ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ექვსი პატარა ანგელოზი და მათი მარტოხელა დედა, რომელიც მარტო იბრძვის… განა შეგვიძლია, გულგრილი დავრჩეთ?!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თითქმის სახლის ზღურბლზე მდგარს, გულამოსკვნილი, გულის განმგმირავი, ბავშვის ტირილის ხმა შემომესმა.
როდესაც მივუახლოვდი, ისეთი სცენა გადაიშალა ჩემ თვალწინ, რომელიც ყველაზე ძლიერ ადამიანსაც კი გულს გაუტეხავს: ხუთი წლის თორნიკე, რომელიც დედის გულზე მალავდა სახეს, ისე ქვითინებდა, თითქოს, მთელი სამყარო ჩამოემხო პატარა მხრებზე.
– რატომ ტირი, პატარავ?
თორნიკემ პასუხი არ გამცა. მხოლოდ უფრო ძლიერად ჩაეჭიდა დედის ტანსაცმელს. მოიწყინა. შეცბა. ის ხომ, ქართველი ბიჭუნაა, რომელიც არასოდეს იტირებს „გოგოს თვალწინ“.
ბავშვებს ნამდვილი ქართველი დედა ჰყავთ გვერდით. ეკა დიღმელაშვილი – ექვსი შვილის დედა. ქალი, რომლის ხელებიც – მისი პატარებისთვის ერთადერთი ციხესიმაგრეა.
ეკამ თორნიკე გულში ჩაიკრა, თავზე ხელი გადაუსვა და ჩუმად მითხრა: „ხშირად ტირის ასე. არ ესმის, რატომ არ შემიძლია ვუყიდო, რასაც მთხოვს… ხანდახან, უბრალოდ გატეხილი მანქანის ან ახალი წიგნის გამო. მან არ იცის, ნებისმიერი წვრილმანი რა ძვირი ღირს ახლა…“
პაუზის შემდეგ, ეკამ სუბარი განაგრძო: „მადლობას ვუხდით ჩერნოვეცკის ფონდს იმისთვის, რომ მოხვედით. ძალიან გელოდით…“ შვება იგრძნობოდა მის ხმაში, თითქოს, დიდი ტვირთი მოეხსნა გულიდან.
როგორ შეიძლება, ასეთი სიტყვების შემდეგ, ადამიანის გული სინათლით არ აივსოს? როგორ შეიძლება, მადლობა არ შევწიროთ უფალს იმისთვის, რომ შანსი მოგვცა, კიდევ ერთხელ სასწაულისა და ახალი ცხოვრების იმედის შუამავლები გავხდეთ?
დიღმელაშვილების ოჯახი ქალაქის გარეუბანში, ნათესავების სახლში ცხოვრობს. სხვისი სახლია, სხვისი ჭერი. მძიმე ყოფა კი, მთლიანად აწევს ტვირთად მხრებზე ერთ ქალს.
ეს ოთხი ოთახი, ექვსი ბავშვის სიცილით, ხმაურით, ბავშვური კამათით, ლოცვით ივსება… და, სამწუხაროდ, გაჭირვებითაც. გაჭირვებით, რომელიც ბავშვებზე უფრო სწრაფად იზრდება.
ბავშვების მამამ ოჯახი ორი წლის წინ მიატოვა. იშვიათად ნახულობს ბავშვებს. არაფრით ეხმარება.
მას შემდეგ, ეკა მათთვის დედაც, მამაც, სახლიც, იმედიც და საყრდენიც გახდა. მაგრამ, რვა წლის სანდროს გამო, განსაკუთრებით სტკივა გული.
სანდრო მხოლოდ ერთი წლის იყო, როდესაც ექიმებმა დაადგინეს, რომ დაზიანებული აქვს თავის ტვინი. მას ლაპარაკი უჭირს, სიტყვებს ვერ იმახსოვრებს, კონტაქტში არ შემოდის. თითქოს, საკუთარ მშვიდ სამყაროში ცხოვრობს, საიდანაც მხოლოდ მზერით ეძახის დედას. სანდროს შშმ პირის სტატუსი აქვს.
ეკა ამბობს: „ყოველდღიურად მის უსიტყვოდ გაგებას ვსწავლობ… ის ყველაფერს გრძნობს: ჩემს შფოთვას, სიყვარულს, ტკივილს.”
ათი წლის ნიკოლოზი – მშვიდი, ჩაფიქრებული, მორიდებული ბიჭი. მან მკითხა: „დეიდა, როგორ გაიგეთ, რომ ძალიან გვცივა? იმისთვის მოხვედით, რომ გამათბობელი გვაჩუქოთ?
გაბრიელი შვიდი წლისაა. ის არც სათამაშოებს, არც გაჯეტებს, არც ტკბილეულს ითხოვს. მისი ერთადერთი სურვილია, სახლში სითბო ჰქონდეთ და საკმარისი ძალა რომ ჰქონდეს დედას. ცოტათი მაინც, უფრო მარტივი რომ იყოს, მათი ყოველი ახალი დღე.
ხუთი წლის თორნიკე სათუთი, ალერსიანი ბიჭია, რომელსაც დედის ჩახუტება სჭირდება ყველაზე მეტად.
პატარა ლილიანა კი, (3 წლის) – სწორედ ის სინათლეა, რომელიც საბოლოოდ დაბნელებისგან იცავს ამ სახლს.
ის, რაც მრავალი სხვა ოჯახისთვის ჩვეულებრივი რუტინაა, ნამდვილი ფუფუნებაა მათთვის. გაზქურა თითქმის არ მუშაობს. ცხელი წყალი საერთოდ არ არის. ზამთარში, ბავშვები გამათბობლის გარეშე იყინებიან.

ოჯახს ყველაზე აუცილებელ საჭიროებებზეც კი არ ჰყოფნის შემოსავალი: პროდუქტებზე, ტანსაცმელზე, ტრანსპორტზე, წამლებზე, სანდროს მკურნალობაზე. უფსკრულზე გადახტომას ჰგავს მათი ყოველი თვე. ეკა კი, მაინც უღიმის ბავშვებს. აგრძელებს ლოცვას. აგრძელებს წინსვლას, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობს, როგორ ეწურება ძალა.
სწორედ ახლა, უბრალო, მიწიერ ნივთებს, მათი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ:
ეს ფუფუნება და ახირება არ არის. ამის გარეშე, ძალიან მძიმე გადასატანი იქნება მათთვის ზამთარი. ბავშვებისთვის ძალიან ცივი და ძალიან საშიში.
ექვსი პატარა ანგელოზი გველოდებოდა. ელოდებოდნენ სითბოს. ელოდებოდნენ იმედს. ელოდებოდნენ იმ ხელს, რომელიც ახლა, უკიდურესი გასაჭირის დროს, წამოდგომაში დაეხმარება.
განა ეს სასწაული არ არის, რომ ჩვენი ფონდი და მისი მეგობრები ამ ბავშვებისთვის იმედის სიმბოლო გახდნენ? განა ეს ღვთის კურთხევა არ არის მათი დახმარების შესაძლებლობა რომ მოგვეცა?
მოდით, ხელიდან არ გავუშვათ ეს სასწაული. მოდით, მხარში დავუდგეთ დიღმელაშვილების ოჯახს. მოდით, ვაჩუქოთ სითბო, რომელიც ღმერთთან გვაახლოებს.
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: თბილისი, ზმკ – დოსითეოს ქუთათელის ქ. 37 (კერძო სახლი).
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ეკა დიღმელაშვილი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
დღეს ბავშვების თვალები კაშკაშა ვარსკვლავებზე უფრო მეტად ბრწყინავენ! ახალი წლის დღესასწაული, რომელიც ამ ოჯახს ყოველთვის გვერდს უვლიდა, დღეს ამ პატარების სახლშია! თქვენ მათ დღესასწაული მოუყვანეთ სტუმრად და ბედნიერებას ბავშვების მისამართი ასწავლეთ.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თქვენ დაეხმარეთ – მადლობას გიხდით!
ექვსი ბავშვი – ლილიანა, თოკო, გაბრიელი, სანდრო, ნიკოლოზი და ნინო – იყინებოდა ოთახში, სადაც გათბობა არ იყო. დედას კი, ეკას, თბილი არაფერი ჰქონდა, ბავშვები რომ როგორმე გაეთბო. ძველ, გატეხილ ქურაზე, რომლის მხოლოდ ერთი სანთურა ინთებოდა, დედა საბანაოდ წყალს აცხელებდა.
სამ გატეხილ, „ფეხმონგრეულ“ საწოლზე ეძინათ ბავშვებს. დედას, ეკას, წასასვლელი არსად აქვს, თუ სახლის მეპატრონეები მყიდველს ნახავენ. საკუთარი თავი, თუნდაც ერთი დღით, წარმოიდგინეთ მარტოხელა დედის, ეკას ადგილას და იგრძნობთ, რაოდენ აუცილებელია მისთვის ჩვენი დახმარება.
ეს იყო პირველი საჩუქარი პატარა პრინცესასთვის. ღმერთო, როგორ უხარია მის პატარა გულს! გავა წლები… ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ ეს კადრი ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

თქვენ ახალი გამათბობელი და, შესაბამისად, თბილი ოთახი აჩუქეთ პატარებს. თქვენ მათ ახალი, კომფორტული საწოლები მიეცით სქელი ზამთრის საბნებით, მშვიდად და ტკბილად რომ ეძინოთ. თქვენ მათ ტელევიზორი აჩუქეთ ინტერნეტით, რათა ბავშვებმა, სულგანაბულებმა, აღტაცებით უყურონ ფერად მულტფილმებს და საახალწლო განწყობით აევსოთ გული.

წყლის გამაცხელებელი აჩუქეთ და სიამოვნებად აქციეთ მათი მტანჯველი ბანაობა.
საახალწლოდ კი, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ცხელი, სახლში გამომცხვარი ნამცხვრებით, ლობიანით და ხაჭაპურით დატკბნენ – პირდაპირ ღუმელიდან!
„ვაშა! სახლში ნაძვის ხე პირველად გვაქვს! თანაც ასეთი მოციმციმე ნათურებით! დეიდა, ნუთუ ეს სიზმარი არ არის?“
ნამდვილი ოჯახური დღესასწაული ექნებათ! გადავეცით თქვენი გამოგზავნილი ნაძვის ხე განათებითა და სათამაშოებით. ბავშვებს ისე გაუხარდათ, რომ მაშინვე სანათების ჩართვა ითხოვეს, რადგან ახალ წლამდე ვერ მოითმენდნენ. შემდეგ კი მის გარშემო ცელქობდნენ და ცეკვავდნენ.
ყველაზე პატარა, სამი წლის ლილი, საჩუქრების მიღებით დაიღალა და მკითხა: „დეიდა, რამე საჭმელი ხომ არ გაქვს? ძალიან გვშია…“
ახლავე, ახლავე, პატარავ! თქვენი გამოგზავნილი, გემრიელი პროდუქტები მაშინვე ამოვალაგეთ დიდი სასურსათო პარკებიდან. შიმშილი ხომ ახალ წლამდე ვერ მოიცდის!

დღეს ბავშვების თვალები კაშკაშა ვარსკვლავებზე უფრო მეტად ბრწყინავენ! მაგრამ, ახალი წლის შემდეგ რა ელით?
გაბრიელმა მკითხა: „დეიდა, ახალი წლის შემდეგ აღარ იქნება საჩუქრები? უბრალოდ, თბილი ქურთუკი და ფეხსაცმელი მჭირდება. სახლის ჩუსტებით დავდივარ გარეთ და ფეხის თითები მეყინება. თან მინდა, თოვლი რომ მოვიდეს და თან არც მინდა, რადგან მაშინ, გარეთ ვეღარ გავალ.“
ასეთი პირდაპირი, სერიოზული ბავშვური კითხვები მაშინვე აფხიზლებს. ყველაფერი ერთ წამში ვერ მოგვარდება, რადგან დედა, ეკა, მარტო ზრდის ექვს ბავშვს.
დედის, ეკას მადლობის წერილი
სახლი, რომელშიც ოჯახი ცხოვრობს, მათი საკუთრება არ არის და უკვე გასაყიდად არის გამოტანილი. ეკას კი არ აქვს ფული, საცხოვრებლის ქირა რომ გადაიხადოს და არც სხვა რაიმე ვარიანტები გააჩნია. ამჟამად თქვენი დახმარება მისი ერთადერთი იმედია!
თქვენ შეგიძლიათ, ოჯახს ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებლის ქირა გადაუხადოთ ან შეუძინოთ პატარა, დაბალფასიანი, მაგრამ სამაგიეროდ – საკუთარი სახლი.
ბავშვებს სასწრაფოდ სჭირდებათ ზამთრისთვის თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ოჯახს სჭირდება ჭურჭელი, სამზარეულოს მაგიდა და სკამები, რადგან ბავშვები იქ ჭამენ ხოლმე, სადაც მოუხერხდებათ. ახალი სამზარეულოს კარადა სჭირდებათ, რათა ქუჩის კატა გატეხილ კარადაში არ დასეირნობდეს.
თითოეული თქვენი შემოწირულობა ნიშნავს – ერთ დღეს შიმშილის გარეშე ამ ოჯახისთვის.
მეგობრებო, სხვისი გასაჭირი არ არსებობს! ამიტომ, თუკი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანების პრობლემების შესახებ რაიმე იცით, მოგვწერეთ! ჩვენ მუდამ თქვენ გვერდით ვართ!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: დიღმელაშვილების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
7540.31₾დარჩა:
0.30₾