სახლში / პროექტები /

მეგობრებო, თქვენ კვლავ გაიმარჯვეთ სიკვდილზე! ნიკოლოზი: „გთხოვთ, მითხარით, რომ ეს სიზმარი არ არის. ხოლო, თუ სიზმარია, გემუდარებით, არ გამაღვიძოთ.“

calendar დეკემბერი 15, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 ზარი - ₾2

მობილური პროვაიდერები

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram
რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ამის შესახებ, მით უფრო მალე შეგროვდება საჭირო თანხა.
მეგობრებო, თქვენ კვლავ გაიმარჯვეთ სიკვდილზე! ნიკოლოზი: „გთხოვთ, მითხარით, რომ ეს სიზმარი არ არის. ხოლო, თუ სიზმარია, გემუდარებით, არ გამაღვიძოთ.“
შემოწირულობებისთვის საქართველოში:
Bank logo

Ბანკის კოდი: BAGAGE22

ანგარიში GEL-ში

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: TBCBGE22

ანგარიში GEL-ში

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: LBRTGE22

ანგარიში GEL-ში

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

შემოწირულობებისთვის მთელი მსოფლიოდან:
Bank logo

Ბანკის კოდი: BAGAGE22

ანგარიში USD, EUR და GBP-ში

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: TBCBGE22

ანგარიში USD და EUR-ში

GE32TB7194336180100004 GE32TB7194336180100004

კოპირებულია

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“ 
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ოპერაცია ძალიან ძვირი ღირს და ამხელა თანხის შეგროვება პირელად მოხერხდა. რა თქმა უნდა, საკუთარ წვლილი ჩვენც შევიტანეთ. მეგობრებო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ უმეტესი ნაწილის შეგროვებაში
დაგვეხმარეთ! დარჩენილ თანხას უახლოეს მომავალში თუ ვერ შევაგროვებთ, ჩვენ უნდა დავფაროთ, მაგრამ გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მიზანია, თქვენი გულები გავუხსნათ უფალს და დახმარება გავუწიოთ რაც შეიძლება მეტ ბავშვს და მოხუცს! ჩვენ მარტო უბრალოდ ვერ შევძლებთ, მთელს საქართველოს რომ დავეხმაროთ! ერთად კი, ყოველთვის შევძლებთ სიკვდილის დამარცხებას! – შენი ყველაზე დიდი შიში რა არის?
ნიკოლოზი: ძალიან შემეშინდა, თმა რომ გამცვივდა. საავადმყოფოში უამრავ ჩემს თანატოლს ვუყურებდი. ძილის წინ ხშირად ვესაუბრებოდით ერთმანეთს. მერე კი იძინებდნენ და ვერ იღვიძებდნენ!.. საკაცით მიჰყავდათ სადღაც! არ ვიცი სად, მაგრამ ძალიან მეშინოდა! რატომ, არ ვიცი! შენ ხომ არ იცი, სად მიჰყავდათ, დეიდა?

მარიამი (6 წლის): „დათუნა სიკვდილზე რომ ლაპარაკობს, ცრემლები მომდის. მაგრამ, ღმერთი ჩემს ძამიკოს ხომ გადაარჩენს? არა?“

 ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში,  გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ,  კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები? მაგრამ ახლახან, ამ საზიზღარი კიბოს კიდევ ერთი პატარა ნაწილი მიპოვნეს ფილტვში და ძალიან მეშინია. რომ ვერ წავიდე, მოვკვდები! 
ნიკოლოზი-დათუნა: მეც ვლოცულობ ხოლმე. საქართველოში, საავადმყოფოში მასწავლეს ლოცვა. სანთელს ავანთებ ხოლმე, თვალებს ვხუჭავ და მთელი გულით ვთხოვ ღმერთს: ღმერთო, გეხვეწები, გააკეთე ისე, რომ არ მოვკვდე!
„ღმერთი აუცილებლად გაიგებს შენს ლოცვას, მთელი გულით თუ სთხოვ.“ 
– ამდენი ოპერაციის მერე, როგორ გრძნობ თავს? ნიკოლოზ
დათუნა: ცოტათი უკეთესად… უბრალოდ ხანდახან, სუსტად ვარ ხოლმე… და საწოლიდან ვერ ვდგები… ვერ ვთამაშობ, აკრძალული მაქვს ჩიპსის და ხინკლის ჭამა! იცით, რა ძნელია? მაგრამ, მთავარია, მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი! რომ აღარ გამჭრან! კიდევ… ძალიან მიყვარს ჩემი დაიკო, ის კი, ძალიან დარდობს ჩემს გამო. ვეუბნები, რომ კარგად ვარ, მაგრამ არ სჯერა. მოვა ხოლმე, ჩამეხუტება და ტირის… აღარ მოგიყვებით. სკოლაშიც კი ვერ დადის ჩემს გამო. იქ ბავშვები ხშირად ხდებიან ავად, ვინმემ რამე რომ გადასდოს, მეც გადამედება. მე ხომ, უბრალო სურდოც კი მომკლავს! ექიმებმა თქვეს ასე!

„როგორ ავუხსნა ჩემს დას, რომ ჯერ არ მოვკვდები?“ 

– თუ იცი, შენთვის ავად გახდომა რატომ არ შეიძლება? 
ნიკოლოზი-დათუნა: ტონობით წამლებს ვსვამ და ამ „ქიმიებმა“ მოკლეს ჩემი იმუნიტეტი! დედიკო ამბობს ასე… ამიტომ ახლა, უბრალო გაციებასაც ვერ გადავიტან. მაგრამ ვიცი, რომ ოპერაციას თუ გამიკეთებენ და ფილტვიდან იმ ცუდ კვანძს ამომაჭრიან  – ნამდვილი ადამიანივით დავიწყებ ცხოვრებას!

„აი, რამდენი ნაკერი მადევს! ორჯერ გამიჭრეს მუცელი და ყველგან რაღაც მილები მქონდა ამოშვერილი.“ – რას ნიშნავს, ნამდვილი ადამიანივით ცხოვრება? 

ნიკოლოზი-დათუნა: როდესაც სახლიდან გასვლის და სხვა ბავშვებთან თამაშის არ გეშინია. ისინი ყველაფერს ჭამენ, რაც უნდათ და სკოლაშიც დადიან! მეც იმდენი მეგობარი მყავს იქ!

„ადრე, მთელი დღე სირბილი და ხტუნვა შემეძლო. ახლა კი, არაფრის თავი მაქვს და სულ მეძინება. აი, ფილტვიდან იმ ცუდ კვანძს რომ ამომაჭრიან და გამოვჯანმრთელდები, სირბილით ვიჯერებ გულს…“

„მინდა, ნამდვილი ბიჭივით ვიცხოვრო და არ მეშინოდეს იმის, რომ გავცივდები და მოვკვდები.“ 

მაკა (ნიკოლოზ-დათუნას დედა): ყოველთვის მოუსვენარი იყო, აქტიური და სხარტი ბავშვი. ხომ ხედავთ, ეს საშინელი დაავადებაც ვერ მოერია. ისეთი ხასიათი აქვს, ყველა ექიმი გიჟდება, აქაც და გერმანიაშიც. დიდივით ლაპარაკობს. უნდა, რომ იცოდეს, რა სჭირს და რა შეიძლება დაემართოს. ხანდახან, ისეთ შეკითხვებს მისვამს, არც ვიცი, რა ვუპასუხო. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კითხვაა: „ხომ არ მოვკვდები?“ ძალიან დარდობდა, თმა რომ გასცვივდა. თავისი ლამაზი კულულები! განიცდიდა, რაღაც ფაქტებს ერთმანეთს ადარებდა. მერე კი მეუბნება: „აი, ის გოგო, ჩემთან ერთად საავადმყოფოში რომ იწვა, თმა გასცვივდა და მალევე მოკვდა. ესე იგი, მეც ვკვდები?“ ვუთხარი, რომ ის კი არ მოკვდა, სხვა ქვეყანაში წავიდა სამკურნალოდ.

„ვოცნებობ, „გამოჯანმრთელდა“ – ეს სანატრელი სიტყვა გავიგო ერთ დღეს და აღარ მოგვიწევს არც ქიმიის, არც გადასხმების, არც სხივური თერაპიის ჩატარება.“ 

– მესამე ოპერაციასთან დაკავშირებით, როგორია თქვენი მოლოდინი? 
მაკა: ეს გადარჩენის შანსია. ეს არის ჩვენი ჯანმრთელი ცხოვრების ბილეთი. ერთადერთი შანსია კიბოს დამარცხებისა და სიცოცხლის გაგრძელების. რომ შეიძლებოდეს, საკუთარ სიცოცხლეს დავთმობდი საჭირო თანხის სანაცვლოდ! ახლა, ისე ახლოს ვართ გამარჯვებასთან და უსახსროდ დავრჩით. ყველაფერი გავყიდეთ, ყველას ვესესხეთ, ჩვენს ირგვლივ ყველას, ვისაც კი ვიცნობდით დახმარება ვთხოვეთ. ახლა, მხოლოდ უცხო ადამიანების იმედად დავრჩით! ვოცნებობ, „გამოჯანმრთელდა“ – ეს სანატრელი სიტყვა გავიგო ერთ დღესაც და აღარ მოგვიწიოს არც ქიმიის, არც გადასხმების, არც სხივური თერაპიის ჩატარება. პატარა დათუნას, ამდენი განსაცდელის მიუხედავად, მაინც უბრწყინავს ლამაზი თვალები. სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს გადაფურცლა ყველაზე საშინელი თავი მის ცხოვრებაში, კიბო დაბრუნდა, რათა მისი გამძლეობა კვლავ გამოსცადოს. სასოწარკვეთილია დათუნას ოჯახი, მაგრამ ახლა, მათ გულებში გაჩნდა იმედის ნაპერწკალი.
მეგობრებო, მოდით დავეხმაროთ დათუნას, მისი გამარჯვებით რომ დასრულდეს კიბოსთან ბრძოლა. ბევრი რამ გადალახა და ახლა, ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება. ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობა, მისთვის მიზანთან მიახლოებას ნიშნავს – მესამე ოპერაციასთან, რომელსაც შეუძლია ღიმილი და ბავშვური სილაღე დაუბრუნოს ამ ბიჭუნას.
გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და ამ მიმართვის გავრცელებაში დაგვეხმაროთ. სიმსივნე რომ დაამარცხოს და სიცოცხლე გააგრძელოს, ჩვენი თანადგომა სჭირდება დათუნას.
მოდით, ერთად მოვახდინოთ ეს სასწაული და მომავლის შანსი ვაჩუქოთ მას.თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, დიღმის მასივი, მე-2 კვარტალი, კორპუსი 17, ბინა 8. 
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას! არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ნიკოლოზ ვარდოსანიძე)

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

მეგობრებო, თქვენ კვლავ გაიმარჯვეთ სიკვდილზე!
ნიკოლოზი: „გთხოვთ, მითხარით, რომ ეს სიზმარი არ არის. ხოლო, თუ სიზმარია, გემუდარებით, არ გამაღვიძოთ.“
„ბოლო თაობის მობილური, მხოლოდ სარეკლამო ვიდეო რგოლებში მქონდა ნანახი. ვერც კი ვიოცნებებდი, რომ მალე, ის ჩემი გახდებოდა. დღეს, ამ ტელეფონიდან პირველად მივწერ იმ გოგონას, რომელიც უკვე დიდი ხანია მომწონს,“ – ათი წლის ნიკოლოზი.


ეს ნიკოლოზია. დაე, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ამ პატარა ქართველმა ბიჭუნამ, გარდა იმისა, რომ „სასიკვდილო დიაგნოზი“ დაამარცხა, დღეს, თავად გახდა მოტივაციის მიმცემი სხვა ბავშვებისთვის, ვინც სიკვდილთან ჭიდილში არის.

მარცხნივ, ამ ფოტოზე, ხედავთ ბავშვს, რომელიც, ფაქტობრივად, ნახევრად მკვდარია, მარჯვნივ კი – ბავშვს, რომელიც თავად ასხივებს სიცოცხლესა და სიხარულს. დაუჯერებელია, მაგრამ ორივე ფოტოზე ერთი და იგივე ბავშვია. არ იფიქროთ, რომ ეს, კომპიუტერული პროგრამის, ან ხელოვნური ინტელექტის შედეგი არის. არა, მეგობრებო. ეს, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი უსაზღვრო სიკეთის შედეგია. დიახ… ამ პატარა ანგელოზს მეორე სიცოცხლე სწორედ თქვენ აჩუქეთ.

ჩერნოვეცკის ფონდის ჟურნალისტი: ძვირადღიერებული ოპერაციის და გამოჯანმრთელების შემდეგ, ნიკოლოზი ფიქრობდა, რომ ფონდის მეგობრებმა ის უკვე დაივიწყეს. აი, სწორედ დღეს, ჩვენს ბიჭუნას მოულოდნელი სიურპრიზი და სიხარული ეწვია.

როდესაც ნიკოლოზი, თვალზე ხელაფარებული მიმყავდა სიურპრიზის სანახავად, ბავშვს რამდენიმე ვერსია ჰქონდა, მაგრამ ბოლო გამოშვების აიფონს, ვერც კი წარმოიდგენდა.

ნიკოლოზი: „გთხოვთ, მითხარით, რომ ეს სიზმარი არ არის. ხოლო თუ სიზმარია, გემუდარებით, არ გამაღვიძოთ.“
ფონდის ჟურნალისტი: „ნიკოლოზ, ეს მობილური იმ შემთხვევაში გახდება შენი, თუ პირობას დადებ, რომ შეეცდები, კარგად ისწავლო და მასწავლებლები არ გააბრაზო.“

ნიკოლოზი: „დიახ, საჯარო პირობას ვდებ, რომ ასე იქნება.“
საოცნებო საჩუქრით გამოწვეული სიხარულისგან ბავშვი დაფრინავდა. ამასობაში, მოსაღამოვდა კიდეც და ბიჭუნამ იფიქრა, რომ უკვე სახლში დაბრუნების დრო იყო.
და აი, სწორედ აქ შეცდა…

ფონდის ჟურნალისტი: „სიურპრიზების დღე არ დამთავრებულა, ახლა იწყება, ჩემო ბიჭუნა. წამომყევი.“

დღეს კი, ნიკოლოზი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ სავაჭრო ცენტრშია.
„wow, რამხელაა. მგონი, დავიკარგებით აქ.“

ფონდის ჟურნალისტი: „ჩვენო მეგობრებო, შევნიშნე, რომ ბავშვს ერიდებოდა სამოსის არჩევა და პირველი, რასაც აკვირდებოდა, ფასი იყო.“

შედარებით მაღალფასიან სამოსს მაშინვე უკან აბრუნებდა. რა თქმა უნდა, ბავშვის ეს თვისება დასაფასებელია და მადლობა მის ოჯახს, ასეთი აღზრდისთვის.

ფონდის ჟურნალისტი:ნიკოლოზ, რადგან დღეს სიურპრიზების დღეა, ფონდის მეგობრებს სურთ, შენთვის ის სამოსი შეარჩიო, რაც ყველაზე მეტად მოგწონს.“

ნიკოლოზი: „ამ პერანგს სკოლის ღონისძიებაზე ჩავიცვამ. მეორეს კი, თეატრში რომ წავალ.“



ნიკოლოზი: „როგორი თანამედროვე მაისურია. ჯინსის შარვალს ძალიან მოუხდება.“

ფონდის ჟურნალისტი: „ნიკოლოზ, შეხედე, ბანერზე რომ ბიჭია, მასზე უფრო სიმპათიური შენ ხარ. შენს ფოტოებს თუ ნახავენ, ვფიქრობ, რომელიმე ბრენდი დაგიკავშირდება.“
ნიკოლოზი: „ცდები. რამდენიმე კილოს თუ დავიკლებ, მერე, შესაძლოა.“

ფონდის ჟურნალისტი: „არ ვცდები, გოგოები, ყოველთვის სიმართლეს ვამბობთ.“

ნიკოლოზი: „კარგი, კარგი, გეთანხმები, მართალი ხარ.“
აი, ასე მხიარულად გაილია ეს დღეც.

ხვალ, ახალი დღე გათენდება. ზეგ, კიდევ ახალი. კალენდარზე, რიცხვები ერთმანეთს ჩაანაცვლებენ. გავა კვირები, თვეები, წლეები. ვინ იცის, დრო მოვა და ეს სავაჭრო ცენტრიც აღარ იქნება.


ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ნიკოლოზ ვარდოსანიძე).
კორ.: ნინი

————————————

თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ!!! და თუ დაგჭირდათ, ჩემსას დაგითმობთ, უბრალოდ მომწერეთ ან დამირეკეთ! ჩათვალეთ, რომ ამიერიდან სისხლით ნათესავი ვარ თქვენი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მაკა (დედა): „მადლობას ვუხდი ჩერნოვეცკის ფონდს, რომელმაც საქართველოს მასშტაბით განგაში ატეხა და ჩემი შვილი გადაარჩინა!“
„საქართველოში რომ დავბრუნდები, ჩერნოვეცკის ფონდში უნდა მოვიდე და გაჩვენოთ ნაკერი, რომელიც დამრჩა ოპერაციის შემდეგ, ბებიას გამომცხვარ ხაჭაპურს მოგიტანთ და ჩაგეხუტებით ყველას, – ამბობს 7 წლის ნიკოლოზ ვარდოსანიძე, რომლის სიცოცხლე და სამომავლო ბედი თქვენზე იყო დამოკიდებული. – დამეხმარეთ, შევკრიბოთ ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ თანხის შეგროვებაში! ყველას გავუმასპინძლდეთ ხაჭაპურით!“
ამჟამად, ნიკოლოზი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას, რომლის ღირებულებაც 25 000 ევროა და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებით გახდა შესაძლებელი, რადგან გაერთიანდით და დროულად გაუწიეთ მას დახმარება. ბავშვი ემოციებს აფრქვევს, როდესაც ტელეფონით გვესაუბრება თქვენზე: „მადლობას გიხდით, რომ  გადამარჩინეთ! ძალიან, ძალიან მიყვარხართ! მინდა, რომ არასდროს აგტკივდეთ არაფერი, მუდამ ჯანმრთელად გამყოფოთ ღმერთმა!“
– ჩვენო ბიჭო, ახლა როგორ ხარ? დღეს როგორ გრძნობ თავს?! გვითხარი!
ნიკოლოზი: დღეს, სხვისი დახმარების გარეშე შევძელი ადგომა და ჩუსტების ჩაცმა, პალატაში გავიარ-გამოვიარე. თავბრუც აღარ მეხვევა, ნორმალურად ვგრძნობ თავს. ცოტა სუსტად ვარ, მაგრამ არა უშავს.
– ახლა რის ჭამა შეგიძლია?
ნიკოლოზი: ჯერ მხოლოდ იოგურტს და ფაფებს ვჭამ. ველოდები, როდის შევძლებ საინტერესო გემრიელობების ჭამას და არა იმის, რასაც საავადმყოფოში მაჭმევენ.
– ნამდვილი პატარა ქართველი კაცი! როგორ სუნთქავ, ნიკოლოზ? შენ ხომ ფილტვებზე გაგიკეთეს ოპერაცია?!
ნიკოლოზი: ნორმალურად, მაგრამ უნდა ვივარჯიშო, ფილტვებმა კარგად რომ იმუშაოს. ერთმა ექიმმა ძიამ რაღაც აპარატი მომცა, უნდა ჩავბერო ხოლმე, ვითომ ბუშტს ვბერავ. მეორე ძია მასაჟს მიკეთებს, უკეთესად რომ ვისუნთქო. ყველა მილი ამომიღეს და ახლა გვერდზე გადაბრუნებაც კი შემიძლია.
მაკა (დედა): ნიკოლოზს დრენაჟები უკვე ამოუღეს. დღეს უკვე მეხუთე დღეა ოპერაციის შემდეგ. სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა ოპერაცია: ფილტვებზე ორი პატარა კვანძი ჰქონდა, რომლებიც ამოკვეთეს (მეტასტაზები). ექიმები შედეგით კმაყოფილები არიან, გვეუბნებიან, რომ აღდგენაც ნორმალურად მიმდინარეობს. იმისთვის რომ სისხლში ჟანგბადის დონე (სატურაცია) ნორმაში ჩადგეს, ნიკოლოზს სუნთქვითი ვარჯიშების კეთება დაავალეს. უფლისა და თქვენი დაუღალავი ზრუნვის წყალობით, ნელ-ნელა მივიწევთ წინ.

გერმანიის კლინიკაში ნიკოლოზს ორი კვანძი ამოკვეთეს, რომლებიც ფილტვებზე ჰქონდა. აღდგენა მიმდინარეობს ნორმალურად.
ნიკოლოზი: მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს და მის მკითხველებს იმისთვის, რომ გერმანიაში წამიყვანეთ, თან მარტო მე კი არა, ჩემი ბებოც და დედიკოც! იმდენად კეთილი ადამიანები ხართ, არ გინდოდათ, აქ მარტოს რომ შემშინებოდა! დედიკო და ბებო მთელი დღე არიან ჩემთან ერთად, საღამოს კი, შინ ბრუნდებიან. აქ, ბებო მართობს ძალიან კარგად და კიდევ, ტელეფონი.
მაკა: ბედნიერი ვარ, შვილი რომ გადამირჩინეთ! ისეთი ემოციებით ვარ აღსავსე, რომ სიტყვებით გადმოცემაც კი მიჭირს! მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომელმაც საქართველოს მასშტაბით ატეხა განგაში და ჩემი შვილის ავადმყოფობის შესახებ ყველას უამბო! მარტო ამდენ ადამიანს ხმას ნამდვილად ვერ მივაწვდენდი და მით უმეტეს, ამხელა თანხას ვერ შევაგროვებდი. თქვენ გააერთიანეთ ამდენი ხალხი და ერთობლივი ძალებით, სასწრაფოდ გაგვამგზავრეთ გერმანიაში. თქვენ მიერ შემოწირული ყოველი ლარი მნიშვნელოვანი იყო ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად! ღმერთო, ახლა ავტირდები!
– ჩვენი მკითხველებიდან ვინმე პირადად თუ გაიცანით?
ნიკოლოზი: სანამ თბილისში ვიყავით, სახლშიც გვესტუმრნენ. გერმანიაში თან წამოვიღე მანქანა, რომელიც მაჩუქეს. ჩემი უსაყვარლესი სათამაშოა! ის სიკვდილისგან მიცავს.
– ჩვენ ყველანი გიცავთ, ნურაფრის ნუ გეშინია! მაკა, სამომავლო მკურნალობის გეგმა როგორია?
მაკა: ახლა, ნათესის პასუხი რომ მოვა, შემდგომი მიმართულებაც გვეცოდინება. ოპერაციის დროს ამოკვეთილი კვანძები უნდა დაითესოს. უფალი მოწყალეა, იმედია, მომავალშიც მხოლოდ კარგი ახალი ამბები გველის!

ნიკოლოზმა თავისი სახლი დახატა თბილისში, სადაც უნდა, რომ ჯანმრთელი და ძლიერი დაბრუნდეს! ჩვენ ყველანი გელით!
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ნიკოლოზს და მასთან უწყვეტი კავშირი გვაქვს. ჩვენთან ერთად ნიკოლოზი ბევრად უფრო ძლიერი არის!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს ფეისბუქ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თარიღი
დასახელება
თანხა
სტატუსი
2024 თებ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
22610.00₾
2024 თებ 29
სამედიცინო მომსახურება
34637.88₾
2024 მარ 26
საცხოვრებელიც უზრუნველყოფა ოპერაციამდე
2679.64₾
2024 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
695.00₾
2024 აპრ 20
ავიაბილეთები
2970.00₾
27.08.2024
კლინიკის მომსახურება
16390.39₾
30.09.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
135.00₾
31.12.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
100.00₾
26.01.2026
ტექნიკა
1600.00₾
09.02.2026
ტელევიზორი
950.00₾
25.02.2026
კომპიუტერის აქსესუარები
987.00₾
27.03.2026
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
213.50₾
27.03.2026
ტელეფონი
3149.99₾
30.04.2026
ფონდის ზედნადები ხარჯები
820.00₾

სულ ხარჯები:

87938.40₾

დარჩა:

34000.63₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2026 11:08:35
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.05.2026 15:06:07
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.05.2026 10:39:42
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2026 11:24:54
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.04.2026 11:09:32
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2026 11:11:27
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2026 11:46:45
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2026 11:46:31
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.04.2026 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.04.2026 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.04.2026 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.04.2026 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.04.2026 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.04.2026 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.04.2026 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.04.2026 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.04.2026 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.04.2026 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.04.2026 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.04.2026 00:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾121,939.03

8332 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾121,939.03

8332 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის