ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ღმერთო, ღმერთო, ნუთუ, ამერიკული საშინელებათა ფილმიდან არის ეს კადრები?! უშიშარი ქართველი დედა ცდილობს, ეზოში დანთებულ ცეცხლთან გაყინული ჩვილი გაათბოს! „ოღონდაც წინდას ცეცხლი არ წაეკიდოს!!!“, – ჩურჩულებს საბრალო ქალი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

„უფლის წყალობით, თითქოს, მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი… თუკი მეპატრონე, რომელიც ამ ნახევრად დანგრეულ შენობაში, ამ თვეში ქირის – 150 ლარის გადახდას ითხოვს, ჩემი ბეღურებით გარეთ არ გამომაგდებს, როგორმე გადავაგორებთ ამ ზამთარს,“ – მტკიცედ თქვა ლიამ, დედამ, რომელსაც სამი პატარა შვილი ჰყავს: ხუთი წლის, სამი წლის და ორი თვის. ლიას მეუღლე კი, მძიმედ ავად არის. უამრავი დაავადების გამო, სრულიად უმწეოა.

26 წლის ლია – ყველაზე უბედური დედაა მთელ საქართველოში. ამ კოცონზე უფრო მწველია ცეცხლი, რომელიც ახლა, ახალგაზრდა დედის გულში გიზგიზებს. მოსისხლე მტერსაც კი არ უსურვებ იმას, რომ წყეული სიღატაკის გამო, სიცივისგან გაყინულ ახალშობილს კოცონთან ათბობდეს.
ანდრიას, დაბდებიდან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მისი საბრალო დედა ორსულობის დროს შიმშილობდა. სამშობიაროდან გაწერის მერე კი, დახეული ფეხსაცმლით დადიოდა, რომელიც წვიმის დროს სულ სველი იყო. ახალგაზრდა დედისთვის ხომ, სველი, დაგლეჯილი ფეხსაცმლით სიარული არ შეიძლება! ამიტომაც, ყველაზე უმცროსი ბავშვი სულ ავადმყოფობს… თანაც ისე, რომ პედიატრმა სპეციალური კვება დაუნიშნა, რომლის ყიდვის საშუალებაც, ოჯახს არ გააჩნია!
ლია, სამი შვილის დედა (26 წლის): ექიმის დანიშნულებით, ანდრიასთვის სპეციალური კვების საყიდლად აფთიაქში რომ შევედი, საკმარისი ფული არ მქონდა. იქიდან გამოსულმა, სასოწარკვეთილებისგან ხელზე ვიკბინე… იმ წუთას, სიკვდილი ვინატრე… იქნებ, ცოტაოდენი მაწონი მაჩუქოს ვინმემ? ხვალისთვის არ მაქვს და არ ვიცი, ჩემს სიხარულს რა ვაჭამო. ღმერთო, თბილისიდან სულ რაღაც ორმოციოდე კილომეტრში ხდება ეს ყველაფერი!
„დეიდა, არ გშია? ჭამე, ჭამე! არ ვართ წუწკები! ძალიან გემრიელი პურია“.
სამი წლის ლაზარემ და ხუთი წლის ანა-მარიამ მე, ჩერნოვეცკის ფონდის ჟურნალისტს, პურის ნატეხი გამომიწოდეს.
ეს პურის ნატეხი ერთადერთი საჭმელია, რაც სახლში ჰქონდათ… მაგრამ, შიმშილისგან დაუძლურებულმა ბავშვებმა „უცხო დეიდას“ მაინც შესთავაზეს. თვალზე ცრემლი მომადგა… ეს იყო ღრმა მწუხარების და ამავდროულად, დიდი სიხარულის ცრემლები იმის გამო, რომ ჩვენს პატარა სამშობლოში, ასეთი დიდი გულის მქონე ბავშვები იზრდებიან.
იმედია, ამ სიტყვებით არავის გავანაწყენებთ, მაგრამ საქართველოში, ბავშვებს სხვანაირი თვალები აქვთ… სულ სხვა ღიმილი… შეუძლებელია ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა… ეს უნდა შეიგრძნოთ.

ეს ავარიული, ნახევრად დანგრეული სახლი, თუკი საერთოდ შეიძლება მას სახლი ეწოდოს – ოზაშვილების ოჯახის ერთადერთი თავშესაფარია.
ჩამტვრეული ფანჯრები, როგორც მტრის თავდასხმის შემდეგ, ჩამონგრეული ჭერი, დაბზარული კედლები, აყრილი იატაკი – სწორედ ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება სამი წლის ლაზარეს, ხუთი წლის ანა-მარიას და ახლა, უკვე ორი თვის ანდრიასაც.
მოახლოებულ ყინვიან ზამთრამდე, სულ ცოტა დრო რჩება, მეგობრებო… როდესაც სასმისებს აიღებთ ხელში და სადღეგრძელოებს იტყვით, როგორიც მხოლოდ საქართველოში იციან, გაიხსენეთ ყველა შეჭირვებული, ვისაც დაეხმარეთ და ნორმალური, ადამიანური ცხოვრება უსურვეთ მათ. უკეთესი იქნება, თუკი ვინმე მოახერხებს, მანქანით მიაკითხოს ოჯახს და თავის სახლში წაიყვანოს დღესასწაულის აღსანიშნავად. რადგან ბავშვების სიცოცხლე საფრთხეშია. ზამთრის სუსხიან ამინდებში კი, დიდთოვლობის დროს, დიდია რისკი იმისა, რომ ავარიული სახლი საბოლოოდ ჩამოინგრეს.

ღმერთმა ნუ ქნას, ეს სამი ანგელოზი ნანგრევების ქვეშ დაიღუპოს.

ახლა კი, ყველაზე საშინელ ამბავს გეტყვით: ეს სახლიც, ოზაშვილების ოჯახის საკუთრება არ არის. მათ ყოველთვიურად ქირის გადახდა უწევთ. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში, ოჯახმა მეპატრონეს ვერ გადაუხადა. რა თქმა უნდა, ამისთვისაც გამოვყოფთ თანხას, მაგრამ მე, ფონდის დამფუძნებელს, ლეონიდ ჩერნოვეცკის, ძალიან მინდა თვალებში ჩავხედო ამ მეპატრონეს, რათა გავიგო: იქნებ, ისიც მართლა შიმშილითა და სიცივით კვდება?!
ლია, დედა: ორი დღის წინ, სახლის მეპატრონე მოვიდა. მითხრა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებამდე მაინც, თანხას თუ ვერ გადავიხდი, საცხოვრებლის დატოვება მოგვიწევს. არაადამიანური იქნება ჩემი მხრიდან, მას რომ გავუწყრე, მასაც უჭირს, ჭამა ხომ, ყველას გვინდა. გულით მჯერა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, უფალი ამ სასტიკ ზამთარში ჩემს შვილებს თოვლქვეშ არ დატოვებს და ორი თვის ბავშვთან ერთად, ღია ცის ქვეშ არ აღმოვჩნდები. არსად მაქვს წასასვლელი.
კორესპონდენტი: დამირეკეთ – შეგიფარებთ. აპრილამდე, 5-7 კეთილმოწყობილი პატარა სახლის შეძენა გვსურს ასეთი ოჯახებისთვის!
ასეთი სახლის ღირებულება, თავისი ავეჯით, დაახლოებით 10 000 დოლარი იქნება. ახლახან ტენდერი გამოვაცხადეთ და საუკეთესო, დაბალფასიან შეთავაზებებს განვიხილავთ!
თუ ქველმოქმედი უფლებას მოგვცემს, თითოეულ სახლზე წარწერას გავაკეთებთ, იმ კეთილი ადამიანების სახელებით, ვინც 900 ლარზე მეტ თანხას ჩარიცხავს. აუცილებელია, ყველას სახელი ჩავინიშნოთ. ვიცი, ბევრნი იქნებიან. ალბათ, სახურავზეც კი მოგვიწევს წარწერების გაკეთება…
შესაძლოა, ჩვენი ახალი მეგობრები რომ მოეწყობიან, მათთან ერთად აღვნიშნოთ კიდეც შემდეგი ახალი წლის! საუკეთესო თოვლის ბაბუისა და ულამაზესი ფიფქიას კონკურსსაც გამოვაცხადებთ!
ლია, დედა: ჩემს მეუღლეს გულის სერიოზული პრობლემები აქვს და სხვა დაავადებებიც აწუხებს, რის გამოც, ექიმებმა მკაცრად აუკრძალეს ნებისმიერი სახის ფიზიკური სამუშაო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები ფატალური იქნება.
თავისი სიტყვების დასტურად, საბრალო ქალმა სამედიცინო დასკვნები მაჩვენა. სამწუხაროდ, ყოველი მისი სიტყვა სრული სიმართლეა.
ანა-მარია დახეული ქურთუკით დადის საბავშვო ბაღში. დღესასწაულებზე კი, ლამაზი საზეიმო კაბის ნაცვლად, გოგონას ისეთი ტანსაცმელი აცვია, რომელსაც, გულახდილად რომ გითხრათ, მხოლოდ ნაგავსაყრელზე თუ ნახავთ. ნუთუ, ამ ანგელოზმა ეს დაიმსახურა?
სათამაშოებზე ლაპარაკიც ზედმეტია. ეს, მეოცე საუკუნის დასაწყისის შიშველი „თოჯინა“ – ბავშვების ერთადერთი სათამაშოა.
გულმოწყალე ადამიანებო, ეს სტატია იმის შესახებ არ არის, როგორ შეიძლება დავიხსნათ სიღატაკისგან პატარა ბავშვები. აქ, გაცილებით უფრო სერიოზულად არის საქმე: ბავშვების სიცოცხლეზეა საუბარი.
მეგობრებო, თქვენ მიერ შემოწირული მცირე თანხითაც კი, შესაძლებელი გახდება სოფელში პატარა მიწის ნაკვეთის ან პაწაწინა სახლის შეძენა. თუნდაც, ერთი ოთახი იყოს, მთავარია, ბავშვებს აღარ დაემუქრებათ იმის საფრთხე, რომ ზამთრის ყინვაში ღია ცის ქვეშ დარჩებიან.
ოზაშვილების ოჯახი არ ითხოვს სიღარიბისგან დახსნას. ისინი მხოლოდ გადარჩენას, მხოლოდ სიცოცხლის გაგრძელებას ითხოვენ…
მივმართავ ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ყველა ეროვნებისა და ყველა სარწმუნოების ადამიანს: სიკეთეს ეროვნება არ გააჩნია! სიკეთეს მხოლოდ ერთი ღმერთი ჰყავს! დიახ, დღეს ორი თვის ანდრიას, სამი წლის ლაზარესა და ხუთი წლის ანა–მარიას გადასარჩენად, მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს.
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი მუხათი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ოზაშვილების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
თქვენს მიერ გადარჩენილი ჩვილი ანდრია ტკბილად იღიმის ძილის დროს თავის ახალ საწოლში! მადლობას გიხდით, რომ ახალ წელს სიხარული მოუტანეთ ბავშვებს ოზაშვილების ოჯახში!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! და აუცილებლად დაეხმარე შენს მეგობრებს, რომ მათაც იპოვონ უფლის გზა!
თქვენ დაეხმარეთ — გმადლობთ!
გული დაგვეწვა იმ საშინელებისა და საცოდაობის გამო, რაც ოზაშვილების ოჯახში მისულებს დაგვხვდა — დედა ლია თვალცრემლიანი ათბობდა გათოშილ ახალშობილ ანდრიას ეზოში დანთებულ ცეცხლთან. ორი პატარა — ლაზარე და ანა-მარია — გულამოსკვნით ტიროდა და დედას გაყინულ ხელებსა და ფეხებზე შესჩიოდა. პატარების მამამ, ლევანმა კი, გულით ავადმყოფმა კაცმა, კიდევ სხვა უამრავი პრობლემით, თქვა, რომ სიცოცხლე აღარ უნდოდა, რადგან ამ ავარიული სახლის მეპატრონე სახლიდან აგდებდა მათ.
გვინდა, გახაროთ, რომ ანდრია ახლა კარგად არის! თქვენ ის გაათბეთ და თბილ და რბილ საბავშვო საწოლში ჩააწვინეთ. აი, ისიც, ჩვენი ბარტყი, ახალ და მყუდრო ბუდეში.
ოჯახი დროებით საცხოვრებლად სოფელ კოდაში გადავიდა და სწორედ იქ ჩავუტანეთ ახალი წლის წინ ყველა საჩუქარი. აქ, ოჯახის აპლოდისმენტებისა და დალოცვის თანხლებით ამოვიღეთ შეფუთვიდან ახალი ტექნიკა — ძლიერი, ჭერამდე მაღალი მაცივარი, პლაზმური ტელევიზორი ინტერნეტით, აირღუმელი. აქ ხელოსნებმა ბავშვების სირბილისა და მხიარული ყიჟინის თანხლებით ააწყვეს მაგიდა და დიდი საწოლი.
პირველად ვნახეთ, რომ ბავშვებს ცელქობა და თამაში უნდოდათ. პირველად უნდოდათ ეცუღლუტათ და ღიმილზე ღიმილით გვპასუხობდნენ.
მამა ლევანს სახე უბრწყინავს, ყველაფერზე თვითონ დარბის. ანდრიას საწოლი გაუშალა, პროდუქტები მიალაგ-მოალაგა. ამ სახლში სასიამოვნო საახალწლო ფუსფუსი და გაწამაწიაა. პატარა ბავშვურმა ხელებმა ჩამოკიდეს სათამაშოები თქვენ მიერ ნაჩუქარ ნაძვის ხეზე. პატარა ხელებმა გაფცქვნეს სხვადასხვა ქაღალდში შეფუთული კანფეტები.

ანა-მარიამ და ლაზარემ ჩაიხუტეს თავიანთი ახალი სათამაშოები და ჩვილ ანდრიას საწოლში ჩაუწყვეს მისი წილი სათამაშოები, ფერად-ფერადი საჩხაკუნოები.
დედა ლია: — ახლა ჩვენც გვაქვს ნივთები სახლში, როგორც თქვენ! დიდი მადლობა, რომ ჩემს შვილებს ახალი წელი აქვთ! ბედნიერები და ჯანმრთელები იყავით თქვენს ოჯახებთან და ახლობლებთან ერთად. გულში უდიდესი სიყვარული მაქვს თქვენ მიმართ!
სახლი, სადაც ახლა ოჯახი ცხოვრობს — ფიცრებით ნაშენი და მორყეულია. რა ქნან, საბრალოებს სხვა სახლებში არ უშვებენ. ეს კიდევ ერთი ავარიული სახლია, რომლის სახურავმაც შეიძლება თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლოს და ჩაინგრეს.
მოდით დავეხმაროთ ოჯახს, რომ ახალ, უსაფრთხო სახლში გადავიდნენ, რომელიც მათთვის ფონდის მეგობრების საჩუქარი იქნება. დაე, ამით დასრულდეს ამ ახალგაზრდა ქართული ოჯახის ყველა უიღბლობა. იმ გმირების სახელები კი, რომლებმაც ისინი გადაარჩინეს — თქვენი სახელები — ყოველთვის დაამშვენებს ამ სახლის კედლებს.
მეგობრებო, სხვისი უბედურება არ არსებობს, ამიტომ, თუ იცით საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანების პრობლემების შესახებ, მოგვწერეთ! ჩვენ ყოველთვის გვერდით ვართ!
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ოზაშვილების ოჯახი).
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
12178.64₾დარჩა:
0.05₾