ჩვენი ბავშვები კვლავ „მაკდონალდსში“! ბუშტების მხიარული ოჯახი, ბევრი კარტოფილი ფრი და სიხარული ყოველ ლუკმაში!

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
ჩვენი ბავშვები კვლავ „მაკდონალდსში“! ბუშტების მხიარული ოჯახი, ბევრი კარტოფილი ფრი და სიხარული ყოველ ლუკმაში!

ჩვენი ბავშვები კვლავ „მაკდონალდსში“! ბუშტების მხიარული ოჯახი, ბევრი კარტოფილი ფრი და სიხარული ყოველ ლუკმაში!

დღესასწაული იწყება! თავდაპირველადმაკდონალდსი“- დარბაზში ბუშტების დიდი, მხიარული და ფერადი ღრუბელი შემოიტანეს და ეს ბუშტები ბავშვებს გაუნაწიეს. ჩვენი პატარა ბენეფიციარები, რომლებიცმაკდონალდსშიიყვნენ მიწვეულნი, ემოციებისგან ტაშს უკრავენ, მაგიდებს შორის დარბიან და ბუშტებს აფრიალებენ.

შედარებით პატარა ბავშვებიბუშტების ოჯახობანასთამაშობენ.

პატარა ალექს სელეზნიოვი: 

 – ჩემი ბუშტიპაპაა!

სალომე შაქარაშვილი: 

ჩემი კიბებია ბუშტია!

სალომეს დებს, სოფოსა და ანას – „დედადამამაბუშტები ჰყავთ.

გაბისონიების ოჯახის ბავშვები გვაჩვენებენ ფოკუსს ბუშტებით, რომლებიც კედელს მიეკრა.

ნიტა ჩოხელი: ეს ფიზიკაა, დეიდა. უნდა გაახახუნოთ და არსად გაფრინდებიან.

ოჰ, რა მოლოდინში არიან ბავშვები, როდესაც მაკდონალდსის თანამშრომლებს დარბაზში ლანგრებით წითელი ყუთები შემოაქვთ

მოუთმენელი ბავშვური ხელები ყუთებიდან იღებენ ცხელ ბურგერებს, დაბრაწულ კარტოფილ ფრის, ალუბლის ნამცხვრებსა დაჰეფი მილისსათამაშოებს. რამდენი ბედნიერი ღიმილი, სიხარული და სასიამოვნო მომენტია! ბავშვებთან ერთად, მშობლებსაც გაუმასპინძლდნენ.

მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებს – „მაკდონალდსსმშვენიერი, დიდი ხნის ტრადიციისთვისჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარების მასპინძლობისთვის

ჩვენმა ფონდმამაკდონალდსსჩვენი ბენეფიციარის, ლიზი ქიმაძის მიერ შესრულებული ნახატი გადასცა. ეს არის მადლიერების ყველაზე გულწრფელი გამოხატვა და ყველაზე დიდი ჯილდო ჩვენი ბავშვებისგან

საჩუქრების დარიგება ჩვენმა ფონდმა დიდ ნაძვის ხესთან გააგრძელა. მადლობას ვუხდითფარმადეპო-ს გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტებისთვის (რომლებიც დაშვებულია ბავშვებისთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ). მადლობა ასეთი კეთილი ზრუნვისთვის, იმისთვის, რომ ისინი ანგინამ და გრიპმა არ შეაწუხოს და ყოველთვის ისე იღიმოდნენ, როგორც დღეს.

რა თქმა უნდა, საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებებში ბავშვებმა სიხარულით აღმოაჩინეს და მაშინვე გასინჯეს შოკოლადის კანფეტები და ტკბილეული. 

თუ თქვენც გსურთ, შესთავაზოთ რაიმე ღონისძიება ჩვენს ბენეფიციარებს ან დაპატიჟოთ ისინი თქვენთან, მოგვწერეთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე ან ფონდის სოციალურ ქსელებში: [email protected] 

მეგობრებო, სხვისი უბედურება არ არსებობს, ამიტომ, თუ გაქვთ ინფორმაცია ადამიანების გასაჭირის შესახებ საქართველოს ნებისმიერ წერტილშიმოგვწერეთ! ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ

ჩვენი ფონდის ანგარიშებია:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

კორ. მედეა

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის