ: „ის დღენაკლულია, დაელოდეთ“. მაგრამ, სასწაული არ მოხდა – მას თავის ტვინის დაზიანება დაუდგინდა.
ანა, ანიტას დედა (35 წლის): „შვილის გაჩენის შემდეგ, მეუღლეს დავშორდი. მარტო ვზრდი ბავშვს. დანებებას არ ვაპირებ! ახლა, ანიტას უკან აქვს მოტოვებული რეაბილიტაციის ათეულობით კურსი. ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. ის სკოლაში სწავლობს, მესამე კლასში, უყვარს ხატვა და სამი ენა იცის “.

ანიტას ფეხზე დადგომის რეალური შანსი აქვს. იანვრის ბოლოს, საქართველოში ჩამოვა ქირურგი გერმანიიდან, რომელიც მზად არის, გაუკეთოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია, რომლის ღირებულება 8500 ლარია. ფონდის კეთილი მეგობრების დახმარების გარეშე, დედა ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებს და ჩვენი გოგონას მკურნალობა ვერ მოხერხდება.
ანიტა (9 წლის): „კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, დამეხმარეთ, ფეხზე რომ დავდგე! ვოცნებობ, სიარული ვისწავლო! ამისთვის, ოპერაცია მჭირდება. მაგრამ, დედიკოს მისი საფასურის გადახდის საშუალება არ აქვს!“
ანიტა (9 წლის): „ბაბუა თავისი პენსიიდან 20 თეთრს მაძლევს ხოლმე. მე კი, ყულაბაში ვაგდებ და ოპერაციისთვის ვაგროვებ ფულს “.
მეგობრებო, მნიშვნელოვანია ყოველი დღე. სწორედ ახლა, თქვენი დახმარება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ანიტა სათამაშოებსა და საჩუქრებს არ ითხოვს. ის ყველაზე უბრალო რამეზე ოცნებობს: ადგეს, გაიაროს, დედასთან გაიქცეს. გთხოვთ, ნუ აუვლით გვერდს! სხვისი შვილი არ არსებობს. დღეს, მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს, რათა პატარა ანიტას ნორმალური ცხოვრების შანსი ვაჩუქოთ!
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: ქალაქი თბილისი, კრწანისის ქ. 16, მე-3 კორპუსი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ქარსელების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სიკეთე არის, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ფეხზე აყენებს. თქვენ ანიტა ტკივილს გამოსტაცეთ და გადაადგილების უნარი აჩუქეთ მას.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თქვენ დაეხმარეთ – მადლობას გიხდით!
ანიტა ექვსი თვის ვადაზე დაიბადა და მალევე გაირკვა, რომ ის ვერ შეძლებდა სიარულს. ცხრა წლის განმავლობაში, ტკივილით იწყებოდა და მთავრდებოდა ანიტას ყოველი დღე.
მაგრამ დღეს, თქვენი დამსახურებით, ის ღიმილითა და იმედით იწყება.
ადრე, ანიტას ხელ-ფეხის გაშლაც კი არ შეეძლო – გაქვავებული კუნთების დაჭიმულობა უშლიდა ხელს. იანვარში ჩატარებული ოპერაცია ამ „ბორკილების“ მოხსნაში დაეხმარა: ექიმებმა ჭანჭიკებით დააფიქსირეს ურჩი ძვლები და კუნთოვანი ქსოვილები გაკვეთეს. ახლა, ხელ-ფეხს თავისუფლად ამოძრავებს.
მაგრამ იმისათვის, რომ ეს თავისუფლება არ დაიკარგოს, რეაბილიტაცია სჭირდება, რაზეც მთლიანი და სრული პასუხისმგებლობა ფონდის მეგობრებმა აიღეს საკუთარ თავზე. ყოველდღე, 1,5 საათის განმავლობაში, რეაბილიტოლოგი ანიტასთან ერთად იბრძვის ყოველი მოძრაობისთვის.

ანიტა: ვიცი, რომ აქ, ფონდის კეთილმა ადამიანებმა მომიყვანეს. მინდა, ჩემი ეტლიდან წამოვდგე და დამოუკიდებლად სიარული შევძლო მეგობრებთან ერთად. დღეს, სხეულის კიდევ 1 სანტიმეტრით აწევა შევძელი. ყველას აჩვენე. ხვალ, კიდევ უფრო მეტს ვეცდები!
თქვენ, მისი ცხოვრების ოცნებისკენ მიგყავთ ანიტა. ყოველი სანტიმეტრი, რომელიც დიდი ბრძოლის შედეგად თმობს დაავადება – ჩვენი დიდი საერთო სიხარულია! რათა გოგონამ ოცნებისკენ მიმავალი გზა განაგრძოს, რეაბილიტაციის გაგრძელებაა საჭირო.
ერთი კურსის ღირებულება 990 ლარია.
ანიტას დავუსვით კითხვა:
– სიკეთე რა არის?
ანიტა: სიკეთე არის, როდესაც ადამიანი ადამიანს ეხმარება. მე ყველა კეთილი ადამიანის სიკეთეს ვგრძნობ!
მეგობრებო, სხვის გასაჭირი არ არსებობს, ამიტომ თუკი, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანების პრობლემების შესახებ რაიმე იცით – მოგვწერეთ! ჩვენ მუდამ თქვენ გვერდით ვართ!
მუდამ კავშირზე!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ქარსელების ოჯახი)
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
18730.00₾დარჩა:
129.24₾